prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

დიდოსტატის მარჯვენა — თავი XXXI შინაარსი და გამარტივებული ტექსტი

კონსტანტინე გამსახურდია · პროზა

გამარტივებული სასწავლო გადმოცემა · AI-ის დახმარებით

თავი XXXI

განმგეთუხუცესი (მთავარი მმართველი) უხეში კაცი აღმოჩნდა. უკმეხად (უხეშად, მკაცრად) მიიღო მეფის ხუროთმოძღვარი (მშენებელი).

კურდღლის ტყავის მოკლე ქურთუკი ეცვა, ზანტად (ნელა) აფახულებდა ლოპინარისფერ (მოყვითალო-მოწითალო) თვალებს. უზარმაზარ სელზე (ტახტზე) იჯდა სახედაჭმუჭვნილი, უკბილო ბერიკაცი.

ეჭვით შესცქეროდა არსაკიძეს თავისი დაფანჩვული (გაწეწილი), თეთრი წარბებიდან.

ქუშამომჯდარ (გაბრაზებულ) ცხენსავით ქშინავდა, უსიტყვოდ უსმენდა არსაკიძეს. როცა ლაზმა მოხსენება დაასრულა, თავი ასწია ბერიკაცმა, მკლავი ყბაზე შემოიდო და უგუნებოდ (ცუდ ხასიათზე მყოფმა) შეეკითხა ხუროთმოძღვარს:

„ოსპის წვენის გამო წაკიდებულან (დაპირისპირებულან) ლაზები და ბერძნები?“

„დიახო“, დაუდასტურა არსაკიძემ იმ იმედით, რომ მონებს საზრდოს (საჭმელს) გამოუცვლიდნენ.

„ალბათ გემრიელი ყოფილა ოსპის წვენი, არა?“

ეს თქვა, ულოსავით (ნამგალივით) დაგრეხილ, თეთრ ულვაშზე ჩამოისვა პეშვი (მუჭა), მერე დაასწრო სტუმარს, სელიდან წამოდგა და გესლიანი (ბოროტი) ღიმილით ეუბნება:

„ეს იცოდე, ჭაბუკო, მაძღარი (ნასიამოვნები, დანაყრებული) მონები ვერაფერს შექმნიან კარგს. ეს ციხეები, ეს ეკლესიები და ეს სასახლეები მშიერების მიერაა აგებული.“

სახეში შეაჩერდა არსაკიძეს და ეკითხება:

„შენ ლაზი ხარ, ხომ?“

„თუ ლაზი ხარ, ეგეც გეცოდინება, ჭაბუკო, სადოღე ცხენი თუ გააძღე, რბოლაში სხვა მიასწრებს უცილოდ (აუცილებლად), მწევარი (მონადირე ძაღლი) თუ გააძღე, კურდღელს ვერ მიეწევა, მგელი, რომ მგელია, მგელი რომ მშიერი არ დაძრწოდეს (არ დადიოდეს), მაკე (ფეხმძიმე) ცხვარიც გაასწრებდა უთუოდ (აუცილებლად).

ხალხი თუ გაძღა, ჭაბუკო, ეს იცოდე, ლოცვასაც მიატოვებს და შრომასაც, მაშინ აღარც ციხეები გვექნება და აღარც ეკლესიები“...

„ჰი, ჰი, ჰი“, - ჩაიხვიხვინა ბერიკაცმა, ორი ნადირისებრი ღოჯი (ეშვი) გამოუჩნდა.

იდგა მის წინაშე არსაკიძე მდუმარედ, წასვლა ეჩქარებოდა, მაგრამ ვერ გაბედა ნაბიჯის გადადგმა. ახლა ღირკილოებზე (მუხლებზე) წაეპოტინა (ხელი მოკიდა) განმგეთუხუცესი.

„შენ ქრისტიანი ხარ, ხომ?“

„ქრისტიანი ვარო“, ეგეც დაუდასტურა ლაზმა.

„აბა ერთს კიდევ გეტყვი, ჭაბუკო, განა ჩემი მოგონილია ის, რაც გითხარი. უფალი ჩვენი მაცხოვარიც ამას ასწავლიდა ხალხს.

უდაბნოში შიმშილობდა თავად, შეგირდებსაც აშიმშილებდა. ისიც ხომ გახსოვს, ჭაბუკო, ხუთი პურითა და შვიდი თევზით რომ დაანაყრა მან ბევრზე ბევრი?

რაკი ქრისტიანი ხარ, ეგეც სწორია, რომ იცოდე, ჭაბუკო: ხალხს სამი რამ უნდა ასწავლოს ერის ყოველმა წინამძღოლმა: შიმშილი, ლოცვა და შრომა, ხოლო რაც შეეხება ომს, ომში აზნაურები წაასხამენ მონებს“...

მთავარი დეტალები და რთული სიტყვები

თავი XXXI

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

გამარტივებული ვერსია: prep.ge, AI-ის დახმარებით. ეს სასწავლო გადმოცემაა და არა ავტორის ორიგინალი ან აუცილებლად მოკლე შეჯამება. ზუსტი ფორმულირებები შეადარე ორიგინალს. საფუძველი — კონსტანტინე გამსახურდია. ორიგინალის წაკითხვა.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.