prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

განდეგილი — თავი 9

ილია ჭავჭავაძე · პოეზია

მე-9 თავი

უცებ მოესმა რაღაც კაცის ხმა... ეოცა ეს ხმა უჩვევი მწირსა. ყური ათხოვა - და თითქო ვიღაც ჰკივის, იძახის ზღუდისა ძირსა. ეცა მსწრაფლ კარებს და გადიხედა... ვიღაც კარის ჯაჭვს ზედ მოსდგომოდა, და ვით ყრმა ვინმე, ღაღადების ხმით, შესაფარებელს ბინას ითხოვდა. თუ ძეა კაცის, რამ მოიყვანა ამ დროს, ამ ღამეს ქვეყნისა რღვნისას? მხეციც, ნადირიც თვის ბუდეში ჰძრწის მორიდებული ამ რისხვას ღვთისას! ჰკითხა, - „ვინა ხარ? კაცი, თუ მავნე, აქ მოგზავნილი ეშმაკისაგან?” - „კაცი ვარ, კაცი!.. მომეცი ბინა, მიხსენ, ღვთის მადლსა, სიკვდილისაგან. ვერ ჰხედავ, ლამის ცა ჩამოიქცეს და ზედ დაეცეს დედამიწასა? რა დროს კითხვაა? შემიბრალე მე და ნუ დამიჭერ ჭერსა, ბინასა”.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ილია ჭავჭავაძე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.