prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

განდეგილი — თავი 3

ილია ჭავჭავაძე · პოეზია

მე-3 თავი

ოდესღაც ტაძარს იმ გაუქმებულს მეუდაბნოე შეჰკედლებია; საიქიოსთვის ეს სააქაო დაუთმია და განშორებია. განშორებია ვით ცოდვის სადგურს, ვით სამეუფოს ბოროტისასა, სადაც მართალი გზას ვერ აუქცევს განსაცდელსა მას ეშმაკისასა; სად ცოდვა კაცსა სდევნის დღე-და-ღამ, ვითა მპარავი და მტაცებელი; სად, რასაც ჰხადის მართალი მართლად, მას უმართლობად ჰქმნის ცოდვის ხელი; სად რყვნა, წაწყმედა და ღალატია, სადაც ძმა ჰხარბობს სისხლსა ძმისასა, სად ცილი, ზაკვა ძულებადა ჰხდის წმინდა სიყვარულს მოყვასისასა. განშორებია ამ წუთისოფელს, სად ყოვლი ნიჭი მაცდურებაა, სად თვით სიტურფე და სათნოება ეშმაკის მახე და ცდუნებაა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ილია ჭავჭავაძე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.