prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

განდეგილი — თავი 11

ილია ჭავჭავაძე · პოეზია

მე-11 თავი

რა დედა-ღვთისამ სენაკს შეუშვა და არ შერისხა იგი მოსული, გულში სთქვა მწირმა: ძეა კაცისა და არა მავნე, ბოროტი სული. სტუმარი იგი დანაცრულს ცეცხლსა ფიცხლავ მივარდა დამზრალი, სველი, ღველფი გაქექა, ჩაჯდა ცეცხლა-პირს და გაიწოდა სათბუნად ხელი. - „უჰ, უჰ, რა ცივა!.. - სთქვა მან სტუმარმან: - ლამის გავშეშდე სიცივისაგან!..” მწირს ხმა ეოცა... ქალის ხმას ჰგვანდა... შეკრთა, შეშინდა ამა ხმისაგან. ნუთუ აწ ბედმა ქალის სახითა განსაცდელი რამ მას მოუვლინა? და ვითა ელვამ, ამისმა ფიქრმა გულში ზარცემით მწირს გაურბინა. მაგრამ იქნება ბედმა ეგე ჰქმნა მისდა საცდელად თვით უფლის ნებით!.. და კისრად იდო, ვით ნება ღვთისა, სასოებით და გულდამშვიდებით.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ილია ჭავჭავაძე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.