prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

განდეგილი — თავი 27

ილია ჭავჭავაძე · პოეზია

27-ე თავი

რიჟრაჟი იყო და თენდებოდა, გადაყრილიყო ციდამ ღრუბელი, და დაწყნარებულს წუთის-სოფელსა დილის ნიავი დაჰქროდა ნელი. ეს ვინ ჰრბის, დაძრწის? ეს ვინ ჰტანტალებს იმ კლდეებშია თმააბურძგნული? ნუთუ მწირია?.. იგია, იგი, ვითა სიკვდილი გაფითრებული. აჰა მოვარდა, ზღუდის პირს დადგა და მწყურვალებით უცქერს მთის წვერსა, თითქო იქიდამ გამოელისო თვის უკანასკნელს ნუგეშს და ბედსა. მზის ამოსვლასა ელოდებოდა... რად არ ამოდის? რად გვიანდება? დღემდე თვით ჟამი არარა იყო, და ეხლა წუთიც რად უძნელდება?.. ამოვიდა მზეც... მსწრაფლ უკუ-იქცა, შევარდა სენაკს გახარებული, და კვლავ მზის სხივი იმავე სვეტად ჰნახა სარკმლიდამ გადმოშვებული.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ილია ჭავჭავაძე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.