prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

განდეგილი — თავი 6

ილია ჭავჭავაძე · პოეზია

მე-6 თავი

წამება მისი ღმერთს შეუწირავს, ვედრება მისი ღმერთს უსმენია, და სასწაული ნიშნად მადლისა მღაღადებელზედ მოუვლენია. ბნელსა სენაკსა, სად იგი მდგარა, ჰქონია მზის მხრივ ერთი სარკმელი, და მუნით თურმე გადმოდენილა შუქი მზისა და მთავრის ნათელი. ოდეს უდაბნოს გასწვრივ მთის წვერზედ მზე სხივგაფენით ამოვიდოდა, იმ სარკმლით სხივი მისი სენაკში სვეტად ბრწყინვალედ ჩაეშვებოდა. როს ჰლოცულობდა, იმ სხივსა თურმე თვის ლოცვანს მწირი ზედ დააყრდენდა, და ხორცთუსხმელი მზის სხივი იგი უფლის ბრძანებით ზედ შეირჩენდა. ეგრე ვიდოდნენ დღენი და წელნი, ეგრე უბიწოდ იგი სცხოვრობდა... და თვის სიწმინდეს ყოველდღე თურმე ამ სასწაულით შეიმოწმებდა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ილია ჭავჭავაძე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.