prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

განდეგილი — თავი 25

ილია ჭავჭავაძე · პოეზია

25-ე თავი

მაგრამ ეს რაა?.. „წაწყმდი თუ არა”! ეს ვინ ჩასძახის ნიშნ-გებით ყურში! „დაგძლიე თუ არ!..” ეს ვინ გაჰკივის გახარებული იმის მკვდარ გულში! ეს რა ჰხარხარებს! ეს რა დასცინის! ეს რა ხმა ისმის მის გარს ლხენისა! მართლა ეგრეა, თუ ყველა ესე მხოლოდ ცდომაა ყურთა სმენისა!.. და შიშით, ზარით გარს მოიხედა... კვლავ არვინ იყო... ქალს კვლავ ეძინა... იდგა და უცებ ძრწოლით, კანკალით პირქვე დაემხო ღვთის-მშობლის წინა. მით რა ეშველა?... იგივ ქენჯნაა, იგივე ძრწოლა, შიში და ზარი! რად არ დადგება, რად არა სცხრება იგი ნიშნ-გების წყეულთ ხარხარი! სული გულს იწვევს ღვთისა ვედრებად, გული სხვას ამბობს, არა ჰნებდება... ნუთუ ღვთის-მშობლის საფარველ-ქვეშეც წყეული ხორცი არ დაწყნარდება!..

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ილია ჭავჭავაძე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.