prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

განდეგილი — თავი 10

ილია ჭავჭავაძე · პოეზია

მე-10 თავი

- „მართალი სთქვი შენ... თუ ხარ ძე კაცის, ცოდვაა გარეთ დაგტოვო ამ დროს; თუ მაცდური ხარ, სჩანს ღმერთს სწადიან მწირი ცოდვილი დღეს გამომცადოს. ამოვედ, ვინც ხარ!.. იყავნ ნება ღვთის!.. ხელი ჩაავლე ემაგ რკინის ჯაჭვს, ნუ შეშინდები... კიბეა იგი და ზედ რგოლები საფეხურად აქვს”. და იმ ბნელაში იგი წვალებით ავიდა მაღლა იმა ჯაჭვითა. მუნ დახვდა მწირი... რაა? ვინ არის? ვერ გაარჩია სიწყვდიადითა. - „გამომყევ, ვინც ხარ! ბინას მოგცემ შენ, გაგიზიარებ ჩემსა სენაკსა... სახლი ღვთისაა... შენც შეგივრდომებს, შენებრ მახვეწარს მრავალსაც სხვასა”. წაუძღვა წინ და შევიდნენ სენაკს... იქ უფრო, ვიდრე გარეთ ბნელოდა, მხოლოდ კი ერთგან ღველფად ქცეული ცეცხლი ჩამქრალი ფერფლ-ქვეშე ჰჩნდოდა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ილია ჭავჭავაძე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.