prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

განდეგილი — თავი 28

ილია ჭავჭავაძე · პოეზია

28-ე თავი

გულზედ მოეშო... კვლავ სასოებით დედა-ღვთისასა მიაპყრა თვალი, კვლავ ჰნახა იგივ ცხოველი ხატი მადლით, ნუგეშით გადმომზირალი. არ შერისხულა, სჩანს ჯერეთ ღვთისგან!.. და ღმერთს მადლობა ცრემლით შესწირა... მივარდა ლოცვანს, დააყრდო სხივზედ და, ეჰა, სხივმა არ დაიჭირა!.. დაესხა რეტი, თვალთ დაუბნელდა, გაშრა, გაშეშდა ზარდაცემული, ერთი საშინლად შეჰბღავლა ღმერთსა და იქავ სხივ-ქვეშ უტევა სული.

* * * * * * *

და იქ, სად წმინდანთ უდიდებიათ ღმერთი მსჯავრის და ჭეშმარიტების, იქ, სად უწირავთ უფლისა მიმართ მსხვერპლი ქებისა და ღაღადების, - აწ შორის ნანგრევთ და ნატამალთა მარტო ქარიღა დადის და ქშუის, და გამომფრთხალი ჭექა-ქუხილით მუნ შეხვეწილი ნადირი ღმუის...

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ილია ჭავჭავაძე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.