prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

განდეგილი — თავი 2

ილია ჭავჭავაძე · პოეზია

მე-2 თავი

აქა ყოფილა უწინ კრებული ღვთისთვის ქვეყნიდან განდეგილ ძმათა და მყინვარს ამას უდაბნოს თურმე ისმოდა ქება წმიდა-წმიდათა. აქა გამდგარან, განშორებიან ამ წუთისოფლის სამაცდუროსა, აქ ჰღირსებიან მართალთა თანა სავანესა მას საუკუნოსა. გასულან ამა ქვეყნით მამანი და ტაძარი ღვთის გაუქმებულა... იმათის ღვაწლით ამ ტაძრის მადლი მთიულთა შორის ყველგან განთქუმლა. და ის ადგილი, ის არე-მარე ესოდენ წმინდად სწამს დღესაც ერსა, რომ ნასროლს ნადირს, მუნ შეფარებულს, მონადირეც კი ვერ ახლებს ხელსა. თუ არ ღვთის ღირსი, სხვა ვერვინ თურმე ამ წმინდა ადგილთ ვერ შეეხება, და თუ შეჰბედავს, მსწრაფლ რისხვა ღვთისა ჭექა-ქუხილით მოევლინება.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ილია ჭავჭავაძე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.