prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

განდეგილი — თავი 16

ილია ჭავჭავაძე · პოეზია

მე-16 თავი

„დავღუპე ცხვარი მე მამის ურჩმა, მე გავცემ პასუხს, ჩემი ბრალია!.. მაგრამ შენვე სთქვი: განა წაუხვალ, რაც ფათერაკად მოსავალია? თითონ ცხვარს მაშინ როდი ვჩიოდი, მე მამა-ჩემი მებრალებოდა, მამის-ერთა ვარ, მამას ვუყვარვარ, ვწუხდი, რომ ჩემთვის შეწუხდებოდა. ცხვარი დავღუპე, - ეგ ერთად-ერთი მამის სარჩო და საბადებელი, მაგრამ წარბსაც კი არ შეიხრიდა, ოღონდ ვენახე მე უვნებელი. ვიდექ სეტყვის ქვეშ ბნელაში სერზედ... ცა ქვეყნის დანთქმას თითქო ჰლამობდა, ჰჭექდა და ჰქუხდა... და ჩემთა ფეხ-ქვეშ თითონ მთის ძირიც იძროდა, ძრწოდა. რა მექმნა ბეჩავს!.. საბრალო თავი სად შემეფარა, გადამერჩინა? ვსთქვი, - აქავ დავრჩე და ბედს მივენდო, თუ გავბედო და წავიდე შინა?

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ილია ჭავჭავაძე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.