prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

განდეგილი — თავი 1

ილია ჭავჭავაძე · პოეზია

1 თავი

სადაც დიდებულს მთასა მყინვარსა ორბნი, არწივნი ვერ შეჰხებიან, სად წვიმა-თოვლნი, ყინულად ქმნილნი, მზისგან აროდეს არა დნებიან, სად უდაბურსა მას მყუდროებას კაცთ ჟრიამული ვერ შესწვდენია, სად მეუფება ჭექა-ქუხილსა, ყინულს და ქართა მხოლოდ ჰშთენია, - უწინდელს დროში ღვთისა მოსავთა გამოუქვაბავთ მუნ მონასტერი და იმ ყინულში შეთხრილს ღვთის ტაძარს ბეთლემს უწოდებს დღესაცა ერი. ფრიალოსაებრ ჩამოთლილი აქვს იმ წმინდანთ სადგურს ყინულის ზღუდე, და ზედ კარია გამოკვეთილი - ვით კლდის ნაპრალზედ არწივის ბუდე. ზღუდის ძირამდე რკინის რამ ჯაჭვი ზედა ჰკიდია თურმე იმ კარსა, - და თუ არ ჯაჭვით, სხვაფრივ ვერა გზით ვერ ძალუძს ასვლა ვერარა კაცსა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ილია ჭავჭავაძე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.