prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

განდეგილი — თავი 13

ილია ჭავჭავაძე · პოეზია

მე-13 თავი

თვით მადლს ტრფობისას რომ მოესურვოს ხორცსხმულად ვლენა ოდესმე ქვეყნად, უკეთესს სახეს ვერ ინატრებდა თავის სიცოცხლის გამომსახველად. მაშინაც ვინ სთქვას, - ვინ ვის აშვენებს, მადლი ამ სახეს, თუ სახე მადლსა!.. თვით შური, მტრობა ვერ უპოვიდა ქალს მშვენიერსა ვერაფერს ნაკლსა. მის თვალთა ელვით, ღაწვთა შუქფენით, გულ-მკერდის რხევით ვინ არ ათრთოლდეს!.. დახე მის ტუჩთა!.. თითქო თვით ტრფობას თვის ნაზი კოცნა ზედ დარჩენოდეს. ვის არ მოიმხრობს, მოინადირებს ყოვლად ძლიერი მშვენიერება!.. თქმულა - მხეციც კი გააფთრებული მის წინ დატკბება და დაწყნარდება. და დაუწყნარდა ძალს შვენებისას იგი მწირიცა მწყრალი, გულმშრალი, და უცოდველის გულის-ტკივილით ქალს შეაჩერა ტყვექმნილი თვალი.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ილია ჭავჭავაძე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.