prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

განდეგილი — თავი 21

ილია ჭავჭავაძე · პოეზია

21-ე თავი

„უბედურსაო”?! და მწირსა უცებ გულს ელდა ეცა ამ სიტყვის თქმაზედ... ესეთი სიტყვა ხომ ჩივილია, და ვით მოადგა იგი ენაზედ? „უბედურსაო”?!. ეგ ხომ სიტყვაა გულის-ტკენის და სამდურავისა! ეგ ხომ სულთქმაა, აღმოკვნესაა ბედნიერების დამკარგავისა!.. მან რა დაჰკარგა?.. ნუთუ არ ჰყოფნის, რომ მან დასძლია საწუთროება, განდგა მისგან და აქ მოიპოვა სულის მშვიდობა და მყუდროება? ნუთუ დაკარგვად აწ მიიჩნია დამარხვა ხორცის, გულთქმის ვნებისა, და არა ჰკმარის, რომ სულს დაუდგა წმინდა საყდარი უკვდავებისა? რა დაემართა? რა მოუვიდა? ნუთუ უჩივის აწ იგი ბედსა? ნუთუ აწ ჰნანობს ქვეყნის დათმობას და მუნათს რასმე სდებს შემოქმედსა?

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ილია ჭავჭავაძე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.