prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

განდეგილი — თავი 23

ილია ჭავჭავაძე · პოეზია

23-ე თავი

და რა იხილა კვლავ იგი მწირმა, დაუცხრა სული აქოთებული და რაღაც ძალით ქალზე კვლავ დარჩა თვალი ტყვექმნილი, გაშტერებული. რად შეემსჭვალა თვალი ამ სახეს? ის სახე ატკბობს, თუ ეოცება? მორიდება ჰსურს და ნეტა თვალი რად ეურჩება და არ ჰნებდება?! დიდ-ხანს დასცქერდა... ნეტა რა სხივი გულს ჩაეფინა ნელი და თბილი!.. ჰძრწის, მაგრამ იგი ძრწოლა რად არის ესოდენ ამო, ესოდენ ტკბილი! აქამდისაც ხომ გული უძგერდა... ეხლა სულ სხვაა მის გულის ძგერა!.. ეხლა მის გული თითქო ებანს სცემს და ისმის ჩუმი ებნის სიმთ ჟღერა. როგორ იწამოს და რა დაარქვას ამ ჯერ არ ცნობილს სიტკბოებასა? თუ ცოდვა არის, ეგრე რადა ჰგავს სულისთვის აღთქმულ უკვდავებასა?

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ილია ჭავჭავაძე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.