prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

განდეგილი — თავი 8

ილია ჭავჭავაძე · პოეზია

მე-8 თავი

დაიძრა მძლავრი, უზარმაზარი, ცაზედ განერთხო და გაიშალა, და იქ, თითქო მტერს შეეჯახაო, ჭექა-ქუხილით დაიგრიალა. შეირყა მთელი ცა და ქვეყანა იმა ჭექით და იმა ქუხილით, ცა აირია, დაბნელდა უცებ და წამოვიდა სეტყვა შხუილით. ქუხვა და ჭექა, ელვა და სეტყვა, არევ-დარევით ღრუბლების სრბოლა, ქართა, აწ გრიგლად რადმე ქცეულთა, ზარით და ზათქით კლდეებში ქროლა, - ესე ყოველნი, ერთად რეულნი, ჰგვანდნენ ცით ვლენილს რისხვას ღვთისასა, თითქო ღმერთი სჯის ქვეყანას ცოდვილს დღეს მას საშინელს განკითხვისასა. ამ დროს ის მწირი სენაკში იყო, ცრემლით ალტობდა ღვთის-მშობლის ხატსა და ხელაპყრობით ევედრებოდა წარწყმედისაგან ქვეყნისა ხსნასა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ილია ჭავჭავაძე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.