prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

განდეგილი — თავი 17

ილია ჭავჭავაძე · პოეზია

მე-17 თავი

„დავრჩენილიყავ, მერე ვინ იცის, გავაღწევდი-ღა ამ ღამეს ბედშავს?.. წავსულიყავ და იმ ბნელაშია კლდე-ღრეში სადმე ჩავიჩეხდი თავს... მაინც გავბედე შინისკენ წასვლა, ვსთქვი, რაც მომივა, დე მომივიდეს! თურმე ნუ იტყვი, გზა ამრევია და მოვსდგომივარ მონასტრის ზღუდეს. ჯაჭვს ზედ წავაწყდი... და მაშინ მივხვდი, რომ აქ მყინვარის მონასტერია, ისიც ვიცოდი მამი-ჩემისგან, რომ მონასტერში ვიღაც ბერია. გახარებული გეძახდი დიდ ხანს, შენც კი კარგა ხანს მე ხმა არ გამე... ვსთქვი, - ვაიმე თუ ვერ გავაგონო და აქ მომიხდეს ვათიო ღამე!.. მაგრამ მიბრალა ჩემმა გამჩენმა და შენამდე ხმა ამოვაწვდინე... სხვა ხომ შენც იცი... ღმერთმა გარჩინოს, როგორც შენ მე დღეს გადამარჩინე”.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ილია ჭავჭავაძე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.