prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

განდეგილი — თავი 4

ილია ჭავჭავაძე · პოეზია

მე-4 თავი

განდეგილა და ამ ყინულებში სულ მარტოდ-მარტო დაყუდებულა და გვამი მისი ცოდვილთ ფიქრთაგან იმ დღიდგან აღარ შეძრწუნებულა. განუდევნია გულიდამ ყველა მსოფლიო ზრახვა, ფიქრი, წადილი, რათა წარუდგეს უფლისა მსჯავრსა სულით განწმენდილ და განბანილი. დღე-და-ღამ ლოცვით, გოდებით, გვემით ხორცი სულისთვის უწამებია, და ვით ჭურჭელი იგი წყმედილი - ცრემლით ურეცხავს, უსოვლებია. დღე-და-ღამ სულთქმა და ღაღადება მოჰფენია კლდეს ყინულისასა, და არ შემწყდარა მუნ ლოცვის ცრემლი, ვითა ღელესა მას გლოვისასა. განყენებული წუთისოფლისგან აქ სული მისი აღყვავებულა, და ხორციელი გულისთქმა ყველა დამარხულა და განსვენებულა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ილია ჭავჭავაძე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.