prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

განდეგილი — თავი 5

ილია ჭავჭავაძე · პოეზია

მე-5 თავი

არ იყო ხნიერ, მაგრამ ვით წმინდანს სულის სიმაღლე ზედ დასჩენოდა, ზედ ეტყობოდა, რომ სული მისი სულ სხვა მსოფლიოს შეჰხიზნებოდა. სახე გამხდარი, კუშტი და მწყრალი სიწმინდის მადლით დაჰშვენებოდა, და მაღალს შუბლსა, ნაოჭად შეკრულს, შარავანდედი გადაჰფენოდა. მისთა მცხრალ თვალთა ღრმა მეტყველება ესოდენ იყო წყნარი და ტკბილი, თითქო მათ-შიგან ჩასახებულა თვით სათნოება, კდემით მოსილი; თითქო ნელისა სიხარულითა სამოთხის ღია კარს შეჰხარიან და სულთან ერთად უფლისა მიმართ სასოებითა მიისწრაფიან. ლოცვით და მარხვით ხორც-უძლურ-ქმნილი ჰგვანდა წმინდანსა იგი წამებულს, მრავალგზით ტანჯულს და ტანჯვათ ზედა ძლევით-მოსილსა და განდიდებულს.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ილია ჭავჭავაძე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.