prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

განდეგილი — თავი 15

ილია ჭავჭავაძე · პოეზია

მე-15 თავი

„მაგრამ რას იზამ? მოდი, გულს უთხარ, - კარგ სანახავზე ნუ ხარ-თქო ხარბი!.. მე იქ გავერთვი... მყინვარმა თურმე უცებ შეიკრა მრისხანედ წარბი. ცა მოიღრუბლა, წამს ჩამობნელდა, მთიდამა ცივი ავარდა ქარი, მოვინდომე ცხვრის გამობრუნება, გვიანღა იყო, ვერ მოვასწარი. უცებ შემემთხვა იქავ ავდარი, სეტყვა ტყვიასებ წამოუშინა, ცხვარი გამიფრთხო, ვერ მივეშველე, ბნელაში ფეხიც ვერ წავდგი წინა. მართლა, უნდობი ყოფილა ეს მთა! უცებ სცოდნია ჩამობნელება, უცებ სამოთხეს ჯოჯოხეთად ჰქმნის, უცებ გიტკბობს და უცებ აფთრდება. ვიშ!.. რად გავტეხე მამის ნათქვამი!.. ახია ჩემზედ, რაც დამემართა! მამის ურჩსაო, გამიგონია, გზა თურმე არსად არ წარემართა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ილია ჭავჭავაძე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.