prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

განდეგილი — თავი 14

ილია ჭავჭავაძე · პოეზია

მე-14 თავი

ბოლოს ჰკითხა მან: - „ვინა ხარ, შვილო? ამ უდაბნოში რამ მოგიყვანა? მერე ამ დროსა, როს ავდრისაგან ლამის წაირღვნას მთელი ქვეყანა?” - „მწყემსი ქალი ვარ... აქ მთის კალთებზედ ცხვარს ვაძოვებდი მამი-ჩემისას, ბალახმა ცხვარი ამოიტყუა და მეც ამოვყევ ფარასა ცხვრისას. ლამაზი იყო ამ დღის საღამო, რა-რიგ ჰშვენოდა მზე დამავალი! შევხედე თუ არ იმ მზეს, იმ ცასა, გავშტერდი ვეღარ მოვსხლიტე თვალი. ღვთის სახესავით გარს შუქმოსხმული მთის წვერზედ დიდი მზე ბრწყინვალებდა და საკვირველი ის სანახავი თვალთანა ერთად გულსა მტაცებდა. სულ დამავიწყდა მამის ნათქვამი: - ნუ ენდობიო, შვილო, ამ მყინვარს, ნახავ, მზე ადგას, უცებ გაწყრება და წამოხეთქავს ციდამ ნიაღვარს.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ილია ჭავჭავაძე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.