prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

განდეგილი — თავი 22

ილია ჭავჭავაძე · პოეზია

22-ე თავი

არ შეჰკადრებს ღმერთს იგი სამდურავს! არ გასწირავს სულს შევედრებულსა! ვით არ იკმარებს ღვთისა კურთხევას, მასზედ გულუხვად მომადლებულსა!.. არა და არა!.. მაშ რამან სძლია და ეს სიტყვა რამ ამოაკვნესა? მიმოიხედა თვის გარს საბრალომ, თითქო მტერს ეძებს შემაცდენელსა. არავინ იყო... ხოლო ცეცხლა-პირს ქალს დაღალულსა მისძინებოდა, და ცეცხლის შუქი მის ტურფა სახეს, ვით საყვარელსა, ზედ დაჰხაროდა. საოცარ იყო მიძინებული იგი სიტურფე, იგი შვენება!.. თითქო მის შექმნას ერთად ცდილანო თვით სიყვარული და ნეტარება. თითქო თვით მადლსა შვენებისასა თვისი საუნჯე აქ დაჰბნევია და ეშხსა, ვითა იადონს ვარდზედ, სული მის ღაწვზედ დაულევია.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ილია ჭავჭავაძე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.