prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

განდეგილი — თავი 18

ილია ჭავჭავაძე · პოეზია

მე-18 თავი

- „მე ნუ მიმადლი, შვილო, შენს დახსნას, ღმერთია ყველას მშველელი, მხსნელი... ღვთით არ-განწირულს ყველგან წინ უძღვის მისი მარჯვენა შემწყნარებელი”. - „შენ კი ეშმაკი, მგონი, გეგონე”. - „ნუ მიწყენ, შვილო, და ნურცა გიკვირს!.. შენვე სთქვი, სხვა ვინ მოხედავს ქვეყნით ერთს დავიწყებულს და განდეგილს მწირს!” - „განა ქვეყნადა შენ არავინ გყავს, ან ძმა, ანუ და, ან ნათესავი?” - „მყვანდნენ... და ყველას გამოვეთხოვე, აქ მოველ და ღმერთს შევწირე თავი”. - „მას აქეთ ბევრი წელიწადია?” - „არ ვიცი”. - „როგორ?” - „არ ვთვლი წელთა-სვლას, მოვშორდი, შვილო , წუთის-სოფელსა და რაღას ვაქნევ იმის ჟამთა-ცვლას!” - „მოშორდი და აქ სულ მარტოკა ხარ?” - „ეგეთი არის, სჩანს, ნება ღვთისა”... - „როგორ თუ ღვთისა? ღმერთს რაში უნდა ამ ყინულებში ყოფნა კაცისა?

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ილია ჭავჭავაძე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.