მე-8 თავი
დაიწყო ძლიერი, უზარმაზარი ქარიშხალი. ის ცაზე გაიშალა და მთელ ცას მოედო. იქ, თითქოს მტერს შეეჯახაო, ჭექა-ქუხილით დაიწყო ხმაური. მთელი ცა და დედამიწა შეირყა ამ ჭექა-ქუხილისგან. ცა უცებ აირია, დაბნელდა და შხუილით წამოვიდა სეტყვა.
ჭექა-ქუხილი, ელვა და სეტყვა, ღრუბლების არეულად სრბოლა, ქარები, რომლებიც ახლა ქარიშხლად ქცეულიყვნენ და ზარითა და ზათქით ქროდნენ კლდეებში – ეს ყველაფერი ერთად ისე იყო არეული, რომ ღვთის ზეციდან მოვლენილ რისხვას ჰგავდა. თითქოს ღმერთი სჯიდა ცოდვილ დედამიწას იმ საშინელ განკითხვის დღეს.
ამ დროს ის განდეგილი თავის სენაკში იყო. ის ცრემლებით ასველებდა ღვთისმშობლის ხატს და ხელაპყრობით ევედრებოდა, რომ ქვეყანა გადაერჩინა განადგურებისგან.