prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება — თავი II

გიორგი მერჩულე · ჰაგიოგრაფია

II. მაშინ ჴელმწიფეთა მათ აღმზრდელთა მისთა და სანატრელმან დედამან მისმან და ერისა სიმრავლემან ინებეს ხუცად კურთხევაჲ ამის ნეტარისაჲ. და ჰრქუეს მთავართა მათ და მშობელმან მისმან: „შვილო, ყოვლად კეთილო და სარწმუნოო ქრისტეს მონაო, აჰა მოიწია ჟამი წინაჲსწარმეტყუელისა დავითის თქუმულისაჲ, რომელსა იტყჳს: „ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა? არამედ უბრალოჲ ჴელითა და წმიდაჲ გულითა“. და აწ შენ გპოვა ქრისტემან უბრალოჲ ჴელითა და წმიდაჲ გულითა და რაჲთა შენ აღხჳდე მთასა უფლისასა და დასდგე ადგილსა წმიდასა მისსა შემწირველად წმიდასა და უსისხლოსა მსხუერპლსა მისსა ღირსებისა შენისათჳს და სასოდ სულთა და ჴორცთა ჩუენთა“.

ხოლო ამას ნეტარსა დაღაცათუ აქუნდა სიყუარული მღდელობისაჲ, შეზრუნდა სიტყუასა მათსა ზედა და შიში დაეცა სიახლისათჳს ჰასაკისა მისისა და ჰრქუა მათ: „აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის“. მაშინ მიუგეს ბერთა მათ მთავართა და ჰრქუეს: „შენ მოგცა ქრისტემან კეთილი მოხუცებულებაჲ გონებისაჲ. და აწ ნუღარა ურჩ იქმნები, არამედ მორჩილ იქმენ ბრძანებასა ქრისტჱსსა და ჰმონე მას მღდელობითა, რომელმან ივნო ჩუენთჳს მღდელმან მან საუკუნემან, და ჩუენ, ყოველნი, გუაცხოვნა“.

ხოლო ნეტარი გრიგოლ დაემორჩილა მათ და ნებითა ღმრთისაჲთა იკურთხა ხუცად ვედრებისაებრ მვედრებელთა მისთაჲსა, რომელ შუენოდავე კრძალულებით საღმრთოჲთა კანონითა ქცევასა მისსა და მარადის წმიდისა სამებისა მართლ-მადიდებლობასა. და ესრჱთ მხიარულ იქმნა სიმრავლჱ იგი ერისაჲ.

მაშინ მთავარნი იგი განიზრახვიდეს ებისკოპოსობასა მისსა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — გიორგი მერჩულე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: nplg.gov.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.