prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება — თავი XV

გიორგი მერჩულე · ჰაგიოგრაფია

XV. მას ჟამსა ნეტარსა გრიგოლს გულმან უთქუა ჴსენებაჲ საბან იშხნელისაჲ და აუწყა ყოველი პირველ ყოფილი ღმრთის-მსახურსა კურაპალატსა. ხოლო მას ვითარცა ესმა, ფრიად განიხარა და მსწრაფლ დაწერა წიგნი და წარავლინნა კაცნი კეთილნი და პატივით უწოდა მას. ხოლო მივლინებულნი იგი მოვიდეს და აუწყეს კურაპალატსა, ვითარმედ არა ჰნებავს კაცსა მას ღმრთისასა მოსლვაჲ აქა. მაშინ ბრძანა კურაპალატმან გზათა იშხნისათა საქმჱ, რამეთუ მახლობელად იყო ჟამსა მას და ჰრქუა ნეტარსა მამასა გრიგოლს: „განუგებელად ვქმენ, რამეთუ წიგნი არა მიწერად გეც. აწ ვითარ წეს-არს, მიუწერე”. და თჳთ კუალად დაწერა წიგნი სხუაჲ და წიგნიცა მამისა გრიგოლისი წარსცა. ხოლო ნეტარი საბან დაემორჩილა მეორედ ბრძანებასა კურაპალატისასა და უფროჲს ხოლო წიგნსა მამისასა.

და მივიდა მათდა სასურველი იგი კაცი ღმრთისაჲ მოსურნეთა მათ თანა. ხოლო კურაპალატი წინა-მიეგება და პატივით მოიკითხა, და მან კურთხევით ულოცა. და ვითარ დასხდეს, ჰრქუა კურაპალატმან წმიდასა მას: „ჯერ-არს ჴელმწიფეთა მორჩილებაჲ, რაჲსათჳს არა მოხუედ პირველსა წოდებასა, წმიდაო მამაო?“. ხოლო მან ჰრქუა: „დიდებულო მეფეო, შენ ქუეყანისა ჴელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე ზეცისა და ქუეყანისა და ქუესკნელთაჲ. შენ ნათესავთა ამათ მეფე ხარ, ხოლო ქრისტე ყოველთა დაბადებულთაჲ, შენ წარმავალთა ამათ ჟამთა მეფე ხარ, ხოლო ქრისტე საუკუნოჲ მეუფჱ და სრული ჰგიეს უცვალებელი, უჟამოჲ, დაუსაბამოჲ, დაუსრულებელი მეუფჱ ანგელოზთა და კაცთაჲ. და უფროჲს შენსა ჯერ-არს სმენაჲ სიტყუათა მისთაჲ, რომელმანცა ბრძანა, ვითარმედ: „ვერვის ჴელ-ეწიფების მონებაჲ ორთა უფალთაჲ“. არამედ აწ სიტყჳთა ძმისა და მოძღურისა ჩუენისა გრიგოლისითა მოვედ წინაშე შენსა“.

ხოლო კურაპალატმან ჰრქუა: „სამართლ არს სიტყუაჲ შენი, წმიდაო, არამედ უმჯობჱს არს განათლებაჲ სულთა მრავალთაჲ სასანთლესა ზედა განბრწყინვებითა შენ, ბრწყინვალისა სანთლისაჲთა. ვითარცა ჰრქუა ქრისტემან მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ ვითარცა მცხინვარებაჲ მზისაჲ განანათლებს ცასა ქუეშე მყოფთა, „ეგრჱთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა“.

ამისა შემდგომად კურაპალატი მივიდა იშხანს და ნეტარნი იგი კაცნი მამაჲ გრიგოლ და მამაჲ საბა თანა. და ფრიად შეუყუარდა კურაპალატსა ადგილი იგი, არამედ რაჲსაღა განვაგრძობ სიტყუათა? ნებითა ღმრთისაჲთა იქმნა საბა ებისკოპოს იშხანსა ზედა, ნეტარისა ნერსე კათალიკოზისა აღშჱნებულსა კათოლიკე ეკლესიასა და საყდარსა მისსა, რომელი წელიწადთა მრავალთა დაქურივებულ იყო. აწ კუალად იქმნა სულიერი ქორწილი და მეორედ აღეშჱნა ამის ნეტარისა მიერ, ხოლო ჴორციელად მოღუაწებითა ღმრთის-მსახურთა მათ მეფეთაჲთა.

და რაჟამს მამაჲ გრიგოლ სტუმრად მიიწიის იშხანს, ეპისკოპოსმან საყდარსა იგი დასჳს, და თჳთ თანა დაჯდის, რამეთუ არა თავს იდვის ურჩებაჲ ნეტარისა გრიგოლისი, ვინაჲთგან მოძღუარ და უზეშთაჱს იგი იყო. და ესრჱთ წარემართა იშხანი კეთილად ვიდრე აქამომდე და უკუნისამდე.

არამედ აწ კუალად პირველსავე სიტყუასა მივიდეთ. რამეთუ

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — გიორგი მერჩულე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: nplg.gov.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.