prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება — თავი XI

გიორგი მერჩულე · ჰაგიოგრაფია

XI. ხოლო პირველითგან მოყუასთა მათ კეთილთა ნეტარისა გრიგოლისათა, თეოდორეს და ქრისტეფორეს, აქუნდა გულსა მათსა საღმრთოჲ შური მონასტრისა შჱნებისაჲ და არა გამოუცხადეს მამასა გრიგოლს განზრახვაჲ მათი, არამედ ფარულად წარვიდეს აფხაზეთს და თანა ძმანიცა ვინმე წარჰყვეს.

და ვითარ მოიწინეს სამცხეს, ბრძანებითა ღმრთისაჲთა ძჱ დიდისა მირეან აზნაურისაჲ დაიმოწაფეს, სახელით არსენი, რომელსა ეწოდა ღირსად დიდი არსენი, ქართლისა კათალიკოზი და მცხეთისა საყდრისა გჳრგჳნი დაუჭნობელი. ხოლო ყრმაჲ იგი მცირჱ იყო ჟამითა, ვითარ ექუსისა წლისაჲ, და სახლსა შინა მამისა თჳსისასა იზარდებოდა. არამედ კაცთა მათ ღმრთისათა განზრახვითა მირეანისითა მოწესეთა სამოსლითა შემოსეს ყრმაჲ იგი და მარჯუენაჲ მისცეს ფიცისაჲ მირეანს და ჰრქუეს: „მოძღუარი ჩუენი გრიგოლ არს, მამაჲ ხაძთელი, და უფალსა თუ უნდეს, ესეცა მოწაფე იყოს მისი ჩუენ თანა სადაცა ჩუენ ვიყვნეთ“, და წარვიდეს აფხაზეთად. ხოლო მეფემან აფხაზთამან დემეტრე, დიდითა პატივითა პატივ-სცა და ადგილსა კეთილსა დაამკჳდრნა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — გიორგი მერჩულე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: nplg.gov.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.