თავი XI
„გავყვე?! რას ამბობ, ჭკვა-თხელო? არ გამივლევენ ახლოს! მარტოკამ უნდა ვიომო, მთელმა ჯარეგამ მნახოს; ვინ ერთგულია, ვინ არა, ქვეყანამ დაინახოს. ქისტებს ორგული ვგონივარ, გამდგარი თავის რჯულიდან. ჰფიქრობენ, ვითომ ჯოყოლამ თავი გაჰყიდა ფულზე, ქისტეთის მოღალატე ვარ, ხელაღებული სულზე; მოაქვთ და ცოცხალს მადებენ საფლავის ქვას გულზე.“ ამას ამბობდა ჯოყოლა, თან აბჯარს ისხამს ტანზე: წელზე შემოიბა ფრანგული (ხმალი), თოფი გადიგდო მხარზე. ქისტს არ მოსდის ჯიშად მუზარადის (ჩაფხუტის) დადგმა თავზე. მარტოკა მიდის ცალ მხარეს, თავდადებული ცდაზე. მტრის დასახვედრად სხვებიც შემოეფინნენ მთაზე.
XII