თავი X
– X –
სალობერიძის სახლიდან ქვედურეთამდე ჩვენს მგზავრებს საკმაოდ შორი გზა ჰქონდათ გასავლელი. როდესაც სოფელში შევიდნენ, მზე უკვე ჩადიოდა. არისტომ ცხენი გააჩერა ერთ ჩამონგრეულ ღობეში ჩადგმულ წნელის ჭიშკართან.
– ღვთის წყალობით, მივაღწიეთ! – წამოიძახა მან და ცხენიდან ჩამოხტა.
პლატონიც ჩამოხტა.
– აქაა? – იკითხა მან.
– აქ გახლავთ, აქ, – რაღაც მტრული ტონით თქვა არისტომ, – აქ გახლავთ... აი, იმ ქოხში უფროსი ძმა შევიდა დროებით... ამაში კი საშუალო და უმცროსი არიან... ეი, მასპინძელო! – დაიძახა არისტომ, როდესაც ჭიშკარი შეაღო და ეზოში შევიდნენ.
– მე შენ გეტყვი, ხმას ვერ გააწვდენ თავიდან ბოლომდე, ისეთი დიდი, გაშლილი ეზო აქვთ ამ დაწყევლილებს... პატრონს ჩაბარდნენ, თუ რა დაემართათ, რომ არავინ ჩანს! – ჩაილაპარაკა წინ მიმავალმა არისტომ.
ოდის კუთხიდან თავსაფარწაკრული ქალის თავი გამოჩნდა და მაშინვე მიიმალა. მერე იქიდანვე გამოხტა წვივებგატიტვლებული, პერანგა ბავშვი, შეჩერდა, უცებ მიტრიალდა, სახლის კუთხეს ამოეფარა და იქიდან დაუწყო ცქერა მოსულებს.
– ეწყინათ ჩვენი მოსვლა ამ უგუნურებს?! – ჩაილაპარაკა არისტომ და მზად იყო კიდევ ერთი-ორი გინება მიეძღვნა მასპინძლისთვის, რომ აივანზე გამოჩნდა თმაგაჩეჩილი, ლამაზი სახის, ახალუხზე ღვედშემორტყმული, გაშლილი ჩოხით ყმაწვილი კაცი და სტუმრებისკენ წამოვიდა.
ეს იყო უმცროსი ბრეგაძე, სერაპიონი.
– პლატონ სამანიშვილი გახლავთ!.. სერაპიონ ბრეგაძე!.. – პირველი მისალმების შემდეგ გააცნო ერთმანეთი არისტომ.
– მობრძანდით, ბატონო! – მიიპატიჟა სერაპიონმა მოსულები. – ეს ცხენები მე მომეცი, არისტო!
– ჩემო სერაპიონ, აქედანვე უნდა გამოგიტყდე, რომ ამაღამ თქვენს იქით გზა აღარ გვაქვს... ვეღარსად წავალთ და, თუ ძმა ხარ, ცხენებისთვის საკვები გვიშოვე, შენი ჭირიმე! – უთხრა ბრეგაძეს არისტომ.
– დიახ, ბატონო!.. რამდენიც გნებავთ... დიახ, ბატონო! ჯერ აგერ დავაბამ და მერე მე თვითონ მოვუვლი... სახლში მობრძანდით!
– დავითი შინაა?.. – იკითხა არისტომ სერაპიონის უფროსი ძმაზე.
– არ გახლავთ... საღამოს გეახლებათ... სხვაგან საქმე ჰქონდა...
– კარგი დაგემართოს, – ჩაილაპარაკა არისტომ და თან გულში დაუმატა: „აბა, საქმეს დაჩქარება უნდა იმ მხეცის მოსვლამდე, თორემ მერე დროსაც ვეღარ ვიშოვი, მამიდაჩემს სიტყვა ვუთხრა“. – მამიდაჩემი რას შვრება, ჩემო სერაპიონ?
– რას იზამს... კარგადაა... აგერ თავადაც მოდის!
მართლაც, ოთახიდან აივანზე გამოვიდა ხნიერი ქალი, ჩამოირბინა კიბე და იხვივით მობაჯბაჯებდა არისტოსკენ, თან თავსაფარს ისწორებდა და თან გაიძახოდა:
– შენი ჭირიმე... შენ დაგენაცვლა მამიდაშენი ელენე, შენ! ჩემო გვრიტო და მალხაზო... ძლივს არ მოვესწარი კიდევ შენს ნახვას! შენი ჭირიმე, შენი, შენი! – და სიხარულით გაცეცხლებული ქალი ეხვეოდა თავის ძმისწულს და მხურვალედ კოცნიდა. – არ გრცხვენია, ბიჭო, ასე რომ მიმივიწყე?.. ასე უნდა მამიდის დავიწყება?.. ასე?..
– ახლა ხშირად გნახავ, მამიდაჩემო... უფრო ხშირად!.. სტუმარი მოგიყვანეთ, მამიდა, სტუმარი – აზნაური პლატონ სამანიშვილი, ბეკინა სამანიშვილის შვილი! ძალიან სასიამოვნო სტუმარი! – ეშმაკური ღიმილით დაასრულა არისტომ სიტყვა.
ხნიერი ქალი უცებ მიტრიალდა, თავი დაუკრა პლატონს, ხელი ჩამოართვა და თანაც მოიბოდიშა:
– ღმერთო მომკალი! სიხარულმა გამომაჩერჩეტა მე უბედური, თვალები როგორ ამება მე უბედურს, მობრძანდით; სახლში მობრძანდით, ნუ მიძრახავთ, ჩემო ბატონო!
– რას ბრძანებთ, ბატონო! – მიუგო პლატონმა, – რატომ წუხართ მაგის გამო...
– დავიწყებული ვყავარ, ჩემო ბატონო, სულ დავიწყებული! ერთხელ წელიწადში როგორ არ უნდა გნახოს შენიანმა?
– გამხნევდი, მამიდაჩემო! ახლა უფრო ხშირად გნახავ-მეთქი, აკი გითხარი.
– უწინაც მპირდებოდი, მაგრამ...
– ახლა აღარ მოგატყუებ, შენ არ მომიკვდე! – სიცილით მიუგო არისტომ.
– ნეტავ მაგას მოვესწრებოდე და!
– კი მოესწრები!..
სერაპიონს კიდევაც გაუკვირდა არისტოსგან ეს დაჟინებული სიტყვა და უნდობლად მისჩერებოდა ამის მთქმელს, რადგან ვერ მიმხვდარიყო ნათქვამის მნიშვნელობას.
პლატონი კი დაკვირვებაში იყო გართული. ეს ქალი ნამდვილად არ იყო ურიგო. თავისი ასაკის მიხედვით სასიამოვნო შესახედაობა ჰქონდა. მართალია, ეტყობოდა, გამოსვლის წინ უმარილი წაესვა პირზე, თვალების უპეები სულ ამოთეთრებული ჰქონდა ამ საცხებლით, მაგრამ მაინც მისი ლამაზი, წითური ლოყები თვალში მოხვდა პლატონს. და თქმა არ უნდოდა, რომ ბეკინა ვერ დაიწუნებდა ამ ქალს. რაც მეტს აკვირდებოდა პლატონი, თანდათან რწმუნდებოდა, რომ გულკეთილი, კარგი ადამიანი უნდა ყოფილიყო. ამას იგი ქალის სახეზე ნათლად კითხულობდა. ამასთან, სალომესგან ამისი ქება რომ ახსენდებოდა, მისი უშვილოსნობა, რომ ორი ქმრის ნაყოლი იყო, რომ მას შეეძლო მისი ლუკმის დაცვა განუყოფლად, პლატონის გული სიხარულით ივსებოდა, მეტი სიამოვნებისგან აჩქარებით ფეთქავდა და სიყვარულიც ეღვიძებოდა ამ ადამიანის მიმართ. ამ უკანასკნელი გრძნობით, თუმცა ჯერ გამოუთქმელით, მას სურდა ამთავითვე თავისკენ მიემხრო ეს ქალი, მიემხრო და ნამუსზე შეეყენებინა, რომ მასაც სიყვარულისთვის სიყვარულითვე ეპასუხა და არა ბოროტებით.
– ჩანს, მართლაც ღმერთი მწყალობს! – გაიფიქრა კმაყოფილმა პლატონმა.
მიპყრობილი თვალით იგი ცდილობდა არისტო მიეხვედრებინა, რომ მას მოსწონდა მამიდამისი, რომ იგი თანახმა იყო და სურდა, რაც შეიძლება მალე დაეწყნარებინათ მისი აფორიაქებული გული თანხმობის სიტყვის გაგონებით. იგი ისეთმა მოუთმენლობამ შეიპყრო, ისეთმა მოუსვენრობამ შეიპყრო, თითქოს ვისიმე შიში ჰქონდა, მოცილე არ გამოჩენოდა, ვინმეს არ წაერთმია ეს მოხუცებული ქალი, ხელიდან არ გამოეგლიჯა მისთვის ასეთი ძვირფასი არსება.
არისტო ადვილად მიუხვდა, რასაც პლატონის თვალები ეუბნებოდნენ. მისთვის პლატონის ნიშნები არ იყო აუცილებელი. კი, მართალია, ამით საქმე ადვილდებოდა, მარტივდებოდა, თორემ მის გულში საქმე გადაწყვეტილად იმ წამიდან მიაჩნდა, რაკი პლატონს ამ ეზოში ფეხი შემოადგმევინა; იმ წამიდან, რაც უნდა უარზე დამდგარიყო პლატონი, არისტოს გადაწყვეტილებით, იგი იძულებული გახდებოდა, – ამას მოახერხებდა არისტო, – უსათუოდ დედინაცვლად მიეღო მამიდამისი. მაგრამ რაკი პლატონმა ქალი მოიწონა და თანახმა ხდებოდა, მას საქმე უადვილდებოდა. ამით შეხალისებული არისტო მიზეზს ეძებდა, რომ მამიდამისი ოთახში შეეხმო და გამოეცხადებინა მისთვის მათი მოსვლის მიზეზი.
ეს მით უფრო საჭირო იყო ახლავე ექნა, რადგან დავითი სახლში არ იყო და მეთვალყურე უფრო ნაკლები ეგულებოდა.
ის იყო არისტომ ამის შესრულება დააპირა, რომ აივანზე გამოვიდა დავითის ცოლი, ნუჩია, ახალგაზრდა, სახეგამხდარი ქალი, თითქმის ტიტველა, ძუძუთა ბავშვით ხელში. მან სტუმრებს ხელი ჩამოართვა და ხმაამოუღებლად მიუჯდა კუთხეში, პატარა, დაბალ სამფეხა სკამზე.
– ბატონი ძალიან გემდუროდათ, რომ არ ნახულობდით, – მიმართა არისტოს ნუჩიამ, ჩვეულებრივი მისალმების შემდეგ.
– ახლა საქმე ისე მაქვს, რომ ახლა აღარ ვათქმევინებ მაგნაირ საყვედურს ჩემზე! – მიუგო არისტომ.
– კარგი დაგემართოთ!
– მაგასაც ვნახავთ! – თქვა ელენემ.
– აგერ ნახავ! – თქვა არისტომ და მერე უცებ დაამატა: – უკაცრავად ვარ, ჩემო სერაპიონ, ცხენებისთვის რომ გთხოვე... ახლა ხომ დაღამდება და...
– ახლავე, ჰა, ახლავე! – წამოდგა სერაპიონი და ქვევით ჩავიდა.
– მამიდაჩემო, ეს ლეკურ-ხანჯალი შემინახე შენ, – წამოდგა არისტო და შევიდა სახლში; მას თან შეჰყვა მამიდამისიც.
არისტომ ჩამოიხსნა ლეკური და გადასცა ელენეს; ახლა ხანჯალს რომ იხსნიდა, კარებისკენ თვალებდაჭერილმა, დაბალი ხმით ელენეს მიახალა შემდეგი სიტყვები:
– მამიდა, იმ ყმაწვილს დედინაცვლად უნდიხარ, იცოდე, და აქედანვე მითქვამს შენთვის, არანაირად უარი არ გამოვა!
– ასე მასხრობაში უნდა გაატარო, შე მოუსვენარო, შენი სიცოცხლე?.. – მიუგო ხნიერმა ქალმა.
– შენ არ მომიკვდე, მე შენ არ გეხუმრებოდე!.. შენ არ მომიკვდე!.. კარგი ოჯახი, კარგი მამული... სახლი, კარი, პატიოსანი აზნაურები... ჭარმაგი მოხუცებული... არც ისე მოხუცებული მაინცდამაინც!
– სუ, შე უსარგებლო, სუ! გეყოფა... სხვა რამეზე იხუმრე... შენ გენაცვალე, სხვა რამეზე... ღმერთო მომკალი!..
– კი არ გეხუმრები, საქმეს გეუბნები და მომისმინე! ღმერთი გამიწყრეს, თუ გეხუმრებოდე, შერცხვენილი ვიყო, თუ პირდაპირ ამაზე არ ვიყოთ მოსული. არ დაიჯერებ კიდევ? ამ მხეცების ხელში რომ ხარ, მებრალები და ღმერთმა ხსნა გაღირსა და ეს არის... – და არისტო მოუყვა სამანიშვილების ამბავს ელენეს, აქებდა მათ, თუმცა თვალითაც არ უნახავს მათი ცხოვრება; პირდებოდა, რომ სულ აღარ მოგშორდები, რაკი სამანიშვილისას მიგიყვანო, ათასნაირად ლამაზად უხატავდა ახალ ოჯახში ცხოვრებას.
– გზა არ გაქვს, გზა, უარი თქვა! რას ამბობ?! კარგი ოჯახი, კარგი სასმელი, კარგი საჭმელი, ყველაფერი ბევრი... მე სულ შენთან ვიქნები, მეტი რა გინდა კიდევ? არა, უარის თქმა სრულიად შეუძლებელია... სრულიად შეუძლებელი! ლაპარაკი საჭიროც აღარაა. შენ არ მომიკვდე! – გადაწყვეტით ამბობდა არისტო.
ამნაირი უცნაური, მოულოდნელი ამბის გაგონებისას ხნიერი ქალი ხან „უიმე“-ს იძახდა, ხან შეჰკივლებდა გაოცებული, ხან აჩუმებდა თავის ძმისწულს, ხან რას ამბობდა, და ყოველივე ეს სიზმარივით ეჩვენებოდა საწყალს. მას სრულიად არ სჯეროდა ძმისწულის სიტყვა, ასე რომ არისტოს გულიც მოუვიდა ბოლოს, რომ ამ ქალს ვერაფერი შეასმინა. ძლივს, როგორც იქნა დააჯერა, რომ მართალს ეუბნებოდა, რომ მთხოვნელი სახლში ჰყავდა მოსული და დარწმუნებულმა, რომ ხუმრობა აღარ იყო, ელენემ უნებლიეთ ამოიხვნეშა და უნებურად წამოსცდა:
– ვინ გამიშვებს აქედან, შვილო?
– რატომ?
– ხარჯი დაჭირდებათ... თავს ვერ ირჩენენ და ამნაირი საქმისთვის რა მოეძებნებათ?
– ჩემს კბილებს!.. მაგათ ხელში, რომ მოვკვდე, მაინც არ დაგტოვებ, რაკი ამნაირი საშუალება მეძლევა... რას დავეძებ მაგათ? კისერიც უტეხიათ!..
– რას იზამ, შვილო?.. რას მოუხერხებ?..
– რას ვიზამ? რას ვიზამ და მოგიტაცებ – ამას ვიზამ!
– უიმე... უიმე!.. – და პირზე ხელი მიიფარა ელენემ. – უიმე!.. ჩემი გამოჭენება გინდა ამ მოხუცებულობის ხანში?.. უიმე! უიმე! აჰ! არ თქვა, მაგ!.. არა, არა! შენი ჭირიმე!.. ასე გავატარებ გაძაღლებულად ჩემს სიცოცხლეს... არაფერს არ დავეძებ, შენ დაგენაცვლე! – აწრიალდა იგი.
მაგრამ არისტო თავისას არ იშლიდა. გადაწყვეტით გამოუცხადა, რომ უსათუოდ უნდა წაჰყოლოდა სამანიშვილს, გამოუცხადა მოტაცებაც როგორ უნდა მოეხერხებინათ: ელენე ესტუმრებოდა ერთ თავის ნათესავს, საიდანაც წაიყვანდნენ და ჯვარს დასწერდნენ ბეკინაზე. არისტო ხმის ამოღების ნებასაც არ აძლევდა მოხუცებულ მამიდას, რომლის გონებას რაღაც ბურანი შემოხვეოდა ყოველი ამ გაგონილისაგან.
ამასობაში კი აივანზე დარჩენილი ნუჩია და პლატონი, თუმცა თითო-ოროლა სიტყვით შეენაცვლნენ ერთმანეთს, მაგრამ საუბარი მაინც ვერ გამოაწყვეს და მათ ელოდათ მეტად მძიმე, უხერხული მდგომარეობა, ხმაგაკმენდით სხდომა, როცა მათდა ბედად ბავშვმა ტირილი დაიწყო და ერთი წამის შემდეგ ისეთი ყურთასმენის წამღები ჭყვირილი მორთო, რომ ნუჩია იძულებული გახდა ამდგარიყო და სტუმარი გაეთავისუფლებინა ბავშვის შემზარავი წივილისგან.
მარტოდ დარჩენილმა პლატონმა პირი ეზოსკენ მიიბრუნა და იქაურობას დაუწყო თვალიერება.
ჩამოწოლილ ბინდში ახლა კიდევ უფრო გულდასაწყვეტი შეხედულება მიიღო აქაურობამ, ვიდრე პირველ დანახვაზე ჰქონდა. პატარა ხრიოკი, დაფერდებული ადგილი, აქა-იქ ჩამტვრეული ღობით შემოვლებული; ფერდობზე მიკრული, წინიდან ბოძებზე შეყენებული პაწაწინა ოდა, რომლის აივანზე იჯდა ახლა პლატონი; ცოტა მოშორებით გლეხური სახლი, ალბათ, უწინ სამზარეულოდ ხმარებული, რომელიც უფროს ძმას გადაეტანა და რომელშიც ახლა ცხოვრობდა თავის ცოლ-შვილით, – ეს იყო ის შენობები, რაც ამ ეზოში ჩანდა. ღობის გადაღმა მოჩანდა ისლით დახურული, ერთიმეორეზე მიკრული გლეხის სახლები; ქვევით, დაბლობში მოჩანდა დანარჩენი სოფელი, როგორც ეტყობოდა, ღარიბი, გაჭირვებული.
წინათ მიყუჩებული, მიჩუმებული სოფელი თითქოს ახლა შეხალისდა, გამოიღვიძაო; ვიწრო გზებში დაღმართიდან ერთი ჟრიამულით მოერეკებოდნენ საქონელს, ისმოდა უკან მომდევარი მწყემსების ყვირილი, საყვედური. სახლების ბუხრებიდანაც აქა-იქ კვამლმა იწყო ამოფრქვევა.
თითქოს ამ პატარა ქოხშიაც სიცოცხლემ გაიღვიძაო. პატარა გოგომ ჩაფით წყალი მოარბენინა; მერე, ეტყობოდა ცეცხლიც დაანთეს და, რამდენიმე ხნის შემდეგ, გაღებული კარიდან მკაფიოდ მოისმა მჭადის მცხობელის ხელების პარტყა-პურტყი. პატარა თავშიშველა და ფეხშიშველა შვიდი-რვა წლის ბიჭმა, პარკით გვერდზე, სახრით ხელში, შემორეკა ეზოში რამდენიმე სული საქონელი; ამას უკან შემოჰყვა გრძელწვერა, შეხსნილი ახალუხით, ძელით მხარზე, ღვედში ნაჯახგარჭობილი კაცი, რომელმაც ერთი გაჯავრებით შეჰყვირა ბავშვს, როცა საქონელი ქოხისკენ გაეშურა; ბავშვი გაიქცა და ისევ აქეთ გამორეკა პირუტყვი. მოჰკრა თვალი თუ არა აივანზე უცხო კაცს, იმწამსვე ოდის უკან მიიმალა. ეს კაცი იყო დათია ბრეგაძე. ცოტა ხნის შემდეგ, ქოხის მახლობლად, გადასასვლელზე გადმოაბიჯა მხარზე შეშა გადებულმა მეორე კაცმა, – ეს უფროსი ბრეგაძე იყო. მან კარებთან დააგდო ტვირთი, მოიხედა ოდისკენ, მიაჩერდა პლატონს და სახლში შევიდა.
– ის ვინაა, აივანზე რომ ზის? – უსიამოვნოდ, წარბების შეხრით შეეკითხა დათია ცოლს, რომელიც ცეცხლს ანთებდა ოდის უკან გადმოხურულში, რაც სამზარეულოს მაგივრობას უსრულებდა ამ ოჯახს მას შემდეგ, რაც ანტონმა სამზარეულო სახლი გაიტანა შიგ დასადგომად, სრულ გაყოფილობამდე.
– რა ვიცი, ვიღაც სამანიშვილიაო... არისტომ მოათრია! – მიუგო სერაპიონმა.
– არისტომ?! ეგ ოხერი კიდევ მოეთრა?! რა უნდაო?..
– რა ვიცი, რა უნდა!.. დაწანწალობს, სხვა რა ენდომება!.. რა მოვიდა, სულ იმას იძახის, რომ ახლა უფრო ხშირად ვივლიო... მამიდამისს არწმუნებს...
— ღმერთო ჩემო! მე იმას აქ დავასახლებ?! ორივეს კარიდან გავაგდებ! რა გვარია ის კაცი?
— სამანიშვილი, ბატონო, სამანიშვილი... რამდენი კითხვაა! — გაბრაზებულმა მიმართა ნუჩიამ. — ვახშამი გვჭირდება ახლა...
— რა ვახშამი უნდათ მათ? — დაიწყო დათიამ.
— ახლა მაგას მომიყევი კიდევ! — გააწყვეტინა სიტყვა ცოლმა.
— აბა, რა! რაც მაქვს, ის ჭამონ, იმასაც კარგად მიირთმევენ! არა, ღმერთმა დამიფაროს, ძროხას დავუკლავ ახლავე!
— ჰო, მშრალი ჭადი და ლობიო მიუტანეთ! იმ უცხო კაცის მაინც უნდა მოგერიდოთ, თქვენ, დალოცვილებო! ასეთი თავის მოჭრა, ასეთი გაჭიანურება არ გამიგონია მე! წადი, ბატონო, — მიუბრუნდა სერაპიონს ნუჩია: — წადი, ბიჭო, და ერთი ქათამი, როგორც იქნება, მონახე და დამიჭირე... არ შეიძლება ასე!
— სად მოვნახო ახლა ამ სიბნელეში! სულ ორიოდე წიწილაა, არც კი ვიცი კარგად, რომელ ხეზე სხედან!
— აი, იქაა ქათმის ბუდეზე, აი, იქ, ეჰ! — ანიშნა ნუჩიამ. — წადი, ღვთის გულისათვის! მერე უფრო გაგიჭირდება.
სერაპიონი მიბრუნდა და ზანტად, ბურტყუნით წავიდა ქათმის ბუდისკენ.
— დედა, ჭადი მინდა მე! მშია! — მივიდა დედასთან ახლად დაბრუნებული სამწყემსურიდან დათიას შვილი.
— მოიცადე, შვილო! ვერ ხედავ, აგერ რამდენი საქმე მაქვს?! დათია, შეუმატე ამ ცეცხლს, შე კაცო!
— მშია მე, რა მოვიცადო!
— დაგამშიათ ღმერთმა! — შეუტია ნუჩიამ, რომელმაც ახლახან ჭადებისათვის ფქვილს წყალი დაასხა ხის თეფშზე. — დაგამშიათ ღმერთმა! ჰა! შენ თვითონ არ შეგიძლია, რომ მონახო და ჭამო?! აი, შეგარცხვინა ღმერთმა! — და ნუჩიამ შვილს გადმოუგდო ცივი ჭადის ნატეხი; მერე უცბად მიბრუნდა, წამოავლო პატარა დოქს ხელი, გაუწოდა იგი პატარა ბიჭს, რომელიც მადიანად ჭამდა ცივ ჭადს და უთხრა:
— მალაქიასთან გადაირბინე, ვარლამია, და უთხარი, დედა შეგეხვეწა-თქვა, ჩემო მალაქია, ეს ერთი დოქი ღვინო გამომიგზავნე-თქვა და მე ვიცი შენი პატივისცემა-თქვა... ჩემო მალაქია-თქვა, ძალიან შეგეხვეწა დედა-თქვა... უთხარი, რომ უცხო სტუმარი მოუვიდა-თქვა. ჰა, დროზე ქენი, დროზე, ჩემო ვარლამია!
ბავშვმა გამოართვა დოქი და დედის დამტკბარ სიტყვაზე შველივით მოკურცხლა.
— ნელა, ბიჭო, დოქი არ გატეხო! — მიაძახა ნუჩიამ.
როდესაც არისტომ მამიდასთან საუბარი დაამთავრა, აივანზე გავიდა და პლატონს ჩუმად, მხიარული ხმით უთხრა:
„საქმე ერთ წამში მოვაგვარე, ერთ წამში... საწყალი მოხუცი ქალი კინაღამ ჭკუიდან გადავიდა! ხა, ხა, ხა! მაგრამ იმედია, შენ მათსავით არ შემიშლი ხელს ნათესავებთან სიარულში! რა თქმა უნდა!“ – და არისტომ მოუყვა, თუ როგორ უნდა დაესრულებინათ მათ თავიანთი საქმე.
„ქვრივის წილის შემდეგ ბიძაჩემს, ივანეს, ამოვაღებინებთ... საქმის გასაკეთებელი ფულის ნახევარი იმან წაიღოს, ნახევარი შენ! რა გენაღვლება... მაგათ კი არ შევარჩენ!“
„ჰქონდეთ, ჰქონდეთ! ცოდვაა, არაფერი გააჩნიათ!“
„რას ვეძებ! მე რა კარგი მახსოვს მათგან!“
ეზოდან რაღაც ხმაური მოისმა... აგერ ქათამმაც გაირბინა, მას უკან ძაღლი მისდევდა დასაჭერად. აგერ კაცის ფეხის ხმაც მოისმა, რომელიც მირბოდა.
„ეს ოხრები, თავი ნუ მომიკვდება, ახლა სადილისთვის ქათამს დასდევენ! სად იყვნენ აქამდე?! ვაი თქვენს პატრონს, თქვენს პატრონს!“ პლატონ, სანამ ესენი ქათამს იჭერენ, ერთი ცხენებს დავხედავ ჩუმად, თორემ დარწმუნებული ვარ, ერთ ღერ ჩალასაც არ მისცემენ და ხვალ, შენი მტერი იყოს, ისე იქნებიან!“ – თქვა არისტომ, ფეხაკრეფით ჩავიდა კიბეზე და სიბნელეში გაემართა იქით, სადაც ცხენები ეგულებოდა.
ქათამს ისევ დასდევდნენ დასაჭერად და ამიტომ არისტო ფრთხილად მიდიოდა წინ, რომ არავინ შეხვედროდა.
უეცრად რაღაცამ გაისისინა ჰაერში და არისტოს მძიმედ მოხვდა ჯოხი მარჯვენა კუნთში.
„არ მომკლა ამ ვირმა!“ – გაბრაზებით წამოიძახა მან და იქვე დაეცა მიწაზე გულშეწუხებული. „აი, თქვენი რჯული, აი, თქვენი!.. ოოოჰ! ოოოჰ! ნუთუ არ მომკლეს ამ ურჯულოებმა ერთი პატარა ქათმის გამო?! ოჯახი ამოგივარდათ! ოჰ, ჰო, ჰო!“ – ტკივილისგან მიწაზე წრიალობდა არისტო და ორივე ხელით იზელავდა კუნთს. „თქვენ დაგწყევლოთ ღმერთმა, თქვენ შეგაჩვენოთ დამბადებელმა! ვის გაუგონია ღამეში ჯოხებით ქათმის დევნა! ყველაფერში უვარგისები, ყველაფერში!“
ახლა ეს ქათმის დევნა ეზოს მეორე კუთხიდან მოისმოდა. არისტო წამოდგა და კოჭლობით მაინც ცხენისკენ წავიდა.
„თითქოს განგებ ჩემთვის ესროლა ამ შეჩვენებულს!“ – გაეცინა თვით არისტოს. „ძალიან არ გაუხარდება, რომ გაიგოს!“
და მან გადაწყვიტა, რაც შეეძლო, ძალა დაეტანებინა თავისთვის, დაეძლია ტკივილი და მასპინძლისთვის, მათდა სასიხარულოდ, არ გაეგებინებინა ეს ამბავი.
ცხენებს მართლა არაფერი საჭმელი არ ჰქონდათ, იდგნენ საცოდავად, ხეზე თოკით მიბმულნი. არისტომ თავი გააქნია, გულში მუშტი ჩაირტყა მუქარით და უკან გამობრუნდა მასპინძლის მიმართ გინებითა და ლანძღვით.
აივანზე რომ ამოვიდა არისტო, პლატონი იქ აღარ დახვდა; ის დათასთან საუბრობდა ოთახში. მათ შეუერთდა არისტოც. ეს უკანასკნელი, ძალიან ცუდ ხასიათზე დამდგარი, ისეთი ტონით ელაპარაკებოდა დავითს, რომ პლატონი შიშმა აიტანა – ვაითუ რაიმე კამათი მოხდეს ამათ შორისო. მაგრამ რაღაც ხერხებით დავითი მოთმინებით იტანდა არისტოს გადაკრულ სიტყვებს, უყურადღებოდ ტოვებდა მათ და ამის წყალობით ვახშამმაც მშვიდობიანად ჩაიარა და მშვიდობიანად დადგა დასვენების დროც.
სტუმრები ცალკე დააწვინეს ოთახში; დავითი თავის ცოლთან ერთად და მათთან ელენეც მეორე ოთახში დაწვნენ; სერაპიონმა გარეთ, აივანზე, დაიგო საწოლი.
ორივე ჩვენს მგზავრს მალე ჩაეძინა, მაგრამ ისევ გამოეღვიძათ ბავშვის ყვირილ-წივილზე, რაც მეორე ოთახიდან ისმოდა. ეტყობოდა, რომ ის მალე არ დაწყნარდებოდა და უფრო უმატებდა ჭყივილს დედისა და მამის გაბრაზებით „სუ“-სა და „ჩუ“-ს დაძახებაზე.
„გაგლიჯა! გაფხრიწა!“ – ეუბნებოდა აქედან მოთმინება დაკარგული არისტო. „არ გადარჩენა... ყველასი!“
„კარგი, კაცო! გაიგონებენ!“ – აჩუმებდა პლატონი.
„გაიგონონ! ვაი და ვუი ყველას! რა დამაძინებს, თუ გიყვარდე, ამ ჯოჯოხეთში?!“
მაგრამ დაღლილობამ მაინც დასძლია და ცოტა ხნის შემდეგ არისტოსაც და პლატონსაც ტკბილად ეძინათ, თუმცა ბავშვი კიდევ დიდხანს ჭირვეულობდა.