ნაწილი 1
რას მიკეთებდით, რა გინდოდათ ჩემგან? რითი ვგავდით ერთმანეთს? თქვენ მდიდრები და ძლიერები თამაშობდით, ჩვენ კი ვტიროდით და სახეს ცრემლებით ვიბანდით.
რუსთაველი
ეს არის ჩემი სისხლი, რომელიც თქვენთვის და მრავალი ადამიანისთვის დაიღვარა, ცოდვების მისატევებლად და სიცოცხლის სატანჯველად.
შალვა გორდელიანმა ცოლად შეირთო იოჰანეს ვახერერის ქალიშვილი, მატილდა.
ქართველის გატაცებისა და გერმანელის თაყვანისცემის შედეგად, მეთერთმეტე თვეზე ქალიშვილი დაიბადა.
სახელად ელი დაარქვეს.
(მისი ნათლობის სახელი – ძველებური ელპიდა – საბუთებში დარჩა და დიდედას ლოცვანში ჩაწერილი, არავის უხსენებია).
იმ წელს ქართულ სილამაზეს სხვა არაფერი შემატებია. თბილისი ისევ ძველებურად სევდიანი და მომხიბვლელი იყო; მყინვარი ისევ ახალგაზრდა დარაჯივით იდგა, თეთრი საბურველით თავშემოსილი; ფაფარ-აწეული შავი ზღვა ციხისძირს მარგალიტივით შხეფებს აყრიდა; ვარდ-მაისი არ შორდებოდა ქუთაისს. ზურმუხტისფერ ცას კი ალაზნის ველი ხალიჩასავით ეფინებოდა. დიდი ხნის წინ იყო დაწერილი „მერანი“, „აჩრდილი“ და „ელგუჯა“; ხალხი სიტყვა-სიტყვით კითხულობდა, ეალერსებოდა, ხელისხელ აგოგმანებდა შოთას შემოქმედებას და ამით თვრებოდა. დაიბადა ელი; სხვა არაფერი შემატებია იმ წელს ქართულ მშვენიერებას.
მატილდას, გერმანელ ქალს, რომელიც თბილისში მუსიკის მასწავლებლად იყო მოწვეული, თავისი მიდრეკილებებითა და ნაცნობებით ოჯახში ხელოვნების კულტი და მისი საფუძვლიანი ცოდნა შემოჰქონდა.
შალვა, დიდი მხედრის შვილი და თვითონაც მხედარი, საკუთარი და მამის ძველი მეგობრებისა და ნათესავების დახმარებით, ქმნიდა მხედრულ სულს, რომელიც საერთო განვითარების გამო შენელებული იყო.
უკანა ოთახებში კი კავკასიონის მთებიდან ჩამოყვანილი ძიძა-გამზრდელი ზღაპრებისა და თქმულებების ფერად ხალიჩას ქსოვდა.
ინსტიტუტმა ფრანგული ენა დაუმატა მის განათლებას.
თანატოლებმა – ცეკვა და მოხდენილი მოძრაობა.
გასათხოვარი ელი პირველად გამოჩნდა ომში დაჭრილთა სასარგებლოდ გამართულ მეჯლისზე.
სხვათა შორის, იქ იყო უზარმაზარი ქონების პატრონი, მოხდენილი, ზრდილობიანი, განათლებული, ყველასგან მოწონებული, გრაფი ვლადიმერ ანდრეის ძე ბორენკოვი.
ის ფრონტიდან საიდუმლო საქმეებისთვის იყო გამოგზავნილი, თავში ხმლით დაჭრილი და წმინდა გიორგის ორდენით დაჯილდოებული.
რაღაც განსაკუთრებულად უკრავდა როიალზე, უბადლოდ ცეკვავდა. ნათესავების, ნაცნობებისა და მეგობრების აღტაცებამ მამაც ჩაითრია და გათამამებული ელი ამ უცხოს გაჰყვა.
ჯვრისწერა მოხდა.
მცირე საუზმის შემდეგ, რომელიც სადილად გადაიქცა, შეზარხოშებულმა საზოგადოებამ ეტლებით, ავტომობილებით, კარეტებით და ზოგმა ტრამვაით თბილისის სადგურს მიაშურა და ჟივილ-ხივილით, ღიღინით დაიკავეს სალონ-ვაგონი.
უმრავლესობა აქ დაშორდა.
ვაგონში სუფრა იყო გაშლილი.
დანარჩენები მეორე სადგურზე გამოეთხოვნენ.
სუფრას მაინც უსხდნენ მეფე-დედოფალი (ახალდაქორწინებულები) და გრაფის ათასეულის ოთხიოდე ოფიცერი.
სუფრა გაუტკბათ – ვერ შორდებოდნენ.
ჭიქა – ჭიქაზე.
ელის არ მოსწონდა ეს გაუთავებელი სმა, მაგრამ თავაზიანად იჯდა.
– ქალბატონი დაიღალა. – დაისვენოს. – შენიშნა ერთმა.
– აბა, აბა, აუცილებლად დაისვენოს: ჩვენ ისეთი ბარბაროსები ვართ, რომ ერთი-ორი ჭიქა კიდევ გვწყურია.
– ჩემო კარგო, თუ დასვენება გინდა, დაისვენე, ნუ მოგვერიდები, – და ქმარმა ხელზე აკოცა.
– მართლა დავიღალე, მაპატიეთ, – ელი გავიდა.
მთელი ეს ამბავი არ მოსწონდა.
დაწვა.
მსახური გაუშვა.
მცირე ხნის თვლემის შემდეგ ათასგვარი შთაბეჭდილების სიმძიმემ (მთელი ბოლო კვირის, დღის – მზადებამ და ღამის – მომავალზე ფიქრმა) დააძინა:
ახალგაზრდა ოფიცრები სვამდნენ და სვამდნენ: ვაგონებში შემოდიოდა ნაცნობებისა და უცნობების ახალ-ახალი ჯგუფი და ულოცავდა.
ქმარს ცოლი მოაგონდა.
შევიდა მასთან და როცა საბნით ოდნავ დაფარული ქალი დაინახა, აღტაცებით შეჩერდა – ისე უნაკლო იყო ქალის სხეული.
დაუბრუნდა ამხანაგებს.
ჩუმად დალია სავსე ჭიქა.
– გამოგაგდეს, ვალოდია?
– ისეთი მშვენიერებაა, რომ...
– მინახავს უკეთესიც!..
– ტყუი, აი წამოდით, ყველას... ყველას გაჩვენებთ, რა ღვთაებაა...
– მოიცადე... სირცხვილია!.. – ოდნავ შენიშნა ერთმა.
– ეს ჩემი საქმეა... ოღონდ ფეხაკრეფით, – ენის ბორძიკით უპასუხა ქმარმა.
შევიდნენ.
ქმარი ლოგინის თავს მიადგა; სხვები მოშორებით დადგნენ; დანარჩენები მორიდებით, კარებიდან უყურებდნენ.
ქმარმა სრულიად გადახადა საბანი.
– ეს მესმის!
– ამას მეც შევირთავდი!
– რა ფეხებია!..
ქალს გამოეღვიძა.
– რა ამბავია, რა მოხდა? – გაცოფებული წამოხტა და საბნით ტანი დაიფარა.
მაყურებლები მიიმალნენ.
– არაფერი... ამხანაგებს გაჩვენე შენი თავი.
– რა საძაგლობაა!.. გამშორდი! – ელიმ ინსტინქტურად მოსასხამს დასტაცა ხელი.
მოიხურა და კარებისკენ გაიქცა.
მოულოდნელად მატარებელმა უჩვეულოდ იკივლა და გაჩერდა.
ელი გასასვლელს ეძებდა.
იპოვა.
ქუდის გარეშე, ფეხშიშველა ჩამოხტა ვაგონიდან, ველისკენ გაიქცა, მაგრამ ლიანდაგის იქით მოაჯირშემოვლებული ხრამი დახვდა და ჩაჯდა.
ვაგონის დერეფანში სხვა სული ტრიალებდა.
მატარებელს შემოხვეოდა მზეზე დამწვარი, გაშავებული, გამტვერიანებული, მშიერი, მთვრალი, ფრონტიდან დაბრუნებული ჯარისკაცების პირველი ბრბო.
– ჩვენც წაგვიყვანეთ! – უფრო მშვიდად მოითხოვდა ერთი.
– წაგვიყვანენ მაშ! თორემ გადმოვყაროთ ეს მუქთახორები!..
ხერხითა და დაპირებით მატარებელი გააპარეს.
ჯარისკაცების ყურადღება კი უნებლიედ მიიპყრო დაცარიელებულ სივრცეზე მჯდომმა ქალმა.
– ეს გოგონა მაინც დაგვრჩა...
– თუ გაგვიძლო! – ხარხარებდა მეორე.
ელის წინ გროვდებოდა მზეზე დამწვარი, გაშავებული, გამტვერიანებული, მშიერი, მთვრალი ბრბო;
ერთმანეთს აჩერებდნენ, ყველას კი თავში უნდოდა მოქცეოდა.
და ვერცერთი ვერ ბედავდა პირველი ხელის შეხებას.
– გადავვარდები ხრამში, თუ კიდევ წამოიწევთ! – ძლივს წამოიძახა დასუსტებულმა ქალმა.
– ე, რა სისულელეს ამბობ! გვიწუნებ თუ?! შენს ოფიცრებს ჩვენ ვჯობივართ, ღმერთმანი.
– ე, რას მისჩერებიხართ მაგ ქალს – გაიხედეთ! კიდევ მატარებელი მოდის, ახლა მაინც აღარ გაუშვათ... ჩვენ თვითონ შევიდეთ, თორემ მოგვატყუებენ...
– ქართველის ხმაა! – გაუელვა თავში გონებადაკარგულ ელის.
და... გაიგონა ფუჩუნი:
– ნუ გეშინია, გამომყევი სწრაფად.
ახლოს აღარავინ ჩანდა, შორს კი ცეცხლმოკიდებულ საწყობებსა და იქვე გაჩერებულ მატარებელს შორის ჩუმად, თითქოს დარცხვენილები არიანო, მიმორბოდნენ ჯარისკაცები.
ელი და უცნობი ხიდის ქვეშ ტალახში მიდიოდნენ.
– სად მივდივართ?
– აქვეა სადგური, საბარგო მატარებელში ჩაგსვამ, ხმა არ ამოიღო და როგორმე თბილისს მიგიყვან, ოღონდ ფრთხილად და ნუ გეშინია.
დამტვრეულ რკინებს შორის, რაღაც ტომრებზე დიდი ხნის რყევის შემდეგ, თვალღია ძილისა და ცხადი სიზმრების შემდეგ, უცნობმა ელი ვაგონიდან გადმოიყვანა და დახეული ფოსტალი გაუწოდა:
– ჩაიცვით... იერონიმე შვინდაძე, ნუ დამივიწყებთ...
– ამ გადარჩენისთვის – არასდროს!..
პირველ შეხვედრილ ეტლში ჩაჯდა და მამის სახლში გამოჩნდა.
– რა დაგემართა, შვილო? მაგრამ კითხვაც აღარ ღირს... ის, ის, არამზადა.
ორ სიტყვით აუხსნა.
და მერე ოთახში ჩაიკეტა.
მთელი ღამე და შემდეგი დღე ფიქრობდა, თვლემდა, კიდევ ფიქრობდა.
და როცა გამოვიდა, ისეთი მშვიდი, მხიარული სახე ჰქონდა, რომ მამას გაუხარდა შვილის სევდის გადალახვა და ეწყინა უბედურების ადვილად გადატანა, სირცხვილის არაფრად ჩაგდება.
– შვილო, აქ ბოდიშის მოსახდელად იყო ზაალი, დახმარება ვერაფერი გაუწიაო, იქ ყოფილა მატარებელში, მაგრამ...
– მამა, ამ ამბავზე მეტს თავის დღეში ნუღარ ვილაპარაკებთ... – შეაწყვეტინა ელიმ სიტყვა. – ეს იყო რაღაც სულელური ფარსი, რომელშიც არც მე ვარ დამნაშავე და არც შენ... გთხოვთ, ჩვეულებრივ პასუხსაც ნუ მოსთხოვ, თუ ვინმემ დაგიწყოს ლაპარაკი, რა მიზნითაც არ უნდა იყოს, დასაწყისშივე მოსპე... გუშინწინდელი დღე-ღამე არ ყოფილა!.. ახლა კი წავიდეთ თეატრში.
– უხერხულია...
– ძალიანაც მოხერხებულია... წავიდეთ, თორემ მარტო წავალ.
საღამოზე იყვნენ.
26 მაისმა დააქორწინა ელი და სახალხო გვარდიის ასეულის უფროსი იერონიმე შვინდაძე.
მამა გახარებული იყო.
გორდელიანის ძველი გვარი მაინც არ დაიკარგება... შვილიშვილს გიორგის დაარქმევს და ის იქნება გიორგი იერონიმეს ძე გორდელიანი. მხოლოდ „შვინდაძე“ დაემატება, ამისთვისაც მადლობა უფალს!.. ყოველ შემთხვევაში, სჯობს მისი შვილიშვილი იწოდებოდეს „გიორგი გორდელიანი-შვინდაძე“, ვიდრე „ბორენკოვი“. ვინ ოხერია ეს ბორენკოვი, საიდან მოთრეული!.. და თან რა ზნის, რა ჩვეულების!..
– რა ვქნა, მამა, არ მომწონს იერონიმე.
– სახელი არც მე მომწონს, შვილო, მაგრამ რა ვქნათ, ჩვენია მაინც.
– არა, მამა... ვერ მოუვლის ოჯახს, მე ამაზე გეუბნები.
– ყმაწვილია, გამოიცდება.
– სულელია, მამა და რა ეშველება?
– რა დაიჟინე, ქალო, რამ გაასულელა!
– წარმოიდგინე, მუდამ მიმტკიცებს, რომ მისთვის მე და ყოველი სხვა ქალი ერთია.
– შენც უთხარი, შენ და ყოველი ვაჟი ჩემთვის ერთია-თქო და გაქვითდებით.
– შენ ხუმრობ, მამა, ჩემი წინათგრძნობა ცუდი ნიშანია...
– გარწმუნებ, თუ შეგნიშნა, რომ სხვა ვაჟისკენ ერთი კეკლუცად გაიხედე, ბრაზით გაგიჟდება.
– ეჰ, მამა, მამა, განა მარტო ეს მაწუხებს?! არა, ვერ მოვთავსდებით, ვერ მოაწყობს ცხოვრებას...
– შვილო, ცხოვრებამ ერთხელვე შეგაშინა და ამიტომ ვერ დამშვიდებულხარ...
ღმერთია მოწყალე, დრო ყველაფერს გამოასწორებს.
* * * * * * *
მილიციამ სამსახურში მყოფი სარდალი სცემა;
სახალხო გვარდიელებმა თამასუქზე მომჩივან-მოპასუხე გაასამართლეს და ცოლ-ქმარი განაქორწინეს...
სადღაც დაიკარგა შაქრის მთელი საწყობი, ვერც გაიგეს, სად წავიდა.
ვიღაც ასისთავი ზღვაში მილიონობით ბონს ყრიდა თევზებს, – თქვენც ჭამეთ ჩემი ფულიო.
ძაღლებს მოკლული ადამიანების ცხედარი მიუგდეს.
და აღშფოთებული პუბლიცისტი ყვიროდა, ძაღლებს მაინც ნუ გაუფუჭებთ ზნესო...
ტყვე ოსებს მთავრობის წარმომადგენელი „ინტერნაციონალურ პროლეტარიატზე“ ესაუბრებოდა.
ელი გვრიტის ღუღუნივით ეუბნებოდა ქმარს:
– გული ცუდს მეუბნება, კარგად არ დამთავრდება. მიხედე ოჯახს, დღე-დღეზე შვილი გვეყოლება, მოვლა დასჭირდება, შენ კი... რაც ხდება, სულს ვერ ეგუება... უშველეთ რამე...
* * * * * * *
იერონიმე მიიმალა.
გამოჩნდა.
* * * * * * *
მამა-შვილი ისევ ობლად დარჩნენ.
ელის ბავშვი ეყოლა.
გაუჭირდათ.
გაჰყიდეს, დააგირავეს უსაჭიროესიც კი...
ელის მხოლოდ მედალიონი დარჩა გულზე...
* * * * * * *
მძიმედ დატვირთულ ურემში შებმული, ცალ თვალზე ბრმა ცხენი სასოწარკვეთილი უყურებდა ქუჩიდან ქვაფენილზე გადმოსრიალებულ და ჭიშკარზე მიმდგარ ავტომობილს;
გაბოროტებული შოფერი ამაოდ აყვირებდა საყვირს:
მეკარე არ ჩნდებოდა.
გამვლელები შეიჯგუფნენ.
აქ იყო მწერალი, ღია ჩასაწერ-წიგნაკით, რომელიც ახალ სტილსა და ახალ შინაარსს ეძებდა – ის.
უნებურად გაჩერებულებს თავს აბეზრებდნენ შიშველი ბავშვები, „ძია, კაპიკი მომეციო“-ს ძახილით და თან ჯიბეებისკენ აცეცებდნენ თვალს...
აქ გაჩერდნენ მაღალი, გამხდარი ინგლისელი და ახალგაზრდა ქალი.
ქალი მიმზიდველად იყო ჩაცმული.
წითლად შეღებილ ტუჩებსა და ღრმად ამოჭრილ ქოშებს შორის თვალს იზიდავდა შავი ხავერდის მცირე ნაჭერში მეტად ამოღებული დეკოლტე და გამჭვირვალე ხორცისფერი წინდები.
ორივე ღიმილიან საუბარში იყო ჩართული.
ქალი ალბათ შეზარხოშებული იყო ვაჟის ვნებიანი გამომეტყველებით.
კეკლუცობდა, სწრაფად ლაპარაკობდა და პატარა სარკეში იხედებოდა;
ვაჟი ქალის მადიან ამოხედვაზე თეთრ, გრძელ, დასაკბენად გამზადებულ კბილებს აჩენდა.
– ა, ელი, სად დაგვეკარგე? – მიუბრუნდა ქალი მეზობლად გაჩერებულ ქალს.
– დავრბივარ, – ოდნავ ნაღვლიანი ღიმილით უპასუხა მოსულმა და შეუმჩნევლად დაათვალიერა ქალ-ვაჟი.
„ახალი საქმრო“, – გაუელვა თავში.
გზა გაიხსნა და გამვლელები დაიძრნენ.
– შემოდი, ნუ დაგვივიწყებ! – მიაძახა ქალმა.
– თუ მოვახერხე...
ინგლისელს სახეზე ყოფილი ღიმილი გაეყინა:
უცნობი ქალის ხმამ მიიზიდა, თვალმა მოხიბლა, თმამ გააკვირვა.
– ვინ არის ეს თქვენი ნაცნობი?
– მოგეწონათ?
– არა!.. ამიტაცა... მაგრამ ვინ არის?
– ჩემს მეტოქეებს მე გზას არ ვუკეთებ, – ეშმაკური ცქერით უპასუხა ქალმა.
ინგლისელმა განზე გაიხედა და ქუჩის მეორე მხარეს გადამავალი იგივე ქალი დაინახა... მისი მოძრაობები მოეწონა.
– წამოდით, რაღა! – ვითომ გაუბრაზდა ქალი.
– გამაცანით!
– დოღი გავმართოთ ახლა ამ ქუჩებზე?
– მაშ დამპირდით, რომ გამაცნობთ...
– ხომ გითხარით, მეტოქეებს ხელს არ ვუწყობ-მეთქი... და თანაც გმირებს არ აცნობენ, თვითონ ეცნობიან, – იხუმრა ქალმა.
– მართალია! – თუმცა დაუდასტურა თანამგზავრმა, მაგრამ გულში წყენამ გაჰკრა.
რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ ინგლისელმა მოიბოდიშა, დაიხარა, ქალს ხელზე აკოცა და სწრაფი, გრძელი ნაბიჯებით მოსახვევში შეუხვია.
ქალს უნდოდა დაეზვერა უეცრად ჩამოშორებული თანამგზავრი, მაგრამ შერცხვა და გზა განაგრძო, გულში კი ფიქრობდა... „ნუთუ მას გაეკიდა?.. მერე რა?.. ხომ ვერ გაეცნობა“?..
როცა ინგლისელი, ჯონ ჰექსლეი, იმავე მოსახვევში შევიდა, სადაც ქალი მიიმალა, ჯიბიდან ამოიღო დურბინდი და ქალს ძლივს მოჰკრა თვალი.
დაწევა არ გასჭირვებია.
– ბოდიშს ვიხდი, ქალბატონო, – გადაჭარბებული ზრდილობით მიმართა ვაჟმა, – მე მჭირდება ფრანგულის კარგად მცოდნე, გასამრჯელოზე მოვრიგდებით... შეიძლება თქვენი იმედი მქონდეს?
ქალმა მცირე გაოცების შემდეგ სიხარულით უპასუხა:
– დიდი სიამოვნებით... ეს აუცილებლად თინოს უნდა უმადლოდეთ, რომ გირჩიათ.
– დაგამახსოვრდით, რომ ქალბატონთან ერთად შეგხვდით?
– როგორ არა!.. ჩვენში უცხოელები ისე იშვიათია, და თან თქვენ ისე მაღალი ხართ...
– მეტი არაფერი?! ცუდი კომპლიმენტია...
ქალმა უხერხულობა იგრძნო, მაგრამ გამოსწორება ვერ მოახერხა.
– ეს არაფერია, ქალბატონო, მაგრამ სად შეიძლება მოგელაპარაკოთ?
ქალი სრულიად დაიბნა.
– მე მოვალ თქვენთან... სამუშაო გამომიგზავნეთ... მე აი, აქვე ვდგავარ, მეორე შესახვევი # 14.
– ნება მიბოძეთ, თქვენთან შემოვიდე, მე ბევრი მექნება საქმე და ერთხელვე რომ მოგელაპარაკოთ.
„სად? სად შევიყვანო ახლა?“ - ფიქრობდა ელი. - „დალაგებული კი დავტოვე, მაგრამ ვინ იცის, მამა რას აკეთებს.“
სტუმარი მიდიოდა და ელიც უნებურად მიჰყვებოდა.
„სახლში არ შემოხვიდეთ-მეთქი, ხომ ვერ ვეტყვი... თანაც, რა სისულელეა, სხვები ხომ შემოდიან.“
ოთახი ძალიან უხერხული იყო.
სტუმრის ყურადღება კედელზე შეჩერდა:
– ეს თქვენი სურათია, ხომ?
– დიახ! აღარ ვგავარ, არა?
– ძალიან შეცვლილხართ... რამდენი წლის წინ არის გადაღებული?
– მეხუთე წელია... ინსტიტუტის დამთავრების დროს გადამაღებინა დედამ.
„ჩონჩხითაც კი ვიცნობ სილამაზეს,“ - ვაჟკაცური სიამაყითა და სიამოვნებით უთხრა თავის თავს ჰექსლეიმ.
* * * * * * *
თინოს დაასლოკინა.
– „ვინც გამიხსენებს, მას ია, ვინც გამიხსენებს, მას ვარდი, შვიდი წლის ციებ-ცხელება კი შენს ცუდად გამხსენებელს!“ - მშვიდად მიმართა ბებიდამ.
– ჰა, ჰა! - გაიცინა თინომ.
– იცინე, იცინე, ასე შევულოცავდით და უდარდელად ვცხოვრობდით.
– შელოცვაზე მეტად, ბები, ერთი მანეთი გამომადგება... პუდრი გამითავდა.
– მოგცემ, შვილო, იყიდე ის წყეული, მაგრამ ხვალ რას შეჭამ?
კავალრები ისე როგორ დაკარგავენ სინდისს, რომ საკონდიტროში მაინც არ დამპატიჟონ, და სადილი ლორიგან-კოტის ჭირის სანაცვლოდ იყოს... მაგრამ შენ რას იზამ?
– მე არაფერია, შვილო, ოღონდ შენ არ დაჩაგრულიყავი... კავალრების იმედით სიარული კი არ მომწონს, რა ვქნა, შვილო, არ მომწონს... ღმერთმა კარგი ქნას!
* * * * * * *
– უი ქა! (ახლა ფრანგული აღარ დასჭირდა) შეხედე, შეხედე, ბები, ჩვენს ელის!
რამხელა ავტომობილში გაჭიმულა და მიქრის. - წამოიძახა ფანჯარაზე მიყრდნობილმა თინომ.
– საწყალი, - უპასუხა მოხუცებულმა თავშლიანმა ქალმა, - ისიც საეჭვო გზას დაადგა.
– საწყალი მაგის მამაა, „მოფილოსოფოსე კავალერისტი“ - ხა! ხა! ხა! თორემ ელის რა უჭირს... ეტყობა მიქრის კავკავისკენ... აქამდე თუ მივიდოდა, ეს კი არ მეგონა.
ჰექსლეი! ჰექსლეი!
– ხასობა (საყვარლობა) სანატრელი გახდა?! - ჩაიკვნესა თავშლიანმა.
– ჭკვიანი კაცის ხასობა არ სჯობს სულელის შვილობას?
– შენ გსურს თქვა „მდიდრის“ და არა ჭკვიანის, თორემ ჭკუით ჩვენი შალიკო არავის ჩამოუვარდებოდა.
– ისემც ღმერთი უშველის! მთელი ქონება რომ „შესწირა“, „დაარიგა“, აბა როგორ ეგონა?
ნაწილი 2
– მაინც ხომ წაართმევდნენ? – დიახ, მან თავისი მამული „გაიღო“ და „დაარიგა“, შვილს კი „წაართვეს“ – ხა! ხა! ხა! ბედნიერი ელი დადის ქვეყანაში... ჩვენ კი ამ საბურთალოს მტვერს გვიტოვებს... – თინიკო, იცხოვრე, როგორც გინდა, ოღონდ ეს სიტყვები მაინც ნუ მესმის! – მოხუც ქალს უნდოდა ბოღმის გასაქარვებლად სხვა ოთახში გასულიყო, მაგრამ რადგან მეორე ოთახი აღარ ჰქონდათ, მივიდა კუთხეში მდგარ თავის საწოლ ტახტთან. სასთუმალიდან გამოიღო პატარა ყუთი, რომელიც ოდესღაც სადაფით იყო მოჭედილი და „ცხრაკლიტულიანი“ იყო. შიგნით დაიწყო ფათური დაყვითლებულ წერილებს, ძველ ჟამნებს, დონდუკოვ-კორსაკოვის ბალზე მიღებულ იაპონურ მარაოსა და ქმრის, მყიდველებისთვის უსარგებლო მედალ-ჯვრებს შორის...
* * * * * * *
ელის უეცარი გაქრობის ამბავი თითქმის ამით დასრულდა. საერთაშორისო ომის ნარჩენებსა და სამოქალაქო ბრძოლის მოვარდნილ ქარბორბალაში ცხოვრებისგან მოწყვეტილმა ბუმბულმა ვერ გაძლო.
მერსედესი მიქროდა.
ელის იზიდავდა, ხიბლავდა, ათრობდა:
მოჭრილი პურის ყვითელ ხალიჩაზე ძნებად დალაგებული კონები.
არშიით შემოვლებული მთების მარმაში, თავისუფლად დაშვებული, როგორც თეატრის სიმეტრიულად დანაოჭებული ფარდა.
ხეებისგან გაცრცვნილ, გამწვანებულ მთების წვერზე ბოხოხად დარგული ქოჩორა ხეივანი.
ფერად ზოლებად დაყოფილი ველები.
ტელეგრაფის მავთულებზე რიგებად, როგორც მოსწავლეები – ქანდარაზე, უხმოდ ჩამომჯდარი ფერადი ჩიტები.
და ეს უთვალავი, ყოველი მხრიდან გადმომცქერალი, ზოგი მტირალი, ზოგი კი კლდეებად ქცეული ნანგრევები კოშკების, ციხეებისა და ეკლესიების...
ქალს თვალები დაეღალა.
ქვეცნობიერების მივარდნილ სამზარეულოში მაინც ღვიოდა დამამშვიდებელი ნაზი სევდა, უსიტყვო ფიქრი.
ფიქრების შედეგად თუ თავში გაირბენდა სიტყვების ნაწყვეტები, ისინი მხოლოდ არსებითი სახელები და ზმნები იყო, საოცარი ფორმებით... ტვინს განმარტებისთვის არ ეცალა. „მამას“, „წყაროს ფეხი“... „შვილზე“... „მოკლეს“... „გარყვნილიაო“...
„ვინ იფიქრებდა“... „კი... ჰო!“ „სულ ერთია“... „საცოდავი“... ელის ყურს მოხვდა გარკვეული სიტყვები:
– ეჰ, წაგვიყვანდეს ერთი!
მიიხედა.
გზაზე იდგა რამდენიმე გლეხი (ცელებით ხელში) და შურით უყურებდა მიმქროლავ მანქანას.
ელიმ ავტომობილი შეაჩერებინა და ხელი დაუქნია.
მცელავები გაკვირვებით ერთმანეთს გადახედეს, მორიდებით მიდიოდნენ, მაგრამ უკან დახეული ავტომობილიდან რამინო გადმოხტა, კარები სწრაფად გააღო და თავაზიანად მიიპატიჟა.
მუშები ჩასხდნენ, მაგრამ უხერხულად გრძნობდნენ თავს. – საით მიდიხართ? – ჰკითხა ელიმ.
– აქ იჯარით გვაქვს თივის მოჭრა აღებული და დაგვიგვიანდა... შორიდან მოვდივართ.
– აბა, გაუჩქარეთ, – უბრძანა ელიმ შოფერს. ზედმეტმა სისწრაფემ ახლად ჩამჯდარნი შეაშმუშნა...
ერთმანეთს დაუწყეს ცქერა.
ოთხი ცელი ელვარებდა ჰაერში, როგორც ელისთვის გამზადებული ჩაფხუტი.
– ასეთი ვაჟკაცები ხართ აქაურები და რამ შეგაშინათ?
– აქ რა ვაჟკაცობა გაგვივა, ქალბატონო, – უპასუხა მოხუცმა, – თორემ აი ეს ბიჭი, მარტო მიდის დათვზე სანადიროდ, ათი კი ჰყავს მოკლული.
ახალგაზრდას, რომელსაც მოხუცმა მიუთითა, მხოლოდ წვერ-ულვაში ჰქონდა მოკლე, ქორფა და ყორნის ფრთის ფერი, თორემ თითქმის ისეთივე დანაოჭებული იყო სახე და ისეთივე სევდიანი თვალებით გამოიყურებოდა, როგორც დანარჩენები;
– ნუ გეშინიათ, ისე მიგიყვანთ, რომ ფრჩხილი არ გეტკინებათ. აი, მე ხომ მშვიდად ვზივარ.
– ცოდნა უნდა, ბატონო, ცოდნა, თორემ საშიში ქვეყნად არაფერია...
„ესენი არიან ის საშინელი გლეხები“... – გაიფიქრა ქალმა, „ტყუილია! მამაც ასე ამბობდა, ზრდილობიანი, ნამუსიანი, მშრომელი ხალხიაო“.
ელიმ არ იცოდა, რა ეთქვა. უნდოდა კი მათთან საუბარი. თვალში მოხვდა გაშლილი ცელები.
– არ მეგონა, თუ აქ მამაკაცებმა თიბვას მოჰკიდეთ ხელი? აქ ხომ მუდამ მხოლოდ ქალები მუშაობდნენ.
– არა, ქალბატონო, ჩვენ წინათაც ვმუშაობდით. თქვენ რომ ბრძანებთ, ის გადაღმა მხარეზეა.
ერთმა გლეხმა თანამოსაუბრეს გვერდი ჰკრა და თვალით ანიშნა:
– რა იყო? – შეეკითხა ელი.
– ჩვენ უკვე გავცდით ჩვენს ადგილს.
– რა ვუყოთ მერე?.. გაისეირნეთ კიდევ.
– არ გვცალია, ქალბატონო, თორემ როდის მოგვიხდება კიდევ ჩაჯდომა!
– მშვიდობით! გამარჯობა! – ელის ნაღვლიანი თვალები დარჩა მუშებზე.
– გმადლობთ, ღმერთმა გადაგიხადოთ!!..
* * * * * * *
კავკავში ჩასვლისთანავე ელი ტელეფონით გამოიძახეს.
შეშინებული მივიდა ქალი მანქანასთან.
– მე ვარ, ელი, რა გნებავთ?
– კარგად იმგზავრეთ, ხომ?
– გმადლობთ, კარგად, ვინ მელაპარაკება?
– ჰექსლეი... ძალიან მოხარული ვარ...
– ხომ არაფერი მომხდარა?
– არა, არაფერი... გთხოვთ, რამინო გამოუშვათ. ხვალ საღამოს უკანვე დავაბრუნებ.
– რად გჭირდებათ? უეჭველად რაიმე მოხდა...
– გარწმუნებთ, სრულიად არაფერი. ხვალ ჩემი მეგობარი ჩამოვა ბათუმიდან, რომელიც კავკავში უნდა წამოვიდეს და არ მინდა ნაქირავებ ეტლში იჯანჯღავოს...
თქვენ კი მანდ ყველაფერს აგისრულებთ პატივცემული დიასახლისი. – კარგი! – ელის მაინც რაღაც ცუდად უგრძნობდა გული.
– გთხოვ, რამინოს უბრძანოთ, ტელეფონთან მოვიდეს.
ამ სიტყვებმა უფრო დააეჭვა ქალი და ცდილობდა (რცხვენოდა კი სხვების ლაპარაკის მოსმენა) გაეგო, რაზე ლაპარაკობდნენ მოსაუბრენი, მაგრამ რაღაც უცნაური ბგერები მოესმა, კითხვით კი ვერ ჰკითხა მსახურს.
* * * * * * *
– გმადლობ, რომ მომისწარი: ხვალ დილას ექვს საათზე მზად უნდა იყოს ავტომობილი და საპარადო ტანსაცმელი! – მიმართა ლოგინში მწოლარე ჰექსლეიმ ახლად შემოსულ რამინოს.
– არ იქნება საჭირო. – ჩვეული სიდინჯით და გარდუვალის დაბეჯითებით უპასუხა რამინომ.
– რატომ?
– დუელი არ შედგება...
– შენ საიდან იცი, რომ დუელი მაქვს?
– ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ხდება რაიმე დუელის მსგავსი.
– კარგი და დუელი რატომ არ შედგება?
– ბატონი გორდელიანი არ არის ისეთი კაცი, რომ დუელი ისურვოს.
– აკი გამომიწვია...
– ეს იყო აღშფოთების პირველი წუთი... ძველი ჩვეულება იყო მისი წრის მოთხოვნილების დაკმაყოფილება, მაგრამ აწონ-დაწონის, განსჯის, გაარჩევს და დარწმუნდება, რომ უადგილოა აქ დუელი...
„მგონი, მართალს ამბობს რამინო“, – გაიფიქრა ჰექსლეიმ, – „მოფილოსოფოსე“ ნევრასტენიკი აჯობებს ყოფილ კავალერისტს“.
– შეიძლება, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ.
რამინომ ჩვეულებისამებრ თავი დაუკრა თავაზიანად, დინჯად და გავიდა.
მცირე ხნის შემდეგ რამინო შემოვიდა და მოახსენა:
– შალვა გორდელიანი.
ეს კი მოულოდნელი იყო; ეს კი ყველაფერს აღემატებოდა.
ჰექსლეი ყოყმანობდა, მაგრამ სასწრაფოდ ჩაცმა დაიწყო და რამინოს უპასუხა:
– მობრძანდეს.
მისაღებ ოთახში ჰექსლეის დახვდა ფერმკრთალი, სუსტი, მოქანცული შალვა;
ძალიან გაფართოებული, ამღვრეული და მწუხარე თვალები; უდარდელად ჩაცმული
ტანსაცმელი ლაზათს არ იყო მოკლებული; ხელოვნურად დაუწყობელი თმა-წვერულვაში ბუნებრივად შნოიანად დალაგებოდა.
შალვა ძლივს ადგა.
ჰექსლეი ელოდა.
– მე მოვედი გითხრათ, რომ დუელი არ არის საჭირო!..
– თქვენ ხართ ინიციატორი.
– ვიცი... ფორმალური მხარე შესრულდება... თქვენ არავინ გაგამტყუნებთ...
ჩემი სეკუნდანტები განაცხადებენ, რომ გამოწვევა მე თვითონ მიმაქვს უკან... მე მოვედი მხოლოდ სათხოვნელად... როგორ შეიძლება ასეთ შემთხვევაში თხოვნა ან სიტყვის უკან წაღება?!
მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ სისულელეა!..
შალვა ადგილზე გადაქან-გადმოქანდა, მაგრამ ფეხების შორი-შორს გადგმამ და ნებისყოფამ შეამაგრა.
– დარწმუნდით, რასაც კი მთხოვთ და შემიძლია... – გულწრფელად მიუგო ჰექსლეიმ.
– თუ შეგიძლიათ... უეჭველია, მოუვლით ელის.. ცოდვაა, კარგია... მაგრამ ამ წინადადებით აქ ჩემი მოსვლა არ არის საჭირო, უადგილოა... უკაცრავად! – შალვა კარებისკენ წავიდა.
ჰექსლეი გაჰყვა.
– ჩემი მხრივ, ნება მიბოძეთ გაგახსენოთ, რომ თქვენ მოვალეობა გაწევთ შვილისა და საკუთარი თავის წინაშე...
– ვიცი, მე ვალდებულებებით ვარ დატვირთული, როგორც ვირი მისთვის უსარგებლო მარილით... – მწარე ღიმილმა ყბა-ტუჩი დაამანჭა.
შალვა სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა, თუმცა ტერფები ეწებებოდა ქუჩას და გზას გადიოდა მიხვევ-მოხვევით, კლაკნით ისე, როგორც შოთას ძველი სიტყვები („მაგრამ დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი“) იკლაკნებოდა მის ტვინში.
* * * * * * *
ალვის ხის ხეივანში, ჩუმ ტბასა და თერგის დუდუნის შუა, იქ სადაც ძეწნას მოწყენილი ტოტები ფართო ჩრდილს ჰფენდა, ელი უსმენდა საკუთარი სევდის ხმას და კითხულობდა საყვარელ შელის.
ფარშავანგის ვნებიანი წივილი აკრთობდა.
ბამბის ქულასავით თეთრი ფინია ფხიზელ, სუსტ და აბეზარ დარაჯად ედგა.
რამინო თითქოს ელის გულში უზისო;
პირველი ასრულებდა, რასაც მეორე მოისურვებდა;
რამინომ გამოსძებნა თაგვისოდენა ფინია და მანვე ნიანგის ტყავში ჩაასმევინა სასურველი წიგნები.
* * * * * * *
ელიმ და ჰექსლეიმ კავკავშივე გადაწყვიტეს ზამთარი მიუნხენში გაეტარებინათ, სადაც სოფლური სიმშვიდე შეერთებულია მსოფლიო ქალაქის კულტურასთან და სადაც ხელოვნების საიდუმლოებები მრავალ გასართობს უმზადებენ და საუცხოვო ჩარჩოდ ევლინებიან ქალ-ვაჟს.
პირდაპირ არ წასულან საზამთრო ბინისკენ: ჰექსლეიმ გზა მოგზაურობად აქცია:
ელიმ პირველად ნახა რუსეთის თვალუწვდენელი ველები. იგემა ვოლგის მშვიდ ტალღებზე ხომალდით რყევა.
დაათვალიერა ლევ ტოლსტოის „Ясная поляна“ და „მეფე ზარა“, „მეფე ზარბაზანი“. სკანდინავიის სალ კლდეებს, ფიჭვნარსა და ჩქერებს გადაჰხედეს და ბერლინ-პარიზში ფეხი მოიკიდეს მცირე ხნით.
არეულ შთაბეჭდილებებში უნდა გაქნილიყო ფიქრი წარსულზე და ჰექსლეიმ მიზანს მიაღწია. ელის აჩრდილად აღარ დაჰყვებოდა თბილისის გეგმა, მამის უცნაურობა, ბავშვის ალერსი...
იყო პროპელერის ხმაური, გვიდო რენის (ბეატრისა ჩენჩის) სურათის სილუეტები, ახალი ოპერის ჰანგები, ყავახანის მოცეკვავეთა გიჟურ რხევასთან გადაბმული, და საილუსტრაციო ჟურნალების გროვა და...
და ჰექსლეის უსაზღვრო, ნაზი პატივისცემა.
მყუდრო მიუნხენის გაზეთებს სალაპარაკო მასალა მისცა სამი უცხო სტუმრის თვითმფრინავით მოულოდნელმა ჩამოფრენამ.
გაზეთები წერდნენ:
„... ქალბატონმა განაცხადა, თვითმფრინავით მხოლოდ სასწრაფო და თანაც დიდი საქმისთვის თუ შეიძლება მოგზაურობა, თორემ სასიამოვნო, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, არაფერი იყოო: მუდმივი რყევა, ჰაერის ორმოებში ჩავარდნა და ყველაფრის მხოლოდ ზედაპირულად ცქერა მოსაწყენიაო. არაჩვეულებრივი მდგომარეობა მხოლოდ რამდენიმე წუთით არის საყურადღებო, მერე კი მოსაბეზრებელიაო“...
„... სტუმრებს სასტუმრო მეტად მოეწონათ. ბ. ჰექსლეიმ წინა დარბაზი დაიკავა, ბატონი ბრომლეი მესამე სართულის ოთხი ოთახით დაკმაყოფილდა... ეს ახირებული მილიარდელი ოთახებში მაინც არ ცხოვრობს და, თუ დრო იხელთა, სახლის ჭერზე ადის, სადაც ჰამაკი გააბმევინა და იძინებს მშვიდადო... ქალბატონი ელი – რუსეთის ცნობილი გვარიშვილის ქალი მეორე სართულის უკანა ნაწილში მოთავსდა, რომელიც სასტუმროს ადმინისტრაციამ აღმოსავლურ გემოვნებაზე მორთო“...
კარიკატურისტ-იუმორისტმა ზრდილობასაც გადააჭარბა: თუმცა პირდაპირ ბრომლეი არ იყო დასახელებული, მაგრამ ადვილი გასაგები იყო, ვის შეეხებოდა აქ შემოკლებით მოყვანილი დასურათებული შარჟი:
მილიარდერი „დავნაძლევდეთ“
„... ვინ იცნობს მილიარდერს, ყოველ შებრუნებულ სიტყვაზე დავნაძლევდეთო, რომ იქადნება.
იგი იყო, კლემანსოს რომ მიაძახა: – „დავნაძლევდეთ, თუ საფრანგეთი გაიმარჯვებსო!“...
კლემანსოს, მგონი, ისე არაფერი გახარებია თავის ცხოვრებაში, როგორც მილიარდელისგან წაგებული შამპანურის ბოთლის მიღება...
ეს ჩვენი გმირი იყო, ვენელ როტშილდს რომ დაენიძლავა, ფრანკის ფასი მეტად დაეცემაო: და როცა წინასწარმეტყველება გამართლდა, სწორედ მან მისწერა როტშილდს, თქვენგან 500 ფრანკი მერგებაო. როტშილდის კონტორამ ვერ გაიგო ტელეგრამა, და თუმცა მოთხოვნილი 500 ფრანკი გადაუგზავნა, პატრონს შეეკითხა: ასე მცირე თანხა რანაირად დაგვედო ვალადო.
... ახლა ვეღარ ვიცანით მილიარდელი, თუმცა იგი რამდენჯერმე გვინახავს წინათ.
წლებს დაღი ვერ დაუმჩნევია, მაგრამ ცნობილი ორი მეჭეჭი აღარ აუშნოებს ცხვირს, და ძველი ჭრილობის დაღი შუბლზე თითქმის გამქრალა – პარიზის კოსმეტიკურ ინსტიტუტს გაუმარჯვნია...
მაგრამ ნახაზი უფრო ნაზად გამოსახავს ცვლილებას.
„დავენაძლეოთ“ გუშინ – მოჩონჩხილი პიჯაკი, უფორმო ქუდი და წაღები; ხელში ჯოხად უჭირავს მოკაუჭებული კეტი. ცხვირზე უზარმაზარი მეჭეჭები და ყბის ქვეშ თხელი, გაჩხერილი, მოწითალო ღეროები, ვითომ წვერებიაო; ზედა ტუჩს ფარავს უსწორმასწორო, ჩამოწოლილი ულვაში და პირში გაჩხერილი აქვს საბათმანე მოკლე ყალიონი, რომელიც ედება ჟილეტიდან ბუჩქად ამოვარდნილ ყელსახვევს.
ეს საძაგლობა დაჰყურებს ფეხებთან ლაღად მიწოლილ ღორს.
სურათს მიწერილი აქვს:
„ახ, სატრფოვ ჩემო, ჩემო იმედო!“
„დავენაძლეოთ“ დღეს – კოხტად გაპარსული სუფთა სახე; შაპოკლაკი ოდნავ გვერდზე მოგდებული. გახამებული საყელოდან გვირიშტიან საგულეს ჩამოჰყვება ქინძისთავ-ჩარჭობილი მოხდენილი ყელსახვევი; მორგებულ შავ ვიზიტკას მიჰყვება ზოლებიანი შემოკეცილი შარვალი, ბადე-მაქმანი წინდები და ყვითელი ლაიკის კოხტა ქოშები. მარცხენა ფეხზე დაყრდნობილია;
მარჯვენა კი ჯვარედინად გადაუდვია მარცხენაზე, და მხოლოდ ფეხის წვერით ეხება მიწას. მარცხენა ხელში უჭირავს აბოლებული სიგარა, მარჯვენა ხელის თითებში სწრაფად ატრიალებს სტეგს; დაშორებით მოსჩანს მიმავალი ქალის ზურგის სილუეტი.
ქვეშ მიწერილია:
„ვერ მივწვდით, ცეცხლი მედება“.
ბრომლეის ჟურნალ-გაზეთებში ჩაციება თავს აბეზრებდა, მაგრამ არ შეიმჩნია.
ჰექსლეის გულის სიღრმეში რაღაც ეამა.
ელის გაეცინა (მას არ უნდოდათ გაეგო ქალის სილუეტის მნიშვნელობა, ანუ ბოლომდე ვერ გაიგო), მაგრამ თავი შეიკავა. გაახსენდა, რომ ბრომლეისთან იყო. ბრომლეისთან მას ბევრი ფსონი ჰქონდა წაგებულიც და მოგებულიც. ელი, ქართული თავშეკავების გამო, არაფერს სთხოვდა ბრომლეის, მაგრამ ბრომლეის ამერიკული სისწრაფით მოჰქონდა მისთვის ბოღჩა, ხელსაქმის ხელსაწყოები, ყვავილები ვაზაში, რომელიც უეჭველად რომელიმე დიდგვაროვნის სასახლიდან იყო მოტანილი, ქინძისთავი და სხვა ნივთები. ეს ყველაფერი გარეგნულად უბრალო, უმნიშვნელო და იაფი ჩანდა, მაგრამ მცოდნე ადამიანისთვის ერთადერთი, იშვიათი და ფასდაუდებელი იყო.
"...ჰექსლეის განზრახული აქვს, მიუნხენში კინო-ქარხანა გახსნას"...
ერთხელ ელიმ გაზეთში წაიკითხა:
"...ახალგაზრდა მომღერალ ქალს აღტაცებით შეხვდა ქალბატონი ე. გორდელიანი...
ქალბატონმა ძვირფასი თაიგული გაუგზავნა მომღერალს; ეს გულწრფელი, პირდაპირი პატივისცემა მით უფრო დასაფასებელია, რომ დიდი ქალბატონი ხელოვნების, განსაკუთრებით კი მუსიკის ღრმა მცოდნეა..."
– ეს მე ვარ მუსიკის დიდი მცოდნე? – ღიმილით ჰკითხა ელიმ იქვე მდგომ ჰექსლეის.
– რატომაც არა, ქალბატონო! ტექნიკური ცოდნა შეიძლება არ გაქვთ, მაგრამ სამაგიეროდ თქვენ სწორად აფასებთ და მკაფიოდ გამოხატავთ აზრს.
– ესეც თქვენი დაფასება...
– არა, წარმოიდგინეთ, ეს აზრი მე აქ საკმაოდ ცნობილი მუსიკალური კრიტიკოსისგან, ბატონი ჰახერტისგან გავიგონე.
– მართლა?..
ჰექსლეიმ თავი დახარა.
– ...და თქვენ შეგეძლოთ, ამით საკმაოდ გესარგებლათ.
– როგორ? ვიმღერო მარგარიტა თუ ვითამაშო ოფელია?.. – ღიმილით ჰკითხა ელიმ.
– არა, მაგას არ გირჩევთ... მხოლოდ კინოში, ან ცეკვით თქვენ ფურორს მოახდენთ.
– და თქვენ გსურთ?..
– არა, არა, ღმერთმა დამიფაროს, თქვენ დაგინახოთ საჯარო წარმოდგენაზე, რამპის იქით მდგომი... მე მხოლოდ ვთქვი, რომ ასეთი გარემოება, შექმნილი ყურადღება, გამარჯვების საკმაო გარანტიაა... მაგრამ თვით გამარჯვება ჩემი დამარცხება იქნებოდა... არა, არა – ღიმილნარევი შიშით ლაპარაკობდა ჰექსლეი.
* * * * * * *
როცა ჰექსლეი საქმეებით იყო დაკავებული და ბრომლეი ვეღარ ბედავდა დიდხანს დარჩენას, ელის სახე სრულიად ეცვლებოდა: მოთენთილი, ჩაიკეცებოდა დიდ სავარძელში, თითქოს შეშინებული ხოხობივით ვინმეს ემალებოდა; წუთითაც აღარ ეფარებოდა ქუთუთოები უპეებში ღრმად ჩავარდნილ თვალებს. მაშინ ის გარბოდა მუზეუმებში და იქ საათობით იჯდა კაულბახის ბედნიერი ქალების პორტრეტების, ბიოკლინის "ავტოპორტრეტის", "განდეგილის" ან "მიცვალებულთა კუნძულის" წინ.
ნაწილი 3
ყოველ ჯერზე, როცა ელი რიდლის „საკუნტალას“ ნახატს ხედავდა, ის განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებდა მასზე. ნახატზე გამოსახული ქალის თმის ვარცხნილობა და თავისუფალი იერი ელის საკუთარ ახალგაზრდობას ახსენებდა, მაგრამ მას აღარ ჰქონდა ის გულუბრყვილობა და „ქვეყნიური სიამოვნებები“, რაც ადრე იყო.
ელი ხელოვნების ნიმუშებს ყურადღებით ათვალიერებდა არა „ფიქრების გასართობად“, ცოდნის მისაღებად ან ესთეტიკური სიამოვნებისთვის, არამედ იმისთვის, რომ პირადი ტკივილები გაემძაფრებინა, დავიწყებული გაეხსენებინა, ახალი ჭრილობები მიეღო და ძველი ტკივილები გაეღვიძებინა.
ეს იყო მწუხარებით გატაცება, ერთგვარი „ლოთობა“ მწუხარებით. რაც უფრო ხშირად დაქროდნენ შეყვარებული ბიჭები დრამიდან ღამის კაფეებში, დოღიდან შუადღის ჩაიზე, და რაც უფრო ძვირფასი იყო ამბაჩას ქსოვილი და სირაქლემას ბუმბულისგან შეკერილი ზედატანი, მით უფრო დიდხანს რჩებოდა ელი იდუმალი ტანჯვის გამომხატველ ქანდაკებასთან ან ნახატთან... ეს ორივე მხრიდან ნერვებს უწვავდა.
* * * * * * *
მსახურმა შეატყობინა:
– ბატონი ბრომლეი გთხოვთ, დღეს საღამოს მისცეთ საშუალება, რომ „ორფეუმში“ გადაგიხადოთ წაგებული ფული.
ელიმ მსახურს პასუხი არ გასცა, ამიტომ ჰექსლეიმ უპასუხა:
– კარგი!
მსახური გავიდა.
– სიმართლე გითხრათ, – მიუბრუნდა ელი ჰექსლეის, – ბატონი ბრომლეის ეს მუდმივი ხარჯები, თითქოსდა ნაძლევის გადასახდელად, უხერხულ მდგომარეობაში მაყენებს.
– რატომ, ჩემო კარგო ქალბატონო? ბატონ ბრომლეის ასეთი ჩვევა აქვს – განა გაზეთში მაინც არ წაიკითხეთ? – ის ყველას ენაძლევება... მას მეტსახელიც კი აქვს: „დავენაძლეოთ მილიარდერი“.
– წაკითხვით კი წავიკითხე, მაგრამ მისი ყოველდღიური, დღეში ორჯერ მაინც შეხვედრა და მასთან დროის გატარება ძალიან მოსაწყენია და...
– ასეთ პატარა სიამოვნებაზე უარს ნუ იტყვით... თანაც ის ახლა ჩვენთვის ძალიან საჭირო კაცია... უკაცრავად, ჩემთვის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩემს კეთილდღეობას თქვენც იზიარებთ.
– თქვენ რითი ხართ მასზე დამოკიდებული?
– აი ეს კინო, რომელიც მე დავიწყე, ჯერ ერთი, დიდ თანხებს მოითხოვს, ბევრად მეტს, ვიდრე ვფიქრობდი, და თან ამერიკის ფირმებთან შეთანხმება მხოლოდ ბატონი ბრომლეის დახმარებით შეიძლება.
ელი ჩაფიქრდა.
– საიდან მოიპოვა ამ სრულიად გაუნათლებელმა ადამიანმა, რომელიც, როგორც ჩანს, თავიდანვე ძალიან ღარიბი ოჯახიდან იყო, ასეთი უთვალავი სიმდიდრე და, რაც უფრო გასაკვირია, ასეთი გავლენა?...
– თუ ასეთი კითხვები გაინტერესებთ და დროს გამონახავთ მის წასაკითხად, სიამოვნებით მოგართმევთ კარგა მოზრდილ წიგნს, როგორც ჩვენი ბრომლეის, ისე სხვა ამერიკელი მილიარდერების შესახებ. ბრომლეი ოციოდე წლის წინ ჯერ კიდევ უბრალო კოვბოი იყო და თხუთმეტი წლის წინ ჯალათის სახელით იყო ცნობილი...
შემთხვევით, მგონი ასტორის რწმუნებული გაბრაზებული იყო თავის მოიჯარეზე, და მან მთელი საქონელი, რამდენიმე ათასი ხბო, მას მიჰყიდა ნისიად.
ელი ყურადღებით უსმენდა.
– ...ამან გაუთქვა სახელი. გაზეთებმა განგაში ატეხეს, რომ ბრომლეი ასტორის მთელ საქონელს ყიდულობდა და სხვა... ბანკებმა კრედიტი გაუხსნეს... პატარა მეჯოგეებმა მასთან დაიწყეს საქმე. ბრომლეიმ არ მოინდომა ამ პირველ ნაბიჯზე მოგება, არამედ შეეცადა სახელი უფრო მოეხვეჭა... საქონელს ყიდულობდა ყველგან, ყიდდა სულ მცირე მოგებით, ხან წაგებითაც კი... სინდისიერად უსწორდებოდა მოვალეებს და თითქმის მთელი ხორცის ვაჭრობა ხელში ჩაიგდო ჩიკაგოში... ასეთი ორგანიზატორი სხვადასხვა საზოგადოებებმაც მიიწვიეს... და დღეს მილიარდერია...
– ადვილი ყოფილა თქვენთან გამდიდრება.
– არა, ქალბატონო, ჩვენთან სხვა ქვეყანაზე უფრო ძნელიც კი არის... რამდენი გაღარიბდა, თუ გნებავთ, იმავე ბრომლეის გამდიდრებისთვის... მაგრამ ბრომლეის დიდი კომერციული ნიჭი აქვს, ურყევი ნებისყოფა და დღემდე მაინც, – ჰექსლეიმ საიდუმლოდ გაიღიმა, – არაფერი აინტერესებდა გარდა სიმდიდრისა. ხომ ნახეთ მეჭეჭები მის ცხვირზე, მხოლოდ 45 წლისამ მოიცალა ამ დამამახინჯებელი წერტილებისთვის, თუმცა მათ მოსაჭრელად სამი დღე სჭირდებოდა სახლში დარჩენა; ხომ ნახეთ პირველად მისი ტანსაცმელი, თითქოს ტომრებიდან ყოფილიყო გამოკერილი... მე მგონია, ბოლო დღეებამდე ბატონი ბრომლეი იმავე მკერავს აკერვინებდა თავის ტანსაცმელს, რომელსაც აკერვინებდა კოვბოიობის დროს და ეს, პირველი სასტუმროა, სადაც მან ოთხი ოთახი დაიკავა... ადრე ორი ოთახით კმაყოფილდებოდა, ერთში თვითონ დგებოდა, და მეორეში – მისი მდივანი...
– ეს მდივანი კომერციული და ფინანსური საკითხების დიდი სპეციალისტი უნდა იყოს...
– ...პირიქით. მდივანი მხოლოდ იმიტომ ჰყავს, რომ ჩაწეროს და შეასრულოს, თორემ ისე ყველაფერს თვითონ ხელმძღვანელობს. ასეთი თავდადება რაიმე იდეისთვის, რა თქმა უნდა, „მთებსაც კი შეანძრევს“, – ქრისტეს მოციქულებმა, უბრალო მეთევზეებმა, დაიპყრეს ქვეყანა თავისი გატაცებით, თავდადებით, და რატომ გიკვირთ, რომ ამერიკელები იძენდნენ სიმდიდრეს, როცა ისინი ისეთივე თავდადებულნი არიან სიმდიდრისთვის? ევროპას აღარ აქვს ხელშეუხებელი სწრაფვა სიმდიდრისკენ... ის გატაცებულია პოლიტიკური, მეცნიერული, მხატვრული იდეებით, როგორც თქვენ არ გყავთ როკფელერი, მორგანი, ბრომლეი, ისე მათ არ ჰყავთ ლენინი, ბეთჰოვენი, კანტი....
თქვენ მხოლოდ „ნახევარი გულით“ ეკიდებით სიმდიდრეს, – ჩვენ, უკაცრავად, ამერიკელები ეკიდებიან მეცნიერებას, ხელოვნებას, პოლიტიკას. თქვენთვის პირველია აზროვნების მეფობის სახელი; ჩვენთვის პირველია – მეფობა სიმდიდრეზე. – ჩვენ კი, ჩვენ რა გვეძლევა? – უეცრად, თავისდა უნებურად, ჰკითხა ელიმ. – აკი მოგახსენეთ? – გაკვირვებით, თუ როგორ ვერ გაიგო ასე მარტივად ნათქვამი, ჰკითხა თავის მხრივ ჰექსლეიმ.
– მე ჩვენზე, საქართველოზე ვამბობდი. – დაბნეულად ჩაილაპარაკა ელიმ.
ჰექსლეი ჩაფიქრდა.
– მე მგონი თქვენ, ქართველები, ყველაზე მეტად არსებობის შენარჩუნებაზე ფიქრობდით და მართლაც გასაოცარია, თუ როგორ გადაიტანეთ ამდენი, მრავალგვარი უბედურება... მე შეიძლება ისე კარგად არ ვიცოდე თქვენი ისტორია, მაგრამ, რაც ვიცი, მაკვირვებს, როგორ გადარჩით ამდენ მტერს... მტერს უცხოს, შემოსეულს, მტერს შინაურს და თქვენ გამაგრებულნი იბრძოდით არსებობისთვის... – ეს არის პირველი. ყველა დანარჩენი – ევროპული გატაცება მეცნიერებით, პოლიტიკით, ხელოვნებით და ამერიკის დევიზი – სიმდიდრე, ქონება, დოლარი – თქვენთვის მეორეხარისხოვანი მოთხოვნილება იყო თქვენი სულის. მე შევხვედრივარ საქართველოში ყველა მიმართულების, მდგომარეობისა და ასაკის ადამიანებს და გაოცებული დავრჩენილვარ... სადაც სრულიად მოულოდნელია, იქაც კი იპოვით ამ მძაფრ, ავადმყოფურ მუდმივ ფიქრს ეროვნული სხეულის შენარჩუნებაზე...
– ასე არ იყო, მგონი, ადრე...
– არა, ასე იყო ზუსტად, რამდენადაც მე ვიცი... თქვენი მეცნიერების, მხატვრების სწორედ ეროვნული სხეულის შენარჩუნების იდეა იყო.
– თქვენი აზრით, რა უნდა გვექნა?
– ვერ გეტყვით... ერთი, რომ მე, როგორც გაამერიკელებულ ინგლისელს, – ჰექსლეის გაეღიმა – ასეთი სიტყვებით დაინტერესება არ შემიძლია – მე მილიარდებს ვეძებ; და მეორე, საერთოდ ყოველგვარი წინასწარმეტყველება მკრეხელობად მიმაჩნია...
ყველა წინასწარმეტყველი საქმის შესრულების შემდეგ არის დაბადებული, ან გამოგონილი, ან თვით წინასწარმეტყველებს გამოუგონიათ ამბავი, დაუჩემებიათ, ვიწინასწარმეტყველეო...
ბრომლეიმ პირველად ჰამბურგის ნავსადგურში შეამჩნია ელი.
ბრომლეიმ ქალის გაცნობა ვერ გაბედა, თუმცა ბევრი საერთო ნაცნობი ჰყავდა.
მორცხვობამ თვით ბრომლეი გააკვირვა და ის შორიდან დაჰყვებოდა ელის, როგორც ღრუბლის ჩრდილი.
ელიმ შეამჩნია, რომ ყოველ ქალაქში, ყოველ გამოფენაზე ან თეატრში უეჭველად შეხვდებოდა ბრომლეის, რომელიც დიდი პატივისცემით გზას დაუთმობდა, ქუდს მოიხდიდა და სხვა...
ბოლოს კი აედევნა, როგორც ევროპაში სამოგზაუროდ ჩამოსული ამერიკელი, რომლისთვისაც სულ ერთია, რომელ ქალაქშიც იყოს, ოღონდ სიამოვნებით გაატაროს დრო. და ამდენი ხნის განმავლობაში ბრომლეიმ ვერ გაარკვია, თუ რა ურთიერთობა იყო ელისა და ჰექსლეის შორის.
– მეგობრები? არ მჯერა ქალისა და მამაკაცის მეგობრობის... დაუქორწინებელი ცოლ-ქმარია? ძალიან შორს იჭერენ თავს... მართლა პოლიტიკური მოღვაწეები არიან, რომლებსაც საიდუმლო დავალება აქვთ? შეიძლება, მაგრამ არ მგონია... ასე ფიქრობდა ბრომლეი.
ელი უფრო და უფრო იზიდავდა მას.
განიზრახა ამერიკაში დაბრუნება; იგრძნო, რომ ქალთან განშორება ძალიან უჭირდა...
– რაო?! ამ სიბერის დროს შემიყვარდა?! რა სისულელეა! ვნება მინდა დავიკმაყოფილო, თუ ეს საიდუმლოება მიზიდავს?... გაუგებარი ამბავია!..
და ჰექსლეისადმი ძველი ეჭვი გაორმაგდა; ადრე ასეთ შემთხვევაში ბრომლეი პირდაპირ, ცინიკურად ჰკითხავდა ან ქალს, ან მამაკაცს. – სულ ერთია, ან ორივეს ერთად.
ან მიმართავდა საძიებო სააგენტოს, და ყველაფერს დაწვრილებით მოუყვებოდნენ.
მაგრამ ახლა ელის მოერიდა, ელის საიდუმლოს საჯაროდ გამომზეურება თითქოს მასაც აკლებდა რაღაცას.
„რით ცხოვრობს მაინც ეს ქალი? ესეც კითხვაა“...
გადაკვრით ჰკითხა ჰექსლეის საუბარში და სრულიად გულახდილი პასუხი მიიღო:
– ქალბატონ ელის გულზე აქვს საგანძური, რომლის დახარჯვა არც კი შეიძლება ოთხი-ხუთი წელი, თუ გავითვალისწინებთ მის ძლიერ შეზღუდულ მოთხოვნილებებს.
ბრომლეის ეგონა, ჰექსლეი ქალის სხეულის რაიმე თავისებურებაზე ამბობდაო. და წარბები შეჭმუხნა:
– მე არ ვარ სპეციალისტი, – განაგრძო დაწყებული პასუხი ჰექსლეიმ, – მაგრამ ვხვდები, რა უცხო რამ არის.
ახლა კი ბრომლეის გაუხარდა, საიდუმლოებას ფარდა ეხსნებაო, და ცნობისმოყვარეობით ჰკითხა:
– რა საგანძური?
– მედალიონი, უნიკალური ნივთი, X-XII საუკუნისა, რომელსაც ყველა მუზეუმი სიამაყით შეიძენდა. მაგრამ ბრომლეის თვალთვალი არ შეწყვეტილა.
კარის დაუკაკუნებლად, უეცრად ვერ ბედავდა ბრომლეი იმ ოთახში შესვლას, სადაც ელი და ჰექსლეი ისხდნენ, მაგრამ პასუხს არ ელოდა, ისე შედიოდა სწრაფად, ზოგჯერ კარის საკეტის ჭუჭრუტანაშიც კი დარცხვენით, ნაჩქარევად შეიხედავდა... და ყოველთვის ხედავდა, სათანადო მანძილზე მჯდომ ან მდგომ ელისა და ჰექსლეის... ან ჟურნალ-გაზეთებს ფურცლავდნენ, ან ჩვეულებრივად საუბრობდნენ, ისე, რომ შემოსულის ხმამაღალი და დამხვდურთა მეგობრული მისალმება ლაპარაკის ძაფსაც კი ვერ აწყვეტინებდა.
ერთ საღამოს, გვიან ღამით, როცა სამივე ოპერეტა-კაფედან დაბრუნდა, ბრომლეიმ შეასრულა ავტომობილში მოფიქრებული გეგმა – ის ლიფტის ოთახში მიიმალა.
მთელი საღამო ვნებების აღმძვრელ ატმოსფეროში იყო სამივე. ოპერაში მოისმინეს „ტრისტან და იზოლდა“. კაფეში კი უნგრული მუსიკის, ხამბანდისა და ყვავილების ერთმანეთში სროლის გარდა, ყველაზე კარგად იმოქმედა მეტრდოტელის მიერ მდიდარი სტუმრებისთვის შეზავებულმა „კრიმჰილდას სასმელმა“, რომლის ორ-სამმა ყლუპმა ელისაც გაუბრწყინა თვალი და არაერთხელ მზაკვრული ღიმილით ათქმევინა ჰექსლეისთვის, რომ ის შორიდან და, უეჭველია, უიმედოდ ეალერსებოდა გვერდით მჯდომ ესპანელ მომღერალ ქალს. მართლაც, ჰექსლეიმ მოიბოდიშა და სუფრიდან წავიდა, რის შემდეგ მომღერალი ქალის სუფრაზე მთელი პატარა ბაღი გაჩნდა და ქალმა მადლობის ნიშნად თავი დაუქნია ჰექსლეის, რომელმაც მაშინვე ჭიქის აწევით უპასუხა. ელის ეს არ დაუნახავს – ის მხოლოდ რაღაცას გრძნობდა.
ასეთი საღამოს შემდეგ ბრომლეი ფიქრობდა, რომ თუ რამე იყო მათ შორის, გამომჟღავნდებოდაო.
და სულგანაბული იჯდა გაჩერებულ ლიფტში.
ჰექსლეი გამოვიდა თავისი ოთახიდან.
ბრომლეიმ გადაწყვიტა, წინ გადაღობებოდა, მაგრამ ჰექსლეის გარეგნობამ შეაჩერა: თავს ცილინდრი ეხურა და ტანზე პალტო ეცვა.
ფეხაკრეფით უკან გაჰყვა.
ჰექსლეი კიბეზე ჩავიდა.
ბრომლეის თვალწინ ესპანელი მომღერალი ქალი წარმოუდგა.
„ელოდება, უეჭველია, პაემანი აქვთ“...
ელის ოთახებს მიაყურა.
სიჩუმე.
ოდნავი შრიალი...
„ჟურნალს ფურცლავს, ალბათ“.
„არაფერი მესმის, ვერ გამიგია“...
გასწია თავისი ოთახისკენ; აქ, დერეფანში, სინათლე უხვად ჩამოდიოდა; ფეხის ხმაც მოესმა და აყვა პირველსავე პატარა კუთხეს – არ შეემჩნიათ, რომ თვალთვალებდაო. სხვენი, ადრე თეთრეულის საშრობი და დეკორაციების საწყობი, ბატონ ბრომლეის ჰქონდა დაკავებული.
აქ ისვროდა საბმელს, კრივობდა მოკრივესთან, ხტოდა მაგიდებზე, დგებოდა თავზე, დადიოდა ხელებზე, იძინებდა იგი ჰამაკში.
იქვე კუთხეში, რამინომ თავისი კარავი მოაწყო.
ბრომლეი აპირებდა მიმალულიყო, ჩვეულებრივად ცივი წყალი გადაესხა ტანზე, და რადგან არავინ ჰყავდა სავარჯიშოდ, მანეკენთან გაემართა კრივი.
ფიქრებში გართულმა გაიარ-გამოიარა და უეცრად ინდოელის კარავს მიადგა, კარად ჩამოშვებული ფარდა გადაწეული დარჩენოდა რამინოს და იქიდან მზის ცოცხალი სხივი ეფინებოდა იატაკს.
შეიხედა. კარავს მეორე მხრიდან ტილო არ ჰქონდა ჩამოშვებული და სხვენი პირდაპირ უსაზღვრო სივრცეს უერთდებოდა.
ბრომლეი უფრო გააკვირვა აღმოსავლეთისკენ სახე-მიპყრობილმა რამინომ, რომელსაც ხელები თავის უკან გადაეხლართა.
– ნამაზს ასრულებს? – და ბრომლეის უნდოდა გაშორებოდა იმ ადგილს, მაგრამ შეამჩნია, რომ ინდოელი ნელ-ნელა ეშვება ფეხის წვერებზე. ბრომლეი ყურადღებით დააკვირდა.
ინდოელი ბრინჯაოსგან ჩამოსხმულ ქანდაკებას ჰგავდა – იმდენად სწორი, მკვრივი, მოხდენილი და ყოველი ნაკვთის მოძრაობაში იმდენად სიცოცხლით სავსე იყო.
– არა, ეს ლოცვა არ უნდა იყოს... ეს ვარჯიშია... თავისებური, – გაიფიქრა ბრომლეიმ.
რამინო ხან სრულიად შეწყვეტდა სუნთქვას დიდხანს, დიდხანს, ხან კი ისე მოითქვამდა სულს, რომ თითქოს სიმაღლე ემატებოდა...
ბოლოს ინდოელი წყნარად შემოტრიალდა და ისეთი სისწრაფით მოისხა ხალათი, რომ ბრომლეის ეს მოძრაობა სრულიად გამოეპარა.
– ვიჭიდაოთ? – მიმართა ბრომლეიმ.
ინდოელმა თავი დაბლა დაუკრა და თავაზიანად უარი უთხრა თავის გაქნევით.
– არა, უნდა მეჭიდაო...
ისევ ღრმა თავის დაკვრა და ისევ უარი.
– დავენაძლევოთ!
ინდოელს გაეღიმა:
ბრომლეიმ არ დაელოდა ინდოელის მკაფიო პასუხს და ხელი ჩაავლო. მაგრამ სულ რაღაც ორ წუთში ბრომლეიმ გაოცებით აღმოაჩინა, რომ თვითონ იატაკზე იწვა. ინდოელს კი ხელები ჩვეულებრივად გულზე ჰქონდა დაკრეფილი და მშვიდად დასცქეროდა. მხოლოდ მისი ხალათი ეგდო ძირს.
„ჭიდაობაში მაჯობე, ეს უეჭველია“, – თქვა ბრომლეიმ. „ნიძლავი ჩემზეა. ახლა კრივი ვცადოთ“.
ინდოელმა უარის ნიშნად უკან დაიხია და ხელი თავის ხალათს წაჰკრა ასაღებად.
„არა, ვერ გაგიშვებ, უნდა ვიკრივოთ“, – გზას უღობავდა ბრომლეი და მუშტები საკრივოდ გაშალა. მაგრამ ამავე დროს მარჯვენა ხელში რაღაც ისეთი მოხვდა, რაც სრულიად არ ჰგავდა მუშტს და ტკივილისგან უკან დაიხია.
„ეს რა იყო?!“
ინდოელმა თავაზიანად თავი დახარა, თითქოს ბოდიშს იხდიდა, რომ მოწინააღმდეგის სურვილს ვერ უსრულებდა. შემდეგ კი მშვიდი ნაბიჯით ქვედა სართულზე ჩავიდა და გაუჩინარდა.
* * * * * * *
საუზმეზე ჰექსლეი და ბრომლეი ელისთან შევიდნენ.
„დამითმეთ თქვენი ინდოელი“, – მიმართა ბრომლეიმ ჰექსლეის.
„არ შემიძლია“.
„10 000 დოლარი“.
„მე ხომ მონები არ მყავს“.
„15 000... თქვენ ოღონდ ხელი არ შემიშალოთ, რამინოს მე თვითონ დაველაპარაკები“.
„თუ რამინო არ იქნება წინააღმდეგი, ასეთ თანხაზე უარის თქმა ძნელია“.
კუთხეში მდგარი რამინო ოდნავ შეინძრა. მან საყვედურით შეხედა ჰექსლეის, შემდეგ კი მის სახეს მაშინვე ჩვეულებრივი გამომეტყველება დაუბრუნდა.
„რას იტყვით, რამინო?“ – ჰკითხა ბრომლეიმ.
„თქვენ ბატონ ჰექსლეის მხოლოდ თანხმობისთვის აძლევთ 15 000-ს? ჩემი გასამრჯელო სრულიად დამოუკიდებელია ამ თანხისგან?“
„ზუსტად ასეა“.
„მაშინ მიეცით...“
რამინო ნელი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან... და სამუდამოდ გაუჩინარდა.
მხოლოდ მისი ტანსაცმელი ვერ იპოვეს. სხვა ყველაფერი, ნაჩუქარი ნივთებიც კი, დაწყობილი დახვდათ მაგიდაზე. ასევე იპოვეს ორი სიტყვა ინგლისურად:
„აღარ მომწონს, რაც ხდება“.
* * * * * * *
კარზე დაკაკუნების შემდეგ ბრომლეი და ჰექსლეი ახალგაზრდული მხიარულებით შემოვიდნენ, თითქოს ერთმანეთს დასდევდნენ.
„თქვენ უნდა გაგვასამართლოთ, ქალბატონო“.
ელი მათ მიუბრუნდა. მან ვერ გაიგო, რას ეუბნებოდნენ.
ელის მეტად მოწყენილმა სახემ ორივე შეაშინა.
„რა გნებავთ?“ – ნაძალადევი ღიმილით ჰკითხა ელიმ.
„რამინო წავიდა...“
„ვიცი... ბედნიერი...“ – ელიმ კიდევ უფრო მწუხარე სახე ფანჯრისკენ მიაბრუნა.
„შენც უნდა წახვიდე, შენც უნდა წახვიდე“ – თითქოს რაღაც უმღეროდა ყურებში.
ნაწილი 4
– რა ვქნა, ქალბატონო, გეუბნებით, ახლა რუსეთში წასვლა არ შემიძლია. არც თქვენ გირჩევთ, რომც მოახერხოთ...
– ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენი გამგზავრება მოვაწყო, ოღონდ ცოტა გაიხარეთ, - დაამატა ბრომლეიმ, რომელსაც სევდის ყურება საერთოდ არ შეეძლო.
ელიმ სახეზე ღიმილი თითქოს ხელით დაფარა.
– და მერე რა გინდათ?
– ბატონ ჰექსლეის არ მიაქვს ის ფული, რომელიც რამინოს დათმობისთვის დაპირდა, - გაუხარდა ბრომლეის, რომ ელი ჩვეულებრივ საუბარში ჩაერთო.
– როგორ გამოვართვა, როცა რამინო წავიდა და ბატონ ბრომლეის მისი სამსახურით არ უსარგებლია...
– თქვენ ხომ დაუთმეთ თქვენი უფლება? რამინო როგორ მოელაპარაკებოდა ბატონ ბრომლეის, ეს მათი საქმე იყო...
– აი, აი, მეც ამას ვამბობ... კარგია, ახლა დავამთავროთ...
ჰექსლეიმ გამოწვდილი ჩეკი უკმაყოფილოდ ჩაიდო საფულეში.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, რაც ძალიან აწუხებდა ბრომლეის.
„ის იტანჯება, ჩვენ კი მოსვენებას არ ვაძლევთ“, - ფიქრობდა ორივე ვაჟი.
ელი არაფერზე ფიქრობდა, მხოლოდ გული ჰქონდა შეკუმშული, თითქოს გაშეშებულიყო.
– რამინოს წასვლამ ყველა ცუდ ხასიათზე დაგვაყენა... ვინ ეშმაკია ეს რამინო?
გვიამბეთ მაინც, - მიმართა ბრომლეიმ ჰექსლეის.
ჰექსლეიმ ბუხარში შეშის ნატეხები ჩაყარა. ეტყობოდა, მომავალი მოთხრობის გეგმას აწყობდა. შემდეგ სავარძელზე გადაჯდა.
ჰექსლეის ამ მოძრაობას ელიმ ისე შეხედა, რომ ჰექსლეი წამოდგა და სავარძელზე დაჯდა; ბრომლეიმაც გრძლად გაშლილი ფეხები გაისწორა.
– უკაცრავად, მე მინდოდა შემექმნა ინგლისში ჩვენი კლუბების ილუზია, სადაც ცალკე ოთახში, ბუხართან ნელა, ზარმაცულად ასე ვსხედვართ და გრძელ ამბებს ვუყვებით ერთმანეთს.
– იქ ქალბატონები არ გისმენდნენ, უეჭველია... მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ოღონდ გვიამბეთ.
– მაპატიეთ, მე ძალიან ადრე შევირთე ცოლი, რაც ინგლისში ასე იშვიათია. პირველ თვეებშივე შევამჩნიე, რომ ჩემი მცირე შემოსავალი ვერ დააკმაყოფილებდა ოჯახის მოთხოვნილებას და გადავწყვიტე სადმე დამეკმაყოფილებინა ნახევრად მეცნიერული, ნახევრად ახალგაზრდული ცნობისმოყვარეობის სურვილები - მე თექვსმეტი წლიდან უკვე დავიწყე აღმოსავლეთის შესწავლა და აი, ინდოეთს მივმართე, სადაც ადრე მამაჩემი მსახურობდა და სადაც ჩვენს ოჯახს ბევრი ნაცნობი ჰყავდა.
ჩემი ძმაც დროებით იქ იყო. პირველ ჩასვლისთანავე საქმე კარგად წავიდა. მე უკვე იმედი მქონდა უკან დაბრუნებისა - მდიდარმა ბუნებამ და გამოუცდელმა და მეტად პატიოსანმა ხალხმა საშუალება მომცა მალე მიმეღწია მიზნისთვის. მართალი გითხრათ, მე სიყვარულითა და მადლობით სავსე ვიყავი ინდოეთის მიმართ - და ბევრი რამ თეთრკანიანთა დამოკიდებულებიდან ინდოელების მიმართ სრულიად უსაფუძვლოდ, უაზროდ და უსამართლოდ მეჩვენებოდა.
უმთავრესი საზიზღარი ის იყო, რომ თეთრი ადამიანი ინდოელის მიმართ ყოველთვის მართალი უნდა დარჩენილიყო; ყოველ ევროპელს უეჭველად მხარი უნდა დაეჭირა თავისი, ასე ვთქვათ, „თანამოძმისთვის“.
– ბოდიშს ვიხდი, ბატონო ჰექსლეი, - ამერიკელს გრძლად დალაგებული საუბარი ვეღარ აეტანა, - მაგრამ ჩვენ, მგონი, თეატრში ვაპირებთ წასვლას.
– ... ახლავე... შევამოკლებ... და აი, ერთხელ, როცა ვიწრო ქუჩაში შევუხვიე, ვხედავ ვიღაც წაიქცა... რევოლვერი გავარდა... ინგლისელი ოფიცერი აპირებს წაქცეულს ხელმეორედ ესროლოს; რევოლვერზე ჯოხი დავკარი, რევოლვერი ხელიდან გაუვარდა, ინდოელი წამოხტა და ნელი ნაბიჯით გაუდგა გზას.
ოფიცერი მომიბრუნდა და მითხრა:
– თქვენ ამინაზღაურებთ შეურაცხყოფას...
რა დამრჩენოდა მეთქვა, გარდა იმისა, რომ მზად ვარ.
გავაგრძელე გზა.
უეცრად წინ გადამეღობა ინდოელი, რომელმაც მძიმედ თავი დამიკრა.
მე უკმაყოფილოდ გავხედე, და იგი ისეთივე მძიმე თავის დახრით გამშორდა.
მთელი კოლონია, განსაკუთრებით ინგლისელები, აყაყანდა.
მე მოღალატედ გამომაცხადეს.
ჩემი მეტოქე ოფიცერი, ვიღაც ბარონეტის მემკვიდრე, მეტად მდიდარი და მეტად უმწეო, ჩემს თანაგრძნობასაც იწვევდა.
იგი სრულიად არ იყო შემაწუხებელი, მაგრამ ახლა იძულებული გახდა, როგორმე თავი დაეღწია საერთო ზიზღისა და დამცირებისგან.
დუელი მეორე დღეს უნდა მომხდარიყო. პირობები მეტად მკაცრი დადვეს - „უკანასკნელ სისხლის წვეთამდე“. საგონებელში ჩავვარდი. მეტოქის მოკვლა არ იყო ძნელი.
მაღალი, გრძელხელებიანი, სუსტი და მოუხერხებელი, როგორიც არიან ალკოჰოლით დაავადებული სხეულები... მაგრამ მის სიკვდილს უეჭველად მოჰყვებოდა ინგლისის საზოგადოების მხრიდან ჩემი მუდმივი დევნა... და მე ხომ არც ბაირონი ვარ და არც შელლი...
გადავწყვიტე, თავი დამედო და როგორმე უსიკვდილოდ გამოვსულიყავი ამ ბრძოლიდან.
გეგმა დავაწყვე და ხასიათის მთელი ენერგია მოვიკრიბე.
მე ვცდილობდი, მოწინააღმდეგე ისე დამეღალა, რომ ხელი ათრთოლებოდა და, როცა ხმალს გავაგდებინებდი, პისტოლეტის დამიზნება მარცხენა ხელით ვერ მოეხერხებინა.
ამ გადაწყვეტილებამ ორი მძიმე ჭრილობა მიმაღებინა. მაინც ვიბრძოდით მთელი ორი საათი. მოთმინება დაკარგული სეკუნდანტები გვაქეზებდნენ.
როცა ვიფიქრე, დრო დადგა-მეთქი, ქვევიდან აქნევით მკლავში მძიმედ დავჭერი. სეკუნდანტებმა აღარ კი შეგვაჩერეს, რომ ბოლო დადგომოდა ჩვენს ფარიკაობას, მაგრამ სისხლმა იფეთქა და ხმალიდანაც კი წვეთა დაიწყო.
ექიმმა განაცხადა, ხმლით ბრძოლა აღარ შეიძლებაო.
პისტოლეტები მოგვცეს...
დაღლილმა მეტოქემ მარცხენა ხელით ვერ ამომიღო ნიშანში... ისევ მე დავჭერი.
დუელი გადაიდო მეტოქის გამოჯანმრთელებამდე... მანამდე კი აკრძალული მაქვს ინგლისში ჩასვლა.
საცოდავი დღემდე ცოცხალია... ვერ მოიკეთა... დასახიჩრებული ახლაც ნახევრად ლოგინად წევს და...
მე ხომ დავხეტიალობ.
– დიდი მსხვერპლი გაგიღიათ... დააფასა და გადაგიხადათ მაინც რამინომ? - ვერ მოითმინა ბრომლეიმ.
– ახლავე... დუელის მეორე დღეს, როცა მე ოთახში მარტო ვიწექი და მხოლოდ მოწყალების და მიჯდა სასთუმალთან, უეცრად კარებზე დააკაკუნეს.
– მობრძანდით.
შემოვიდა ინდოელი. ღრმად დახარა თავი. ძლივს ვიცანი...
– რა გნებავთ? - უხეშად შევეკითხე.
ისევ ღრმად თავი დახარა, ხელი გაიქნია, ნიშნად იმისა, რომ არაფერი არ სურს, მომიახლოვდა, თვალებში ჩამაცქერდა, თითქოს გამსინჯა, თუ რა მდგომარეობაში ვიმყოფებოდი და თავდახრილი უკან-უკან სიარულით გაუჩინარდა კარებში.
მოწყალების დამ მხრები აიჩეჩა და გაბრაზებული თვალებით გააყოლა.
– მეტი არაფერი? - ისევ წამოიძახა ბრომლეიმ.
– მოვრჩი, - განაგრძო ჰექსლეიმ, - მაგრამ ქალაქში ვერ დავრჩებოდი; მეტად თვალსაჩინო ბრალმდებლად წინ მიმიძღოდა სიკვდილს გადარჩენილი, მაგრამ ინდოელის გულისათვის მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა ოფიცერი, რომელსაც, რა თქმა უნდა, მრავალი ქომაგი ჰყავდა ამხანაგთა და განსაკუთრებით ქალბატონთა წრეში, რომლის ერთ-ერთ წევრს შეეძლო გაბედნიერებულიყო მისი სიმდიდრითაც და საგვარეულო გვირგვინითაც...
გადავსახლდი შორს... სადაც ევროპელი იშვიათად მიდის... საქმე იქაც გაკეთდებოდა.
...და როცა ჯერ კიდევ მოწყობილიც არ ვიყავი ახალ ბინაზე, ფანჯარაში დავინახე პატარა ხურჯინით ხელში რამინო... მას მერე არ მომშორებია...
– ეს ძალიან ცოტაა!..
– რამინო ყოველთვის გვერდში მედგა, და თუ რამე მაქვს ახლა, მისი გამჭრიახობის, საქმის და ქვეყნის ცოდნისა და დაუზარებლობის შედეგია.
– ამასვე გააკეთებდა ყოველი პატიოსანი მსახური.
– თქვენ გინდათ რამინოს მხრიდან გმირული თავდადება... ინებეთ, ერთხელ, ჰიმალაის მთებში, ნადირის დევნით დაღლილები, ძლივს ამოვფორთხდით ნაპრალიდან. მე ფეხზე ვიდექი და ზურგიდან ჩანთას ვიხსნიდი, რამინო იჯდა და გახდილ ფეხსაცმლიდან ქვიშას ირეკდა. სრულიად მოულოდნელად ჩემ წინ აღიმართა ვეებერთელა დათვი.
იარაღის ხმარების დროც აღარ იყო; რამინო ისე მოხერხებულად წამოდგა, რომ ჩემსა და დათვის შუა გაჩნდა, გაშლილ თათებში ხელი სტაცა და ასე წუთით გაქვავდნენ. უეჭველია, დათვი ჩაბღუჯნიდა რამინოს, რომ იგი უეცრად არ დახრილიყო და თავი დათვის ყბის ქვეშ არ ამოეკრა. წონასწორობა დაკარგეს ორივემ, გადატრიალდა ორივე... მცირე დაქანების შემდეგ იწყებოდა თვალუწვდენელი სიბნელე... ორივე მორგვივით ერთმანეთში გადახვეული იქითკენ გაექანნენ... და აი, დავინახე, რომ რამინო ნიკაპით ხრამის პირას ჰკიდია... დათვი კი არ ჩანს... ხრამში გადავარდნის დროს რამინოს ხელი, უეჭველია,
შემთხვევით ჩაეტანებინა რაღაც ფესვისთვის და ამით გადარჩენილიყო. მაგრამ ქვედა ტანი ვეღარ ამოეტანა ზევით, ისე დამტვრეულ-დაბეგვილი ჰქონდა სხეული... მინდოდა ამომეზიდა, მაგრამ მომაძახა:
– ა, ა, ნუ მანძრევთ... კუნძი სუსტია... ხელში სრულიად ამოვარდება. გადახლართეთ იღლიის ქვეშ გულ-მკერდზე ბაწარი და მოადევით ზევით ხეს და ისე ამწიეთ...
ოღონდ ჩქარა, თორემ ხელი მღალატობს...
ასეთი საშუალებით, გაჭირვებით, ცოტა ზევით ავათრიე... გვერდი გატეხილი აღმოჩნდა, ყური თითქმის მოგლეჯილი, გულზე და მუხლებზე კანი ჰქონდა გადამძვრალი, ფრჩხილები ამომძვრალი და არა თუ სიტყვა, კვნესაც არ აღმოხდენია, გონება არ დაკარგვია, არამედ ხმაც არ შესცვლია, აზროვნება არ შესუსტებია...
– ბედნიერია, ვინც ასე მაგარია, - ჩაილაპარაკა ელიმ.
– და წარმოიდგინეთ, მთელი ავადმყოფობის დროს თვითონ იძლეოდა განკარგულებას, თვითონ შეაკვრევინა ჭრილობები, თვითონ გააკეთებინა რაღაც ბალახების წვენი და იარებზე დააფენინა რაღაც ფოთლები... ჩვენს ექიმებზე უარი თქვა... დიდხანს იწვა, მაგრამ ისე ადგა, რომ ჭრილობის არც ერთი ნიშანი, არც ერთი ხაზი არ დარჩენია.
– ამას მეც დავამოწმებ. სხეული თითქოს ხელუხლებელი ჰქონდეს, მე იგი, უკაცრავად ქალბატონო, სრულიად შიშველი ვნახე. - დაადასტურა ბრომლეიმ.
– დიახ, ეს ვაჟკაცობაა! - დიდი ხნის სიჩუმის შემდეგ დაამატა ბრომლეიმ...
საუბარი არ ებმოდა.
– მე უფრო ყურადღებით მოგისმენდით, თქვენ რომ გეამბნათ იმ ახალგაზრდა ფრანგ დიპლომატზე, რომელიც მისმა ბიძამ, დიდმა მოხელემ, გააგზავნა ინდოეთში განსაკუთრებული საიდუმლო დავალებით, - ვეღარ შეიკავა ენა ბრომლეიმ, - ინგლისურმა გვარმა ხელი შეუწყო დაახლოებოდა ინგლისელ მოხელეებსაც...
სხვათა შორის, ის დაუმეგობრდა საიდუმლო საქმეთა ინგლისელ წარმომადგენელს, რომლის ხელში თავი მოეყარა ისეთ ცნობებსა და საბუთებს, ისეთ პირებთან გაება საიდუმლო კავშირი, რომ მისი თავიდან მოშორებას უეჭველად მოითხოვდა საფრანგეთის საქმის ვითარება.
მაგრამ ახალგაზრდა ფრანგმა, შეიძლება გამოუცდელობის გამო და შეიძლება თავისი რაინდული ხასიათის გამო, არ იკადრა ფარულად, სხვისი ხელით, ინგლისელის მოკვლა და ისარგებლა ქუჩაში მომხდარი რაღაც ჩოჩქოლით და იქვე ევროპული წესების დარღვევით, მართალია, თანაბრად შეიარაღებული მტერი,
რამდენჯერმე სასიკვდილოდ დაჭრა.
– თქვენ საიდან გაიგეთ ეს ამბავი?
– ყოველი ადამიანის შესახებ, რომელთანაც მე სავაჭრო ურთიერთობას ვიწყებ, ხშირად ჩემდა დაუკითხავადაც კი, ჩემი მდივანი აგროვებს ცნობებს.
– მაშ ჩემზედაც გექნებათ ცნობა, ბატონო ბრომლეი, - ჩაერია ლაპარაკში ელი.
– მე მოგახსენეთ „სავაჭრო ურთიერთობა“. ესთეტიკურ მხარეს მდივანი ვერ შეეხება...
ბრომლეის თავისი პასუხი მოეწონა.
– განაგრძეთ, განაგრძეთ დაწყებული ამბავი.
– შეტაკებას დიდი შედეგი მოჰყვა: ინგლის-საფრანგეთს შორის უსიამოვნო მიწერ-მოწერა დაიწყო; მსხვერპლად დაეცა, გარდა ახალგაზრდა დიპლომატისა, მისი ბიძაც...
ოჯახი გაუბედურდა... მაღალმა საზოგადოებამ ცუდად შეხედა არაჯენტლმენურ საქციელს. ახალგაზრდა გარიყული დარჩა, და იგი შეუდგა ცდას, როგორმე დიდი სიმდიდრის შეძენითა და ან რაიმე პოლიტიკური აქტით ერთბაშად გამოესყიდა შეცდომა, აღედგინა ოჯახი და თავისი სახელი...
– აი, თურმე რისთვის მაჩქარებდით, - ძალდატანებით გაიღიმა ჰექსლეიმ, - თქვენ ხომ რამინოზე მეკითხებოდით და არ მეგონა, თუ გაინტერესებდათ ვიღაც ფრანგი ახალგაზრდა დიპლომატის ზუსტი ბიოგრაფია, – ჰექსლეიმ ხაზი გაუსვა სიტყვას „ზუსტი“.
ელისთვისაც ნათელი გახდა, რომ ბრომლეიმ ბატონი ჰექსლეის ცხოვრების აღწერაში შეიტანა შესწორებები და ამ ორის დაპირისპირებამ უსიამოვნოდ იმოქმედა.
ბრომლეი მიუხვდა ქალს.
– ყოველ შემთხვევაში, მე ვუსურვებდი ახალგაზრდა ფრანგს კეთილშობილ მიზანს მიაღწიოს. მალე - ბრომლეი ახლა ეჩვეოდა სალონურ საუბარს და ეს აშკარა ლაპარაკი ძალიან ფარულ, მინიშნებით ნათქვამად ეჩვენებოდა, და ასეთი ხერხი ძალიან ახარებდა.
– წავიდეთ, თუ მივდივართ... - ვეღარ მოითმინა უხერხულობა ელიმ.
– ურიის ქალზე? - იკითხა შეშინებულმა ჰექსლეიმ.
– სიამოვნებით! - დაეთანხმა ელი.
– სადაც გინდათ, ოღონდ სამწუხარო არ იყოს... - დაამატა ბრომლეიმ.
– უკანასკნელ სცენას ნუღარ მოუცდით, რადგან ასეთი ნერვიული გახდით, ბატონო ბრომლეი, - ღიმილით შენიშნა ელიმ.
– ასეთი ღიმილით თუ დამაჯილდოვებთ, მოვრჩები...
ელიმ არაფერი უპასუხა და სამივე გაემართა კარებისკენ, რომ თეატრში წასასვლელად მომზადებულიყვნენ.
* * * * * * *
ყავახანა „საიდუმლო ბუ“.
წინა ოთახი.
მოსასხამს იხდიან.
სარკესთან ემბლემად დადგმულ უზარმაზარ ბუს მოციმციმე თვალებში ელიმ დაინახა, რომ ზანგი ქალი ხელით კოცნას უგზავნიდა ჰექსლეის; უკანასკნელსაც რაღაც უნდა ენიშნებინა, მაგრამ ჰექსლეის მხოლოდ ზურგი მოსჩანდა და თანაც იგი სწრაფად შემოუბრუნდა ელის და მიაწოდა მოსასხამის გახდის დროს ჩამორთმეული ქალის პატარა ჩანთა.
„ასე დამემართება მეც! ასე უნდა მოვიქცე მეც!“...
ამ შიშმა დაფარა ელის მთელი გონება და სხეული.
– ქალბატონი გორდელიანისა მოდის...
პატარა მაგიდასთან მჯდომმა ორმა მოსაუბრემ შორიდან დაუწყეს მორიდებული ყურება, როცა მათ ჩამოუარა ელიმ, ერთი მათგანი ადგა - მას მეორეც აჰყვა და თავმდაბლად დაუკრეს თავი.
– წარმოიდგინე, კონრად, მე თავს არ ვიდებდი ამ ქალის სურათის დახატვას, - ძალიან ბევრია მასში შინაგანი დიდებულება, რაც არ მეხერხება, ან საიდან უნდა შეეძინა ჩემს ფუნჯს ასეთი უნარი, - ოცი წლამდე ერთი თავისუფლად გაზრდილი ადამიანი არ მინახავს...
– მე კი სიამოვნებით ვცდიდი, მაგრამ ქალბატონს გადაჭრილი უარი განუცხადებია, - მილიარდერ „დავენიძლაოსთვის“?
– დიახ, მისთვის... ნანახი სურათებიდან ყველაზე მეტად მოსწონებია ლენბახის „დედა და ბავშვი“, კაულბახის „მადელაინა“, რიდლის „საკუნტალა“ და ბიოკლინის „მელანქოლია“. უთქვამს, რომ თუ შესაძლებელი იქნებოდა, სიამოვნებით დაახატვინებდა თავს ერთ-ერთ ამ მხატვარს.
– სტილების ასეთი შერევა ვერ ადასტურებს ქალბატონის ესთეტიკურ განათლებას.
– სამაგიეროდ, ეს მოწმობს, რომ ოთხივე სურათში არის ამ ქალის თვისებები... აი, დააკვირდით, ამ ღრმა თვალებში ოცნებაც არის, გამბედაობაც და შიშიც. მისი მოძრაობებიდან და სახიდან ჩანს, რომ ის დარწმუნებულია თავის სიდიადეში, და ამავე დროს, ზოგიერთ ნაკვთზე ერთგვარი გაოცებაც ეტყობა.
– და ამით თქვენი თეორიაც მართლდება, რომ ხელოვნებაში საშუალო მცოდნეს, ხელოვნების მოყვარულს, მხოლოდ ის მოსწონს, რაშიც მისი ნაწილი მაინც არის გამოსახული...
– ხელები, ხელები! – მხატვარმა სათვალეები გაისწორა. – ისინი სწორედ კაულბახს უნდა დაეხატა! გამაცანით ერთი...
– სიამოვნებით, ოღონდ აქ არ შეიძლება.
– რა თქმა უნდა, აქ არა...
* * * * * * *
ელი იღებს მიწოდებულ ხოხობს სწრაფად, ჭრის მას და თავში უელვებს აზრი: „ამას მოუხდება მძაღე ან კვაწარახი!“
– კაბარე გათავდა? – ეკითხება ბრომლეი შორიახლოს მდგომ მეტრ დ’ოტელს.
– არა, ბატონო ბრომლეი, ახლა იქნება ყველაზე ეგზოტიკური ნომერი, – ძლივს ასწრებს პასუხის გაცემას მეტრ დ’ოტელი, როცა ფარდა იშლება.
სცენაზე გამოდიან კონფერანსიე და ინდოელი ბენ-საიდი. ბენ-საიდს აცვია ჭრელი ხალათი, თავზე თეთრი დოლბანდი აქვს, და აქვს თითქოს შეღებილი, ყორნისფერი შავი ულვაშები. ის წელში იკეცება და სალამს აძლევს.
ბენ-საიდმა სახელოდან გამოიღო დიდი კალათი, რომელიც მანამდე სრულიად უჩინარი იყო.
კონფერანსიე ამბობს:
– ჩვენს კაბარეს თავისი მობრძანებით პატივი დასდო ცნობილმა მეცნიერმა – ბუნებისმეტყველმა – პროფესორმა ოტო კირნერმა. ვთხოვოთ, მე ვთხოვ დირექციის სახელით, ნუ დაიზარებს და დაგვიმოწმოს, რომ ამ კალათაში მყოფი ორივე გველი შხამიანია და რომ მათ კბილები არ აქვთ ამოღებული...
ბენ-საიდი კიდევ ერთხელ გაიკეცა შუაზე.
– ვთხოვთ! ვთხოვთ! – გაისმა ხმა.
და მთელი კაბარეს ათასი თვალი სწრაფად შეიკრიბა და მიაჩერდა სუფრას, სადაც ორი ახალგაზრდა ქალი და სამი კაცი ისხდნენ.
ერთ-ერთი მამაკაცი ოდნავ უარზე იყო, მაგრამ ადგა და სცენაზე ავიდა.
ინდოელმა კალათს თავი ახსნა და ორი გრძელი, ჭრელი გველი ჩამოეკიდა მის ორ ხელს.
პროფესორმა გველები გასინჯა.
ნაწილი 5
„– გააღებინეთ პირი!..“
ბენ-საიდმა გველებს პირები გაუხსნა.
პროფესორი სცენის წინ გამოვიდა და ნათლად განაცხადა:
„– მე ვადასტურებ, რომ ორი გველი შემოწმებულია. კალათაში მეტი არ არის. ისინი ნამდვილად შხამიან ჯიშს მიეკუთვნებიან და მათი შხამიანი კბილები ადგილზე აქვთ.“
სცენაზე მხოლოდ ბენ-საიდი დარჩა. მან კიდევ ერთხელ მოწიწებით დაუკრა თავი მაყურებლებს. საყელოდან ამოიღო საკმაოდ დიდი დიპლიპიტო (პატარა დოლი), პირიდან კი დასაკრავი ჯოხები.
შემდეგ სცენის კუთხეში ფეხი მოირთხა (მოკეცა) და დიპლიპიტოდან რაღაც უცნაური რიტმი გამოსცა... გველებმა თავები ამოყვეს კალათიდან...
და სცენის უკანა ფარდიდან ქალი გამოხტა...
„– საკუნტალა!..“
„– მშვენიერია!“ – შენიშნეს აქა-იქ.
ქალს თითქოს არ ეცვა არაფერი. მას ეცვა უსახელო, მოკლე პერანგი, რომელიც მთლიანად გაცრცვილი (გამჭვირვალე) იყო და დაგრეხილი ოქროს ძაფით ჰქონდა შემორტყმული. ეს იყო მჭიდროდ ნაქსოვი, მაგრამ ქაფივით ნაზი დარაიას (ძვირფასი ქსოვილი) ქსოვილი, რომელიც ამოღიავებული (ღია) იყო.
მისი თმა იყო შეკრეჭილი, შავი და აბურდული.
სხეული ჰქონდა აგურისფერი, მკვრივი, ალეწილი (დაძაბული), მოქნილი, ვნებიანი თავიდან ფეხებამდე და უმწიკვლო (სუფთა), დახვეწილი შავი თვალები.
ქალმა სცენა შემოირბინა. დიპლიპიტოს რიტმს ააყოლა სხეულის რხევა.
შუაში გაჩერდა, ხელებაპყრობილი (ხელებგაშლილი) და მიაჩერდა გველებს, რომლებიც ნელა, ზოზინით (ნელა) მოძრაობდნენ, ახლა უკვე მოშხამული თვალებით.
ერთი გველი წინ მოდიოდა, მეორე უკან მიჰყვებოდა. ისინი მიუახლოვდნენ.
ერთი გველი შეეხო ქალის მარცხენა ფეხის ცერს, აჰყვა, ღვედივით (ქამარივით) შემოეკლაკნა (შემოეხვია) კუნთებს და თავი ფეხთა თაღებს შუა შეჰყო.
შემდეგ გამოჩნდა მარჯვენა გვერდზე და თავი მარცხენა მკერდის კუკურს (ამობურცულ ნაწილს) დაადო.
მეორე გველი უფრო დინჯად (ნელა და მშვიდად) და უფრო ვნებით ეხვეოდა ჯერ მარჯვენა ფეხს. დიდხანს არ შორდებოდა შეხებულ ადგილს, მაგრამ მაინც მიაღწია სასურველ ადგილს – მკერდს.
და დაღლილი უძრავად დაესვენა.
ქალს შეხებაზე მთელ ტანში ჟრუანტელი უვლიდა. ცივი შეხება ცეცხლად ხვდებოდა.
ანთებული (აღელვებული) იყო, რადგან მთელ ტანს ნეტარება ედებოდა. დაწვდა ქვევით გველების კუდებს და ჰაერში გააჩერა ისინი გაშლილ ხელისგულზე.
გველები მთელი სხეულით შემოეხვივნენ დასხლეტილ (მოქნილ) მკლავებს...
ქალი დატრიალდა. ჟინმორეულმა (ვნებით შეპყრობილმა) დაავლო ხელები გველების თავებს, გადაივლო ყელზე და ქვევით ჩამოუშვა, როგორც უცხო უღელის (მძიმე ტვირთის) ტაბიკები (სამაგრები).
ქალმა მეტი ვეღარ გაუძლო, დაიღალა. იმისთვის, რომ გველებისთვის არაფერი ევნო, ფრთხილად დაეშვა ნოხზე.
გველებმა ჯვარედინად (ჯვარივით) კიდევ ერთხელ გადაირბინეს ქალის სხეულზე და თვითონაც ქანცგამოლეულნი (გამოფიტულნი), დასასვენებლად კალათაში დაიგრაგნენ.
„– საუცხოვოა! – მშვენიერია! – დიდებულია! – ვაშა!!“
მაგრამ ვერც ქალი და ვერც გველები, განცდებისგან მოთენთილნი (დაღლილნი), ვერ გამოდიოდნენ ფარდაახდილ სცენაზე. მხოლოდ ბენ-საიდი იკეცებოდა (ქედს იხრიდა).
ჯონ ჰექსლეი თითქოს ამქვეყნად არ იყო. სიგარის ბოლში გახვეული, ცეკვის დაწყებიდან აქამდე არ იძროდა ადგილიდან. გაფართოებული თვალები თითქოს სამუდამოდ ინახავდნენ ამ სანახაობას.
ჰექსლეი ქალთან ერთად თითქოს გრძნობდა გველების სიგრილეს, მათ ხვევნას (მოხვევას)...
და საშინელი და სასიამოვნო წყურვილი ჰქონდა.
ელის უეცრად მოაგონდა, როგორ გაექცა ახლად ჯვარდაწერილ ქმარს თბილისის ახლოს, სადღაც სადგურზე, როგორ გადმოხტა რონოდიდან (მატარებლიდან)...
მაგრამ მოიკრიფა ნებისყოფა, გააქნია თავი, თითქოს დაიბერტყა (მოიშორა) აზროვნება და მოგონება მოიშორა.
„– ამ ზანტმა (ნელმა) გერმანელებმაც კი გადააჭარბეს,“ – მიმართა ელიმ თანამსხდომთ, რომ მოგონებები ასე არ მოსწოლოდნენ თავს.
ამ სიტყვებმა ჰექსლეის ბინდი (ნისლი) გაუფანტეს.
„– როგორ მოგეწონათ?“ – დაეკითხა ჰექსლეი.
„– მომწონს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს მეზობელს ჭამა შეაჩერებინა,“ – ქართულად უპასუხა ელიმ.
„– რა ბოროტი ენა გაქვთ!..“ – ფრანგულად უპასუხა ჰექსლეიმ.
„– რა ბრძანა ქალბატონმა?“
„– უკაცრავად...“ – ოდნავ შეკრთა ელი.
„– არ მოსწონს ცეკვა...“ – გამოასწორა უხერხულობა ჰექსლეიმ.
„– რას ბრძანებთ, მშვენიერებაა!..“
„– არა, ქალი ვერ ცეკვავს ისე ეშხით (ვნებით), როგორც შეიძლებოდა,“ – ჟინიანად (დაჟინებით) გაიმეორა ელიმ.
„– უკეთესი მოცეკვავე მე არ მინახავს,“ – ჩაურთო სიტყვა ჰექსლეიმ.
„– რა ვუყოთ, ჩემო კარგო, განა ყველაფერი გინახავთ?“
„– ვინ იცეკვებდა უკეთ?“
„– ეს არ ვიცი, მაგრამ ქალმა ვერ გამოხატა შიშის ჟრუანტელით (შიშისგან გამოწვეული კანკალით) ნარევი სიტკბოება.“
„– დამისახელეთ მაინც...“
ეს უკვე ერთგვარ გამოწვევას ჰგავდა.
„– აი თუნდაც მე...“ – მზაკვრული (ეშმაკური) ღიმილით წამოცდა ელის.
„– რაო? თქვენ იცეკვებდით?“ – ბრომლეი ისეთი სისწრაფით შებრუნდა სავარძელზე, რომ სიგარის ფერფლი კალთაში ჩაუვარდა.
„– რომ მიჭირდეს, როგორც იმ საცოდავ ქალს, დიაღაც (დიახაც)!“
მისტერ ბრომლეი ელის თვალებში ჩააშტერდა:
„– თუ თქვენ იცეკვებთ, მიბრძანეთ, რაც კი გნებავთ, მიყმეთ (დამიმორჩილეთ), თუ ეს საჭიროა.“
„– წამიყვანეთ თბილისში,“ – თითქოს წამოცდა ელის.
ჰექსლეი:
„– აკი მოგახსენეთ, აქედან წასვლა მთელი ჩემი საქმეების დანგრევას გამოიწვევს-თქო.“
ბრომლეი ელის:
„– რატომ არ მიბრძანეთ ამდენ ხანს, ჩემთვის ეს ადვილი მოსაგვარებელი იყო. (ჰექსლეის მიმართ) მე ვიცი, თქვენ გეშინიათ... ფიქრობთ, რომ აქციები კიდევ უფრო დაეცემა; მე ვყიდულობ ყველას... დღესვე.“
„– თანახმა ხართ?“ – ისევ დაეკითხა ბრომლეი ელის.
„– კი! ...“
ჰექსლეის რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ ენა თითქოს შეუჩერა ელის დაჟინებულმა სახემ და, შესაძლოა, ბრომლეის მეტად ხელსაყრელმა წინადადებამ.
„... ოღონდ წამიყვანეთ თბილისში.“
„აი აქ თუ დავძლევ მეტოქეს,“ – გაიფიქრა ბრომლეიმ.
„– გაძლევთ სიტყვას.“
ბრომლეი მთვრალივით ადგა, რომ შესაბამისი განკარგულებები მიეცა.
„– თუმცა ჩემთვის ეს უმაღლესი ნეტარება იქნება, მაგრამ მე არ დამაბრალოთ.“
ავადმყოფური ხმით, სახეალეწილი (დაძაბული სახით) ეუბნებოდა სუფრაზე გადახრილი ჰექსლეი ელის.
მაგრამ ელის აღარაფერი ესმოდა მოსაუბრისგან. კინოსავით თვალწინ მიურბოდა მტკვარზე მცურავი ბორანი (ბორანი - პლატფორმა მდინარეზე გადასასვლელად)... ფიქრის გორა... პანსიონის კვიპაროსები... მამა...
სიონი... ნარიყალას ნანგრევები... ოთახი სადღაც ჩიხში... და სულ ბოლოს – ტკბილი ძიძა.
„– რას აკეთებთ, გადაირიეთ?!“ – ჩაილუღლუღა (ჩუმად თქვა) ყავახანაში შემთხვევით მყოფმა ვიღაც ქართველმა.
„– სულ ერთია! იქნებ თბილისი ვნახო მაინც...“
ცალკე დარბაზში, ხალიჩაგადაფარებული მაგიდებიდან სასწრაფოდ გააკეთეს სცენა.
კაბარესთვის გამოწყობილ ელის თითქმის გადაცმაც კი არ დასჭირვებია – ცოტა რამ მოიშორა და მზად იყო.
თაყვანისცემით შემოვიდა ინდოელი.
დადგა კალათი. მიუჯდა კუთხეში.
ფანჯარაში სილუეტები გამოჩნდა.
ყავახანის განსაკუთრებულად განებივრებულ (განსაკუთრებული პრივილეგიების მქონე) სტუმრებს ფარეშებმა (მომსახურე პერსონალმა) მოახერხეს სადღაციდან ცალი თვალით მაინც ეცქირნათ.
დანარჩენებს შურდათ...
ბრომლეი გრძელ სავარძელზე (ლონგშესზე) მიესვენა ნეტარებაში სათვლემათ (თვალების დასახუჭად, დასასვენებლად).
ჰექსლეი სავარძელს მიაწვა, თითქოს სცენისკენ მას უკვე რაღაც იტაცებდა.
კარებში იდგა გაცრცვილ (გამჭვირვალე) ტანზე ხალათმოსხმული ინდოელი ქალი – განცვიფრებული, შურიანი და გატაცებული...
„– დავანებოთ, ქალბატონო, ამას თავი,“ – გულწრფელად და რაღაც ტანჯვით შეევედრა ბრომლეი უკვე სცენაზე მდგომ ელის.
„– არა, მე უნდა,“ – ელიმ გადაყლაპა სიტყვა „დავიმსახურო“ და წინადადება ასე დაამთავრა, „– თბილისში წავიდე...“
„– არ ღირს ასეთ საფრთხედ... მე ისედაც წაგიყვანთ...“
„– არა!“ – ღიმილით უპასუხა ელიმ და მოსასხამი გადააგდო. მან შეხედა, რომ ინდოელმა დიპლიპიტო დასაკრავად მოიმარჯვა (მოამზადა).
ელის სხეული არ იყო არც სლაველი ქალის თეთრი სხეული, არც ინდოელის კრამიტისფერი.
ქართველი ქალის უცნაური კანი – თეთრი, მაგრამ მზენაკრავი (მზისგან ოდნავ შეფერადებული), ფერმკრთალი, დახვეწილი, მაგრამ არა გათლილი (ზედმეტად გლუვი).
ევროპულ ჩარჩოში მოკვეთილი (მოქცეული), ძველი ქართველი დარდიმანდი (უდარდელი, მხიარული) – ვინმე გიორგი შერვაშიძე ან შაქრო მაღალაშვილი – თუ შეამჩნევდა, რომ მას უმანკოების (უდანაშაულობის) ფიფქი დასცვენოდა.
ინდოელი უეცრად მივარდა ელის და ტუჩებთან დაყნოსა... ელიმ ღიმილით მოიშორა.
„– არ შეიძლება, არ შეიძლება, ქალბატონს შამპანური უსვამს, ღვინო, კონიაკი – არ შეიძლება!“
„– არაფერია, პირს დავკუმშავ (დავხურავ), ნუ გეშინია!“ – იღიმება ჟინიანი (ვნებიანი) ელი.
„– ნუ ბოდავ (უაზროდ ნუ ლაპარაკობ), დაუკარი!“ – შეუბღვირა ჰექსლეიმ.
„– არ შეიძლება, ღვინო, შამპანური, სუნი,“ – ბუტბუტებდა (ჩუმად ლაპარაკობდა) დამტვრეული ინგლისურით ინდოელი.
„– რას სულელობ, ყველაფერს იხდის! დაუკარი მაგ ჯანდაბას!“ – მივარდა მეტრ დ’ოტელი (რესტორნის მმართველი).
დაიწყო.
ბაგე-გაპობილი (გაღებული პირით), კდემადაკარგული (სირცხვილმოხსნილი), თითქმის ტიტველი ქალი ინსტინქტურად ისწორებდა, სწეწდა (იჩეჩდა), აბურბუშებდა (აფუმფულებდა) აღმართული ხელებით თმას და ელოდა ახლა კიდევ უფრო ნელა, მოწესრიგებულად მოსრიალე გველებს.
და ამ შეუფერებელ დროს ელის ნათლად ეხატებოდა თვალწინ... როგორ გაექცა ახლად ჯვარდაწერილ ქმარს, გადმოხტა მატარებლიდან თბილისის ახლოს სადგურზე... ეშინოდა, განსაკუთრებით ყველაზე წარმოსადეგი (შთამბეჭდავი), მტვერში გამურული (გამურული - ჭვარტლით დაფარული), შორიდან მოსული, ალით გაწითლებული ჯარისკაცის, რომელიც ხელებდაკრეფილი (დოინჯშემოყრილი) და ზედმეტი აღელვებისგან ნელა უახლოვდებოდა... „ხელს თუ შემახებს, გადავარდები ხრამში.“ მაგრამ გრძნობდა, რომ ეს შეხება იქნებოდა უმწვავესი (ყველაზე მძაფრი) და უტკბესი... და შემდეგ... უცნობმა კაცმა, ქართველმა, შემდეგ ქმარმა, შვინდაძემ, ხელჩაჭიდებული მიჰყავდა ალით განათებულ მატარებლის ლიანდაგებს შორის, რაღაც ბილიკით მოხერხებულად... ელი უკან-უკან იხედებოდა... და
ის ჯარისკაცი მხოლოდ ერთი თან მისდევდა... სხვები ჩამოშორდნენ... უცნობი ქართველი შემოუბრუნდა, ესროლა, წააქცია. ელის უნდოდა მივარდნოდა წაქცეულს და რაღაც მოემოქმედა... რა? ეშმაკმა იცის... მაგრამ შვინდაძემ ძალით წაათრია. ვერც კი მიხვდა, რისთვის მიიწევდა ელი... ეგონა, გაგიჟდა, ეგონა, შეეცოდა!
ელის უნდოდა მოგონებები მოეშორებინა თავიდან, მაგრამ არ ეყო ნებისყოფა...
ვერც გაინძრა, სხვა მიზნითაც იყო შებოჭილი (შეკავებული).
სასოწარკვეთით (იმედგაცრუებით) ჩაიქნია ხელი და ეს ცეკვის შესაფერისი გამოდგა – ვნებაში მილევა (ვნებით გათანგვა) აღნიშნა...
ქალი ცივი ტანის შეხებამ ნეტარებას მისცა, სრულიად დაათრო. გველები ეხვეოდნენ მეტი აღტაცებით, ეკვროდნენ და ეტმასნებოდნენ (ეწებებოდნენ) თეთრ, ატლასისფერ კანს, რომელსაც ხელიც არ შეხებოდა თითქოს, ისე გამოიყურებოდა... ნაზსა და რბილს, მხურვალეს, ვნებიანს, გველებისთვის კი მწველს (მწვავს).
ქალის ამაჟრჟოლებელ (მკანკალე) რხევას, ხელისა და ფეხის თითებამდე მისულ ვნებას, რომელიც გამომჟღავნებული იყო ნამიანი (ცვარ-ნაკრავ) სხეულზე, თვალების ელვარებაზე, კბილების თეთრ კრთომაზე (ციმციმზე) წითელ ბაგეებს შორის, შურით შესცქეროდა თვით ინდოელი მოცეკვავე ქალი.
აღტაცებით და გაგიჟებით ჩაშტერებოდა ბენ-საიდი, გველების ჯადოქარი. გაქვავებული (გაყინული), დარეტიანებული (გაოგნებული), გაფართოებული თვალებით უხმოდ შეჰღაღადებდა (მიმართავდა) სავარძელზე დაბჯენილი (მიყრდნობილი) ჰექსლეი... ბრომლეი ჩაკეცილი, მოკუჭული (მოკუნტული) ეგდო დივანში სულგანაბული (სუნთქვაშეკრული), თითქოს ცქერას ერიდებოდაო, რაღაცის ეშინოდა და თვალს ვერ აშორებდა.
გველები, ძველებურად მოწესრიგებულად შეძვრნენ ფეხებში, გამოჩნდნენ წვივებში, ისევ დაიკარგნენ და ისევ გადმოყვეს თავი ფერდებზე, საკინძურჩამოვარდნილ (ღილებიდან ამოვარდნილი) პერანგში...
აიწივნენ, გადაიხლართნენ და ჯვარედინად ერთმა მარჯვენა მკერდს, მეორემ მარცხენა მკერდს თითქოს სამუდამოდ დაადეს თავი.
ქალი არ ჩქარობდა, ის უფრო და უფრო ცდილობდა შეესვა სიგრილე ტანზე შემოჭერილი (შემოხვეული) სხეულებისგან და დაელევინებინა ამ მოალერსეებისთვის (მომფერებლებისთვის) თავისი არსების მზე...
„– ჭეშმარიტად ეს არის გველების ღმერთი ქალი! მჯობნის! მჯობნის!“ – ბუტბუტებდა თავის გაუგებარ ენაზე ინდოელი მოცეკვავე ქალი.
„– ამ ქალით დავიპყრობდი ინდოეთს, თუ გამომყვებოდა. ყმად (მონად) დამიდგებოდა მაჰარაჯა. ღვთაებაა, მშვენიერებაა,“ – ფიქრობდა ბენ-საიდი.
„– იგი ჩაიკრა, იგი მიისრისო გულზე, რა არის უმაღლესი!“ – ასე ფიქრობდნენ ინდოელი ბენ-საიდი, ფანჯრებში შემომცქერალი რესტორნის სტუმრები და, მგონი, თვით კედლებიც, სცენა და განსაკუთრებით დიპლიპიტო, რომელიც ახლა სრულიად გახელებული (გაგიჟებული), გადარეული, ყოველ საზომსა და ტემპს გადასული იყო.
ქალი დაიხარა, გველების კუდები ზევით აიტანა. გველები აქაც შემოეჭვდნენ (შემოეხვივნენ) მოქნილ მკლავებს. ქალმა მოალერსე ხელები შემოავლო გველების თავებს... სიყვარულით გაჟღენთილი, ამღვრეული (დაბინდული), მინელებული თვალები ქვევით დახარა და გაპობილი (გაღებული) ბაგეები უნდოდა ეკოცნა ჭრელი მიჯნურებისთვის (საყვარლებისთვის), რომ შემდეგ ყელსაბმურად (ყელსაბამის მსგავსად) შემოევლო...
დარეტიანებულ (გაოგნებულ) გედასავით ტორტმანით (რხევით) დაეშვა ნოხზე.
სურათის დასამთავრებლად ესეც მშვენიერი გამოდგა.
ყველა სულგანაბული (სუნთქვაშეკრული) იყო, აღტაცების გამოსათქმელად ელოდნენ წუთს, როცა ელი ფეხზე წამოდგებოდა.
ურწმუნოებმა (გველებმა) ტანზე გადაისრიალეს და სისინით გაიზლაზნენ (ნელა გაცოცდნენ) კალათებისკენ...
პირველი ჰექსლეი გაექანა. გზაზე ერთ გველს ქუსლი თავში ჩაჰკრა. როცა მივარდნილი ინდოელი ხელის შეშლას უპირებდა, მუშტით ნაჭერივით მიაგდო შორეულ კუთხეში.
მეორესკენ გაექანა, მაგრამ მოაგონდა, რომ მისი მოკვლა არაფრად ღირდა და დაიღრიალა დაჭრილივით:
„– ექიმი!“
წუთით დაცარიელებულ ოთახს მიაშურა (მივიდა) ყველამ.
ინდოელებმა მიხვდნენ, რომ კარგი არაფერი მოელოდათ და გველებიანად მიიმალნენ. კარებში კი ბენ-საიდმა მოასწრო მეტრ დ’ოტელისთვის ჩაუფუჩუნებია (ჩუმად ეთქვა):
„– აკი ვთქვი, შამპანური, ღვინო, სუნი არ შეიძლება-თქო.“ გვერდზე თითქოს წამოწოლილი ქალი გულაღმა (ზურგზე) გადმოაბრუნეს, ხელი მოაშორებინეს ლოყას და მაშინ დაინახეს ყურის ძირში შემხმარი ერთადერთი წვეთი სისხლი.
ექიმმა მობანა.
„– მობანას სისხლის ამოწუწნა (ამოწოვა) სჯობია,“ – შენიშნა ვიღაცამ.
ბევრი წაიწია (წინ წავიდა).
„– ოღონდ გაფხაჭნული არ გქონდეთ ნუნა (ღრძილი), ან ამოხრული (დაზიანებული) კბილი.“
შეჩერდნენ.
ბრომლეი საქმიანად მივიდა, ჭრილობა ამოწუწნა.
ქალმა თვალი გაახილა.
პირის კანი დარბილებულიყო შესახედავადაც კი.
„– უშველეთ... მამას! შელოცვა... როსკანმა... გამომიგზავნოს...“
„– რაო?“ – იკითხა ბრომლეიმ.
განუმეორეს.
იმავ წამს აწკრიალდა ტელეფონები, ტელეგრაფი, რადიო. ვიღაცამ ბრძანა, ვიღაცამ გაგზავნა და...
თბილისში
გაუგებარმა რადიომ
ვიღაც განაცვიფრა;
ვიღაც გააბრაზა.
მილიცია აფორიაქდა (აღელდა).
ვერ გაიგეს,
ეგონათ რაღაც ხერხი – რაღაც ნიშანი;
ბანკის გამგე გაიწვიეს (დაიბარეს).
ვიღაც დააკავა მილიციამ
ყოველ შემთხვევისთვის...
ეჭვები გაფანტა ინგლისის საკონსულოს მომდევნო ტელეგრამამ.
და ისევ აწკრიალდა ტელეფონი.
ტელეგრაფი აკაკუნებდა და სოფლის მახლობელ სადგურიდან ქაფში გავლებული (გაოფლიანებული, ქაფმორეული) ორი ცხენი მიადგა როსკანას ოდას (დიდ სახლს).
ახალგაზრდა მხედარმა მოხუც ქალს თხილის ჯოხი დაუგდო წინ. ქალი ბუტბუტებდა თბილი წყლით სავსე კარდალაზე (დიდი ხის ჭურჭელი):
მოხუცი ქალი ლოცვას ამბობდა: „ღვთის, მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით! ეს არის ლოცვა გველის ნაკბენზე, კერძოდ, ასპიტის ნაკბენზე: სანთე, რონთე, კანთე, როქაფთეს, ასმათეს. ამ ლოცვით გველი ასპიტი მოკვდეს და მისი ნაკბენი მოშუშდეს...“
თან ჰაერში, წყლის ზემოთ, ხელით რაღაც მკითხაობის ხაზებს ხატავდა.
მან მოსულ ადამიანს ერთი ჭიქა ნაკურთხი წყალი დაალევინა. კიდევ ორი ჭიქა ბოთლში ჩაუსხა, რომ ავადმყოფთან წაეღოთ.
პირველი ცხენოსანი ოთახიდან გავიდა.
მეორე ცხენოსანმა ქალს სთხოვა, შელოცვა ჩაეწერა.
ქალმა უარი თქვა თავის გაქნევით.
– რამდენიც გინდა, მთხოვე.
– 500 მანეთი, – დედაბერს ეს თანხა ოცნების ზღვრად მიაჩნდა. ცხენოსანმა მისცა ეს ფული და...
და რადიომ ყველასთვის გაუგებარი სიტყვები გადასცა. ეს სიტყვები გადაიტანეს იქ, სადაც მთელი ლაბორატორია იყო დაქირავებული. იქ დარაჯობდნენ და თათბირობდნენ მსოფლიოში განთქმული ექიმები, რომლებიც ლონდონიდან, ბერლინიდან და ვენიდან იყვნენ გამოწერილი. სადღაც კალკუტის უნივერსიტეტის კლინიკიდან მიიღეს ცნობა, რომ ახლად გამოგონილმა შრატმა იმედები ვერ გაამართლა. ის შხამის დამამარცხებელი არ აღმოჩნდა, არამედ მხოლოდ აგრძელებს დაგესვლის მიმდინარეობასო.
* * * * * * *
– დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ჩემი გაკოტრება არ გენებებათ... მგზავრები გადასვლას აპირებენ... გთხოვთ, რაც შეიძლება სასწრაფოდ...
ბრომლეიმ წინადადება არ დაამთავრებინა:
– მთელი სასტუმრო ჩემი დაქირავებულია. ვისაც უნდა, დარჩეს უფასოდ. ვინც გადასვლას მოისურვებს, ჩემი ხარჯით გადაუტანეთ ბარგი. ვინც ვერ გაასწორებს ანგარიშს, მე დამაწერეთ. ეს საუკეთესო რეკლამაა და დიდი მოგება იქნება თქვენთვის.
სასტუმროს მმართველმა ჯერ ვერ გაიგო ეს განკარგულება. შემდეგ კი გახარებულმა თავის კვრით დაიხია კარებისკენ.
– მოითმინეთ, – მიაძახა ბრომლეიმ, – გთხოვთ, მთელ სასტუმროს ზედა კედლიდან ქვაფენილამდე შავი ხავერდი ჩამოაფაროთ. ისე, რომ არსად არ გამოჩნდეს კედელი. ფანჯრებსა და კარებს ყვავილების გირლანდებით მორთავთ. ქვემოთ მაღაზიებს, თქვენ თვითონ შეუთანხმდებით, რომ დაკეტონ და სამგლოვიაროდ მოწყობის ნება დაგრთონ.
– ვეცდები.
– კი არ ეცდებით, შეასრულებთ!
* * * * * * *
– ცოტა დრო გვაქვს... სამგლოვიარო მარშის დაწერა სრულიად შეუძლებელია.
ნაწილი 6
ბრომლეიმ თქვა: „მე არ ვითხოვ, რომ თქვენ დაწეროთ რაიმე ახალი და ორიგინალური. სრულიად საკმარისად ჩავთვლი, თუ ამ უჩვეულო და განსხვავებული სიტუაციის შესაბამისად, შექმნით ერთ ნაწარმოებს, თუნდაც ისეთივე ერთმანეთში გადაბმულს, როგორც შემთხვევით იყო გადაბმული ამ მშვენიერი ქალის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდი:
შავი ზღვის პირას მდებარე ჩვენთვის უცნობი ქვეყანა; თავადი ქალი; ქმარი, რომელიც იყო ცუდი და ქმარი, რომელიც იყო მშიშარა; უკიდურესი სიღარიბე; ქმარ-შვილის სიყვარული და... პარიზი: ფუფუნება; კეკლუცი ქალის მდგომარეობა... მაგრამ სული კი მაღალი. სხვადასხვა კომპოზიტორის ნაწარმოებებში თქვენ იპოვით მასალას... უკაცრავად, მე უკვე ჩავერიე თქვენს საქმეში.“
მდივანმა პატრონის განმარტება ჩაიწერა და გვერდით მიაწერა „გ“, რაც ნიშნავდა „გენიოსია ბრომლეი“.
„სიმდიდრე ადამიანს გამბედაობას აძლევს, გამბედაობა კი ზოგჯერ უხეშია“ – ასე შეაფასა გულში კომპოზიტორმა ბრომლეის მოსაზრებები, ხმამაღლა კი უპასუხა:
„ასე შეიძლება... მოხერხდება.“
„დასწავლას როდისღა მოვასწრებთ?“ – ჩაერია ლოტბარი.
„ნაწილ-ნაწილად, რასაც აარჩევთ, ის ასწავლეთ... ნოტების შეძენა, გადაწერა და სხვა – არაფერი დაზოგოთ... კანტორა აგინაზღაურებთ... რეპეტიციები ავტომობილში ჩაატარეთ.“
თინომ შენიშნა, რომ ამ პანაშვიდზე მას ახალი საზაფხულო ქუდი და კურტკის ზომის ჩანთა ეკეთა.
* * * * * * *
ბრომლეი 7 საათზე ჩვეულებრივად შეუდგა საქმეს.
მდივანი წარუდგა:
„დღეისათვის?“
„ყველაფერი მზად არის.“
„ავტომობილები, თვითმფრინავები, სადილი, კატაფალკა ისეა, როგორც გადავწყვიტეთ?“
„დიახ!“
„ხალხის გამასპინძლება ქართული წესით.“
„ათი ათასი ადამიანისთვის მარსის მოედანზე... თუ დაგვჭირდა, 15 ათასისთვის გვაქვს მარაგი.“
„ქანდაკება?“
„როცა ბაღს ავტომობილებიდან გადმოვიტანთ და ეზოში გავაშენებთ, ქანდაკებაც მოგვისწრებს... ყველაფერი გათვლილია.“
„ახლა რა არის გაკეთებული?“
„აი, მიირთვით ფოტოგრაფია.“
„კეთილი... მორიგი საქმეები?“
„ლონდონიდან გვთხოვენ, პურის მთელი მარაგი გადავცეთ.“
„მოგება?“
„4 პროცენტი.“
„მთელი მოგება?“
„დაახლოებით 100 000.“
„ზუსტი რიცხვი?“
მდივანმა ქაღალდები გადაფურცლა და მოახსენა:
„98 694.“
„რას ამბობს ჩვენი წარმომადგენელი?“
„ეს უდიდესი ფასიაო, ახლა დაიკლებსო, რადგან არგენტინიდან პური დაიძრაო.“
„თანახმა ვარ. შემდეგი?“
„ხომალდები იყიდება ორჯერ მეტ ფასად, ვიდრე სავარაუდოდ დავავალეთ აგენტს.“
„რატომ მოხდა ასე?“
„ფასი ერთი თვის წინ იყო მიცემული, მაშინ აგენტმა თავისი პასუხისმგებლობით და თქვენი თანხმობით გაყიდვა შეაჩერა.“
„ვიცი, ვიცი... მე გკითხეთ, ასეთი შეცდომა რატომ მოგივიდათ-მეთქი.“
„ჩვენს აგენტს წინასწარ სცოდნია, რომ ექსპორტიორები ტრანსპორტის მონოპოლიას იგდებენ ხელში, რათა საჭირო დროს თავისი წრიდან გამოერიცხათ არასასურველი პირები... და სწორედ მაშინ, როცა კომპანია „ამერინდოს“ უნდოდა გემების დაქირავება, მოულოდნელად გაიგო, რომ გემები დაკავებულია. კომპანიამ ჩვენ მოგვმართა.“
„გადასცემთ ჩემს თანხმობას და ჩემ მიერ დანიშნულ ფასზე ზედმეტი თანხიდან 10 პროცენტი მიეცეს ჩვენს აგენტს გამჭრიახობისთვის. მისწერეთ აგრეთვე, რომ კომპანია „ამერინდოს“ გაუწიოს ყოველგვარი დახმარება და მისცენ შეღავათი, რამდენადაც ჩვენთვის საზიანო არ იქნება... შემდეგი?“
„ჩვენი აქციები ეცემა.“
„ეს უეჭველად ჩემი აქაური,“ – ბრომლეიმ ვერ იპოვა შესაფერისი სიტყვა. – „შემთხვევის გამო...“
„დიახ, უეჭველია და ჩვენ შეგვიძლია დიდად ვისარგებლოთ... ერთი-ორი საგანგაშო ტელეგრამა აქედან და ჩვენ შევძლებთ ნახევარ ფასად შევისყიდოთ.“
„არა!“ – გააწყვეტინა ბრომლეიმ სიტყვა მდივანს. – „ამ შემთხვევაში მოგება არ მსურს. პირიქით, ახლავე გადაეცით რადიოთი საქმის ნამდვილი მდგომარეობა და დაამშვიდეთ აქციონერები, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა შეუფერხებელი წარმატებით მიდის... შემდეგი?“
„დანარჩენი წვრილმანებია, რომელთა შესახებ აღარ შეგაწუხებთ... აი, თამასუქების დასაფარავად განკარგულება ბანკს და სხვა.“
და მდივანმა გადასცა განკარგულებები, რომლებიც საუბრის დროს გასცა პატრონმა და რომლებსაც მდივანი სასწრაფოდ იწერდა ბლოკნოტზე.
ბრომლეიმ ორიოდე ასო მოაწერა და გავიდა თავის პატარა კაბინეტში.
მდივანმა გაოცებით გააყოლა თვალი:
„მოგებაზე უარს ამბობს... გასაოცარია.“
ბრომლეი მიუჯდა მაგიდას, თავი ხელებში ჩარგო და ორიოდე წუთი თითქოს ისვენებდა.
„მიცვალებულის პატივისმცემლები ყველანი შეიკრიბნენ...“
„აბა, მსახურს უბრძანეთ, ჩამაცვას, რაც ასეთ დროს შეეფერება... დაუძახეთ მდივანს.“
გადაცემის დროს ბრომლეი მდივანს ეუბნებოდა:
„შეადგინეთ მთელი ხარჯთაღრიცხვა ღამის 11 საათამდე.“
„ძნელია: თეატრები, კინოები და სასადილოები ვერ მოგვცემენ ცნობებს...“ – „ივარაუდეთ იმდენი, რომ დასამატებელი აღარაფერი დარჩეს... ზედმეტი კი გადაეცით აქაურ ღარიბთა თავშესაფარს... ერთი სიტყვით, მთელ ანგარიშს მე ხელი უნდა მოვაწერო ღამის 11 საათზე, 12 საათზე გადავიფრენთ თვითმფრინავით ქრისტიანიაში და ხვალ დილას აღარაფერმა უნდა მომაგონოს უკანასკნელი დღეების მიუნხენი.“
* * * * * * *
„გასაოცარი ხალხია ეს რუსები,“ – ჩაიფჩიფებდა ბებერი.
„ესენი ხომ რუსები არ არიან, ბაბუა!“
„სულ ერთია... ჰო, ჩემს ბავშვობაში აქ ვიღაც იაკუბოვიჩი იყო... ერთ დღეს მთელ მიუნხენს გამოუცხადა, ვისაც რამდენი ლუდი გინდათ, ჩემს ხარჯზე, სვითო...“
„აბა თქვენც დალიეთ არა, ბაბუ?!“
„იცოცხლე! მთელი ქალაქი ძმებივით დაბანცალებდა... მერე, აი ახლა, ოცი წელი იქნება მას შემდეგ, მე ვხვდებოდი ერთ ახალგაზრდა სტუდენტს, დიდი მდიდარი არ უნდა ყოფილიყო, შეისყიდდა, რაც პარკში ბუშტები ჰქონდათ, დაურიგებდა ბავშვებს... ბავშვების სიხარულზე ისიც მომღიმარი დარბოდა მათთან... ამბობდნენ, ზოგჯერ მთელ თავის ფულს ამ ბუშტებში აძლევსო...“
„მართალია, მართალი! ერთხელ ჩემს პატარა დასაც ერგო ბუშტი... ჰა, ჰა, ჰა...“
* * * * * * *
სამ ერთმანეთზე გადაბმულ სატვირთო ავტომობილზე გაეშენებინათ მთაგორიანი ბაღი, ბალახით, პატარა გზებით, კოშკის ნანგრევითა და ვარდ-ბუჩქნარით... შუაში ესვენა ყვავილების გრეხილებისგან დაწნული კუბო.
მას მიჰყვებოდა მოფარდაგებულ ავტომობილზე მჯდომი სიმებიანი ორკესტრი.
და შემდეგ მიცვალებულის პატივისმცემელთა უთვალავი ავტომობილები, რომელთა შორის აქა-იქ ჩადგმული იყო უზარმაზარი მოძრავი თაიგულები.
წინ გზაზე ჰაერიდან ცვიოდა ფერად-ფერადი ვარდები, რომელშიც მტვრად არეული იყო ატმისა და მიმოზას ყვავილების ნაზი ფოთლები.
ამ წვიმას ქმნიდნენ თითქოს უხმოდ მოსრიალე თვითმფრინავები, რომლებიც მორიდებით ეშვებოდნენ ძირს და ისევ აღემართებოდნენ მაღლა.
პროცესია კრემატორიუმის გაღებულ ჭიშკარს მიადგა.
შეჩერდა ორკესტრიც.
ავტომობილები მგზავრებს სასწრაფოდ ჩამოსვამდნენ და გზაზე ორ რიგად დგებოდნენ.
კუბო ნელა გადავიდა განსაკუთრებულად მოწყობილი ლიანდაგიდან ბაქანზე... კუბომ გადაისრიალა ბაქანი, დაიწყო კრემატორიუმის შენობაში შესვლა... გაიარა დიდი დარბაზი... ნელ-ნელა მიიმალა ფარდებს იქით.
საზოგადოებამ დარბაზი დატოვა.
ავტომობილებზე გამართული ბაღი ეზოს შუაგულში გადაეტანათ, ბაღის შუაში – კუბოს მაგივრად, ახლა აღმართული იყო ზღვის სრუტის მოხაზულ ნაპირთან, სადაფის გამოქვაბულიდან ამომავალი ქალი – ელის ქანდაკება.
* * * * * * * * * * * * *
მხოლოდ აქ დამთავრდა ოთხ ნაწილად შედგენილი სამგლოვიარო მარში, რომელშიც იყო სამხრეთის მზე, თბილისის სევდა, ავტომობილის საყვირი, პროპელერის ხმაური, პარიზის ყავახანის ცეკვა, ჩინეთის აბრეშუმის დანელებული შრიალი, ბრომლეის უსაზღვრო პატივისცემა, თინოს შურიანი ღიმილი, გველის სრიალი ქალის უზადო ტანზე, საიდუმლო შელოცვა და ყველა ამას გარს ეხვეოდა სულთამობრძავი შალვას ხრიალი, რამინოს მშვიდი ცქერა და საქართველოს მივარდნილ სოფელში გამზრდელი მამიდის უხმო, მოხუცებული ქვითინი, ტირილი და ზოგჯერ მოთქმა.
კრემატორიუმის გამგემ მოქანდაკეს გადასცა ოქროს მედალიონში მოთავსებული ელის დამწვარი ნეშთი. ხელოვანმა იგი ჩამალა ქანდაკების გვერდში დატოვებულ ღრუში, სახურავი დააფარა და თავი მოუგდო.
ელის ხომ უფრო შეეფერებოდა, რომ მისი ფერფლი სადმე ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლის ახლოს მიმოეფანტათ!