prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა — თავი 5 შინაარსი და გამარტივებული ტექსტი

გურამ დოჩანაშვილი · პროზა

გამარტივებული სასწავლო გადმოცემა · AI-ის დახმარებით

თავი 5

— 5 —

ფეხები უკან მრჩებოდა, მაგრამ რა მექნა, ასე იყო საჭირო — მივდიოდი კაცთან, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა. დაღმართებში ჩავდიოდი, ქუჩა მოყინული იყო და, კიდევ კარგი, ნახერხი მოეყარათ და ისე ძალიან აღარ მისრიალებდა ფეხი. მაინც ფრთხილად ჩავდიოდი, და ხანდახან ისე უეცრად წამომივლიდა: „ვისთან მივდივარ! რა ჯანდაბა მინდა!..“ უგუნებოდ ვიყავი, რა სათქმელია — გაამწარებული ვიყავი... და ვიღაც ქალი რომ წაიქცა, ცოტათი გამომიკეთდა გუნება — გავიღიმე. მაგრამ ნაცნობ ფოტოკაბინეტს რომ მივადექი, ისევ ავწრიალდი, გავნერვიულდი, მთქნარება ამიტყდა. ოთახში სინათლე ენთო, ღონე მოვიკრიბე, ენერგიულად შევაღე კარი და შევცბი — არავინ იყო.

პატარა ხანს გაოცებული ვიდექი, სანამ მოგუდული ხმა არ შემომესმა: „ახლავე გამოვალ, სურათებს ვბეჭდავ...“ მივაყურე და ვიწრო კარი დავინახე, სწორედ იქიდან მომესმა ხმა. სავარძელზე ჩამოვჯექი, ვიცდიდი. ცუდია, როცა იმას ელოდები, ვისი დანახვაც არ გსიამოვნებს. კედლებს მოვავლე თვალი, სურათებიდან უმთავრესად მე მიმზერდნენ, ზოგს კი განზე ექცია პირი, ანდა თავი ნაზად დაეხარა. ყველაზე მეტად სათვალიანი ბავშვის დაჟინებული მზერა არ მესიამოვნა, მერე მკერდმოღლეტილ ქალს მივაპყარი თვალი, ის კი განზე გულგრილად იხედება, თვალთმაქცი. აჰ, საცაა რესპონდენტი გამოვა, ვღელავ, ძალიან ვღელავ. სიმძიმე, მძიმე. ქალი ახლა ჩემსკენ იყურება, მაგრამ აღარაფრის თავი აღარა მაქვს, დავმძიმდი, დავმძიმდი, მძიმდი...

ვმძიმდები, ვდუნდები, თავი გამანებეთ, ვამბობ თუ ვფიქრობ, აღარც კი ვიცი. ვდუნდები, ის კი არ მეშვება, მხარზე მსუბუქად მადებს ხელს, და ნაზი, შემპარავი ხმა: „იანო, იანო...“ „არა, არა, მცირე ნალექი“, ვამბობ თუ ვფიქრობ, მძიმეა, მძიმე. ისევ მოვეშვი, ვეშვები, ვეშვები... და ისევ ჩემი მხარი, იგივე შემპარავი: „ლიანო, ლიანო...“ თავი დამანებეთ, აღარაფერი მინდა, ოღონდ მომეშვით, მაცალეთ, მაცალეთ. ტროლეიბუსი მსუყედ მისრიალებს ნაწვიმარზე, მცირე ნალექი. ის კი ისევ, ისევ, ოღონდ უფრო ღონივრად და მისი შემპარავი, ეშმაკური „რელიანო, რელიანო“, და ტაშის შემოკვრა. თვალს ვახელ, მე მიყვარს ტაში. თვითონ ვუღებ სურათს, ოღონდ იისფერ ფოკუსში გაორებული და ბუნდოვანი ჩანს, მაგრამ მკაფიოდ მესმის „ურელიანო, ურელიანო...“ და ცხადად ვხედავ, რა ქალი, რის ქალი — რესპონდენტია! ჩამძინებია, უნებურად, რა თქმა უნდა და ის კი მხარს მინჯღრევდა თურმე და მაღვიძებდა: „აურელიანო... მოხვალ-მეთქი, აკი გითხარი, აურელიანო!“

— 6 —

მთავარი დეტალები და რთული სიტყვები

თავი 5

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

გამარტივებული ვერსია: prep.ge, AI-ის დახმარებით. ეს სასწავლო გადმოცემაა და არა ავტორის ორიგინალი ან აუცილებლად მოკლე შეჯამება. ზუსტი ფორმულირებები შეადარე ორიგინალს. საფუძველი — გურამ დოჩანაშვილი. ორიგინალის წაკითხვა.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.