prep.ge

ვეფხისტყაოსანი — ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა — ორიგინალი ტექსტი

შოთა რუსთაველი · ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა

ნაწილები
  1. პროლოგი
  2. ამბავი როსტევან არაბთა მეფისა
  3. როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა
  4. ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა
  5. თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად
  6. წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა
  7. ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა
  8. ამბავი ავთანდილისა, ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან
  9. შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა
  10. ტარიელისაგან თავის ამბის მბობა, ოდეს ავთანდილს უამბო
  11. ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა, პირველ რომ გამიჯნურდა
  12. წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
  13. წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
  14. წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა
  15. ნესტანისაგან ტარიელის ხმობა
  16. წიგნი ხატაელთა მეფისა, ტარიელის წინაშე მოწერილი
  17. ტარიელისა და ნესტანის პირის-პირ შეყრა
  18. ტარიელისაგან ხატაეთს წასლვა და დიდი ომი
  19. წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე და გამარჯვებით შემოქცევა
  20. წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი
  21. ტარიელის ტირილი და დაბნედა
  22. წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მოწერილი
  23. რჩევა ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა
  24. ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა
  25. ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსლვა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკლვა
  26. ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან-დარეჯანის დაკარგვისა
  27. ამბავი ნურადინ-ფრიდონისა, ოდეს ტარიელ შეეყარა
  28. შველა ტარიელისაგან ფრიდონისა
  29. ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა
  30. ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა
  31. დათხოვა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა და ვაზირის საუბარი
  32. ავთანდილისაგან შერმადინის საუბარი
  33. ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, ოდეს გაიპარა
  34. ლოცვა ავთანდილისა
  35. ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა
  36. წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ
  37. პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა
  38. მბობა ტარიელისაგან ლომ-ვეფხის დახოცვისა
  39. აქა ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა
  40. წასლვა ავთანდილისაგან ფრიდონისასა
  41. ავთანდილისაგან ფრიდონისას მისლვა, ტარიელს რომ გაეყარა
  42. წასლვა ავთანდილისაგან ნესტან-დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა
  43. ამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისლვისა
  44. ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება
  45. წიგნი ფატმანისა ავთანდილისა სამიჯნურო
  46. წიგნი ავთანდილისა ფატმანის პასუხად მიწერილი
  47. ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა
  48. ამბავი ნესტან-დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა
  49. წიგნი ფატმანისა ნესტან-დარეჯანის წინაშე მიწერილი
  50. წიგნი ნესტან-დარეჯანისა ფატმანთანა
  51. წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელთან მიწერილი
  52. წიგნი ავთანდილისა ფრიდონთან მიწერილი
  53. წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა
  54. ტარიელისა და ავთანდილისაგან წასლვა ფრიდონისასა
  55. თათბირი ნურადინ-ფრიდონისა
  56. თათბირი ავთანდილისა
  57. თათბირი ტარიელისა
  58. ტარიელისაგან ზღვათა მეფისასა მისლვა
  59. ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა ფრიდონისაგან
  60. სამთაგანვე ქვაბს მისლვა და მუნით არაბეთს წასლვა
  61. ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან
  62. ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა
  63. ტარიელისაგან ინდოეთს მისლვა და ხატაელთა დამორჩილება
  64. ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა
  65. ეპილოგი
ქედსა ზედა გარდმოადგა მეტად დიდი ქარავანი, კაცები და სახედრები ერთობ იყო შაოსანი; გარეშემო მოეკვეცნეს უკანამო დალალანი; მეფე ბრძანებს: „მოასხითო, ჩვენ დავყოვნოთ აქა ხანი“. მოასხნეს იგი ვაჭარნი და მათი უხუცესია; უბრძანა: „ვინ ხართ, შავითა რად ტანი შეგიგლესია?“ მათ მოახსენეს: „სით მოვალთ, მუნ ასრე დანაწესია, ინდოეთს მისრით მოსრულთა გვივლია გზა უგრძესია“. უბრძანეს: „გვითხართ, ვაჭარნო, ამბავი ინდოეთისა“. მათ ჰკადრეს: „ზეცით მოსრულა ინდოეთს რისხვა ზეცისა; დიდსა და წვრილსა ყველასა ცრემლი სდის მსგავსი წვეთისა, მას შიგან მყოფსა ბრძენსაცა ცნობა აქვს ვითა შეთისა“. თვით მათვე მათსა ამბავსა უამბობს, არის წყლიანი: „ფარსადან, მეფე ინდოთა, იყო ხელმწიფე სვიანი, მას ესვა ქალი მნათობი, მზისაცა უფრო მზიანი, კბილ-მარგალიტი, ტან-ალვა, ღაწვ-ბალახშ, ყორან-თმიანი. მას ქალსა და ამირბარსა ერთმანერთი შეუყვარდა. ამირბარმან სიძე მოკლა, ხმა მეფესა დაუვარდა; იგი ქალი პატარაი მამიდასა გაეზარდა, ბუქთა მისგან მონაქროლთა ინდოეთი გარდაქარდა. მამიდაი ქაჯი იყო, გრძნეულობა იცის კარგა, მით შემართა საშინელი, მზე ხმელეთსა დაუკარგა; თვითცა მოკვდა უბედური, მართ საცოცხლოდ არად ვარგა; იგი ქალი დაიკარგა, ალვა მორჩი სხვაგან დარგა. ცნა ამირბარმან წავიდა ლომი მის მზისა მძებნელად, იგიცა წახდა, ინდოეთს გახდა მთვარე და მზე ბნელად; ორნივე გადაიკარგნეს, მათიღა პოვნა არს ძნელად; მეფემან ბრძანა: „ჰე ღმერთო, რად ცეცხლსა მომიდებ ნელად?“ მეფე გაშმაგდა მათისა უღონო-ქმნილი ძებნისა; ვად შეიცვალა ინდოეთს ხმა წინწილისა, ებნისა; ცოტასა ხანსა გა-ვე-ძლო დება სახმილთა გზნებისა, აწ თვითცა მოკვდა, შეიქმნა ბოლო სრვისა და ტკებნისა“. რა ვაჭარმან ესე სიტყვა თქვა, საქმენი გააკვლადნა, ქალმან დიდნი დაიკივლნა, ფიცხლა თავსა მოიხადნა; ტარიელცა დაიზახნა, დაფარულნი გააცხადნა; ნარგისთაგან ნაწვიმარი ღვარი ადგა, თოვლი გადნა. ქალი საბრალოდ მამასა სტირს, ბულბულისა მსგავსია, თმა გაიგლიჯა, გაყარა, ღაწვი ცრემლითა ავსია, ვარდი შექმნილა ზაფრანად, ლალი მართ ვითა ხავსია, მზესა ღრუბელი ეფარვის, ამად ნათელი დავსია. იხოჭს და იგლეჯს, ზახილით ტირს სიტყვა-ხაფი უარე; სისხლი და ცრემლი თვალთაგან ჩამოსდის გარე უარე: „მოვკვე, მამაო, მე შენთვის შვილი ყოველთა უარე, ვერა გმსახურე ასულმან, ვერცა რა შეგაგუა-რე. ჩემთვის ბნელ-ქმნილო მამაო, ნათელო თვალთა ჩემთაო, ჩემთა რა გაცნევს ამბავთა, გულისა მონაცემთაო! მზეო, რადღა გაქვს სინათლე, რადღა ანათებ თემთაო? რად არ დაიქეც, ქვეყანავ, რადღა ჰმართიხარ ზე, მთაო?“ ტარიელ მოთქვამს: „გამზრდელო, ჰაი, რა საქმე მსმენია! მიკვირს, თუ მზეღა რად ნათობს, რად არა დაუჩენია?! მზე მოჰკვე ყოვლთა სულ-დგმულთა, სოფელი არღა შენია, ღმერთსა მიჰმადლე, შემინდევ, რაცა შენ ჩემგან გწყენია“. კვლა უბრძანებდეს: „გვიამბეთ ამბავი დანარჩომია“. მათ მოახსენეს: „პატრონო, ინდოეთს დიდი ომია, მოსულა ხატათ ლაშქარი, ქალაქსა შემოსდგომია, რამაზ არს ვინმე ხელმწიფე, მათად პატრონად მჯდომია. „ჯერთ დედოფალი ცოცხალ-ა, მკვდართაგან უფრო მკვდარია, იბრძვის ინდოთა ლაშქარი, თუც იმედ-გარდამწყდარია, გარეთ ციხენი წაუხვმან, ყველაი გარდამხდარია, მზენო, თქვენ შუქნი მიჰფინეთ, ჰაი, რა ავი დარია! რა ტარიელს ესე ესმა, მეტად ფიცხლად აიყარა, ეჯი სამ დღე წასავალი ერთსა დღესა წაიარა; დროშა მისი აიმართა, წინა არა აიფარა, აწ ნახეთ, თუ გოლიათი გული ვითა ამაგარა!

ტექსტის წყარო: შოთა რუსთაველი