მოვიდა კაცი: „სასიძო მოვაო“, მოსლვა გვახარა,
მაგრა თუ ღმერთი რას უზამს, არა იცოდა, გლახ, არა;
მეფესა მიჰხვდა სიამე, არ სიტყვა ივაგლახა რა,
მიბრძანა, ახლოს მიმისვა, „მოდიო“, თავი დახარა.
მიბრძანა: „ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია.
გარდავიხადოთ ქორწილი, ჰხამს ვითა დასა, სრულია;
კაცნი გავგზავნნეთ, მოვიღოთ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია,
უხვად გავსცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია“.
მე გავგზავნენ ყოვლგნით კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი;
სასიძოცა მოგვივიდა, იყვნეს ხანსა არ-დამზმელნი;
შიგნით ჩვენნი გაეგებნეს, გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი;
მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ხმელნი.
მეფემან ბრძანა: „მოკაზმეთ კარვითა მოედანია,
გამოისვენოს სიძემან, დაყოს ცოტაი ხანია;
მუნ მისად ნახვად გავიდენ უშენოდ სპანი სხვანია,
შენ აქა ნახე, კმარიან იქა ნახვისად ყმანია“.
მოედანს დავდგით კარვები წითლისა ატლასებისა.
მოვიდა სიძე, გარდახდა, დღე, ჰგვანდა, არს აღვსებისა,
შეიქმნა გასლვა შიგანთა, ჯარია მუნ ხასებისა,
დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად, დას-დასებისა.
მე დავშვერ, ვითა წესია საურავ-გარდახდილისა;
შინა წამოვე, მაშვრალსა ქმნა მომნდომოდა ძილისა;
მონა მოვიდა, მომართვა წიგნი ასმათის ტკბილისა:
„ადრე მოდიო, გიბრძანებს მსგავსი ალვისა ზრდილისა“.
ცხენისაგან არ გარდავხე, წავე ფიცხლა, დავჰმორჩილდი;
ქალი დამხვდა ნატირები, ვჰკითხე: „ცრემლსა რასა ჰმილდი?“
მითხრა: „შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი?
გაუწყვედლად ვით გამართლო? რაგვარადმცა გავვაქილდი?!“
შევედით, ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბ-შერჭმით მჯდომარე;
მზე ვეღარას იქმს მის მეტსა, მას გაენათლა რომ არე,
წავდეგ, მიბრძანა: „რასა სდგა? დღე მიგიჩს წინ საომარე!
ანუ გამწირე, მიტყუე და კვლაცა მოიმცდომარე?!“
მე მეწყინა, აღარა ვთქვი, ფიცხლა გარე შემოვბრუნდი.
უკუვჰყივლე: „აწ გამოჩნდეს, არ მინდოდეს, ვისცა ვუნდი!
ქალი ომსა რაგვარ მაწვევ, აგრე ვითა დავძაბუნდი?“
შინა მოვე, მოკლვა მისი დავაპირე, არ დავყმუნდი.
ასსა ვუბრძანე მონასა: „საომრად დაემზადენით!“
შევსხედით, გავვლეთ ქალაქი, არავის გავეცხადენით.
კარავსა შევე, იგი ყმა ვითა წვა, ზარ-მაც თქმად ენით,
უსისხლოდ მოვკალ იგი გლახ, თუცა ხმდა სისხლთა დადენით.
კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ, ჩავაკარაბაკე,
ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე,
წინა მწოლთა დაიზახნეს, გლოვა მიჰხვდა საარაკე;
ცხენსა შევჯე, წამო-ცა-ვე; ჯაჭვი მეცვა საკურტაკე.
ხმა დამივარდა, შეიქმნა ზახილი მოსაწევარი;
წამოვე, წევნა დამიწყეს, დავხოცე ჩემი მდევარი.
ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი,
მუნ შიგან შევე მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი!
კაცნი გავგზავნენ, ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყველასა:
„აქა მომმართეთ, ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა“.
არ გაწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა,
ჩემი რა ცნიან, სცვიდიან თავებსა მათსა მრთელასა.
ცისკრად ავდეგ, შევეკაზმე, რა გათენდა ღამე დილად,
ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად;
ებრძანა, თუ: „ღმერთმან იცის, გამეზარდე ვითა შვილად,
ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად?
ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე?
თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე?
მე, ბერსა შენსა გამზრდელსა, სიცოცხლე მაარმებინე,
დღედ სიკვდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე!“
მე შევუთვალე: „მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა,
თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა?
მაგრა, თვით იცით, ხელმწიფე ხამს მქმნელი სამართალისა,
მე, თქვენმან მზემან, მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა!
იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრა-საჯდომია! -
ერთიღა მე ვარ მემკვიდრე, - ყველაი თქვენ მოგხვდომია:
ამოწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია;
სამართლად ტახტი უჩემოდ არვისად მისახვდომია!
ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არ-მართალია:
ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი, გივის ერთაი ქალია,
ხვარაზმშა დაჰსვა ხელმწიფედ, დამრჩების რა ნაცვალია?
სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მე მერტყას ჩემი ხრმალია?
შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე!
ინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცემ ჩემგან კიდე.
ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა ამოვფხვრიდე,
სხვად მეშველსა გარეგანსა, მომკალ, ვისცა ვინატრიდე!“
ვეფხისტყაოსანი — ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსლვა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკლვა — ორიგინალი ტექსტი
შოთა რუსთაველი · ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსლვა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკლვა
ნაწილები
- პროლოგი
- ამბავი როსტევან არაბთა მეფისა
- როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა
- ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა
- თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად
- წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა
- ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა
- ამბავი ავთანდილისა, ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან
- შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა
- ტარიელისაგან თავის ამბის მბობა, ოდეს ავთანდილს უამბო
- ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა, პირველ რომ გამიჯნურდა
- წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
- წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
- წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა
- ნესტანისაგან ტარიელის ხმობა
- წიგნი ხატაელთა მეფისა, ტარიელის წინაშე მოწერილი
- ტარიელისა და ნესტანის პირის-პირ შეყრა
- ტარიელისაგან ხატაეთს წასლვა და დიდი ომი
- წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე და გამარჯვებით შემოქცევა
- წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი
- ტარიელის ტირილი და დაბნედა
- წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მოწერილი
- რჩევა ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა
- ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა
- ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსლვა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკლვა
- ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან-დარეჯანის დაკარგვისა
- ამბავი ნურადინ-ფრიდონისა, ოდეს ტარიელ შეეყარა
- შველა ტარიელისაგან ფრიდონისა
- ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა
- ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა
- დათხოვა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა და ვაზირის საუბარი
- ავთანდილისაგან შერმადინის საუბარი
- ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, ოდეს გაიპარა
- ლოცვა ავთანდილისა
- ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა
- წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ
- პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა
- მბობა ტარიელისაგან ლომ-ვეფხის დახოცვისა
- აქა ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა
- წასლვა ავთანდილისაგან ფრიდონისასა
- ავთანდილისაგან ფრიდონისას მისლვა, ტარიელს რომ გაეყარა
- წასლვა ავთანდილისაგან ნესტან-დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა
- ამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისლვისა
- ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება
- წიგნი ფატმანისა ავთანდილისა სამიჯნურო
- წიგნი ავთანდილისა ფატმანის პასუხად მიწერილი
- ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა
- ამბავი ნესტან-დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა
- წიგნი ფატმანისა ნესტან-დარეჯანის წინაშე მიწერილი
- წიგნი ნესტან-დარეჯანისა ფატმანთანა
- წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელთან მიწერილი
- წიგნი ავთანდილისა ფრიდონთან მიწერილი
- წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა
- ტარიელისა და ავთანდილისაგან წასლვა ფრიდონისასა
- თათბირი ნურადინ-ფრიდონისა
- თათბირი ავთანდილისა
- თათბირი ტარიელისა
- ტარიელისაგან ზღვათა მეფისასა მისლვა
- ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა ფრიდონისაგან
- სამთაგანვე ქვაბს მისლვა და მუნით არაბეთს წასლვა
- ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან
- ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა
- ტარიელისაგან ინდოეთს მისლვა და ხატაელთა დამორჩილება
- ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა
- ეპილოგი
ტექსტის წყარო: შოთა რუსთაველი