prep.ge

ვეფხისტყაოსანი — ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან-დარეჯანის დაკარგვისა — ორიგინალი ტექსტი

შოთა რუსთაველი · ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან-დარეჯანის დაკარგვისა

ნაწილები
  1. პროლოგი
  2. ამბავი როსტევან არაბთა მეფისა
  3. როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა
  4. ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა
  5. თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად
  6. წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა
  7. ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა
  8. ამბავი ავთანდილისა, ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან
  9. შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა
  10. ტარიელისაგან თავის ამბის მბობა, ოდეს ავთანდილს უამბო
  11. ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა, პირველ რომ გამიჯნურდა
  12. წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
  13. წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
  14. წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა
  15. ნესტანისაგან ტარიელის ხმობა
  16. წიგნი ხატაელთა მეფისა, ტარიელის წინაშე მოწერილი
  17. ტარიელისა და ნესტანის პირის-პირ შეყრა
  18. ტარიელისაგან ხატაეთს წასლვა და დიდი ომი
  19. წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე და გამარჯვებით შემოქცევა
  20. წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი
  21. ტარიელის ტირილი და დაბნედა
  22. წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მოწერილი
  23. რჩევა ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა
  24. ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა
  25. ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსლვა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკლვა
  26. ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან-დარეჯანის დაკარგვისა
  27. ამბავი ნურადინ-ფრიდონისა, ოდეს ტარიელ შეეყარა
  28. შველა ტარიელისაგან ფრიდონისა
  29. ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა
  30. ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა
  31. დათხოვა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა და ვაზირის საუბარი
  32. ავთანდილისაგან შერმადინის საუბარი
  33. ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, ოდეს გაიპარა
  34. ლოცვა ავთანდილისა
  35. ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა
  36. წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ
  37. პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა
  38. მბობა ტარიელისაგან ლომ-ვეფხის დახოცვისა
  39. აქა ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა
  40. წასლვა ავთანდილისაგან ფრიდონისასა
  41. ავთანდილისაგან ფრიდონისას მისლვა, ტარიელს რომ გაეყარა
  42. წასლვა ავთანდილისაგან ნესტან-დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა
  43. ამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისლვისა
  44. ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება
  45. წიგნი ფატმანისა ავთანდილისა სამიჯნურო
  46. წიგნი ავთანდილისა ფატმანის პასუხად მიწერილი
  47. ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა
  48. ამბავი ნესტან-დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა
  49. წიგნი ფატმანისა ნესტან-დარეჯანის წინაშე მიწერილი
  50. წიგნი ნესტან-დარეჯანისა ფატმანთანა
  51. წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელთან მიწერილი
  52. წიგნი ავთანდილისა ფრიდონთან მიწერილი
  53. წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა
  54. ტარიელისა და ავთანდილისაგან წასლვა ფრიდონისასა
  55. თათბირი ნურადინ-ფრიდონისა
  56. თათბირი ავთანდილისა
  57. თათბირი ტარიელისა
  58. ტარიელისაგან ზღვათა მეფისასა მისლვა
  59. ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა ფრიდონისაგან
  60. სამთაგანვე ქვაბს მისლვა და მუნით არაბეთს წასლვა
  61. ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან
  62. ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა
  63. ტარიელისაგან ინდოეთს მისლვა და ხატაელთა დამორჩილება
  64. ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა
  65. ეპილოგი
ესე კაცნი გამეგზავნნეს, გონებასა გავეშმაგე. რომე მისი ვერა მეცნა, ამას უფრო დავედაგე. მას ზღუდესა გარდავადეგ, მინდორთაკე თვალი ვაგე, მესმა საქმე საშინელი, თუცა თავი ვერ წავაგე. გამოჩნდეს ორნი ქვეითნი, მე მივეგებე წინა-რე. ქალი ჰყვა ერთსა მონასა, ვცანმცა, თუ მოღმა ვინ არე: თავ-გაგლეჯილი ასმათი, პირსა სისხლ-ჩამომდინარე, აღარ მიყივლა ღიმილით, არცაღა გამიცინა-რე. იგი ვნახე, დავებნივე, გონებანი გამიშმაგნა; შორით ვუხმე: „რას შიგან ვართ, ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა?“ მან საბრალოდ შემომტირნა, ძლივ სიტყვანი გამოაგნა, მითხრა: „ღმერთმან სიმგრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა“. ახლოს მივე, კვლაცა ვჰკითხე: „რას შიგან ვართ? თქვი მართალი!“ კვლა საბრალოდ ამიტირდა, კვლა მოედვა ამით ალი, დიდხან სიტყვა ვერა მითხრა, მისთა ჭირთა ნაათალი, მკერდსა წითლად უღებვიდა სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი. მერმე მითხრა: „მოგახსენებ, ესე რადმცა დაგიმალე? მაგრა ვითა გაგახარნე, შენცა აგრე შემიწყალე: ნუ მაცოცხლებ, ნუ დამარჩენ, შემიხვეწე, შემიბრალე, დამხსენ ჩემსა საწუთროსა, ღმერთსა შენსა მიავალე!“ მიამბო: „ოდეს სასიძო მოჰკალ და ხმა დაგივარდა, მეფესა ესმა, აიჭრა, მართ მისგან გასატკივარდა, შენ დაგიზახნა: „მიხმეთო“, ხმა-მაღლად გახმამყივარდა; მოგნახეს, შინა ვერ გპოვეს, მით მეფე გამოჩივარდა. ჰკადრეს: „აქა აღარ არის, კარნი სადმე გაუვლიან“. მეფე ბრძანებს: „ვიცი, ვიცი, მეტად კარგად შემიგიან: მას უყვარდა ქალი ჩემი, სისხლნი ველთა მოუღვრიან, რა ნახიან ერთმანერთი, არ-შეხედვა ვერ დათმიან. აწ, თავმან ჩემმან, მას მოვჰკლავ, ჩემად დად ვინცა მადესა! მე ღმრთისა ვუთხარ, დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა! მათ ბოზ-კუროთა ასეთი რა მისცეს, რა უქადესა? თუ დავარჩინო, ღმერთი ვგმო! მისად პატიჟად მზად ეს-ა“. მის მეფისა წესი იყო: თავი მისი ძვირად ფიცის, და თუ ფიცის, არ გატეხის, მასვე წამსა დაამტკიცის. ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა, ვინცა იცის, მან უამბო დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის. დავარს, დასა მეფისასა, უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან: „თავი ფიცა ძმამან შენმან, არ დაგარჩენს, იცის ერმან“. მან ეგრე თქვა: „უბრალო ვარ, იცის ღმერთმან სახიერმან! ვისგან მოვკვდე, ვისთვის მოვკვდე, მიიხვედროს იგი ვერ მან“. პატრონი ჩემი აგრევე იყო, წამოხვე შენ ოდეს; შენეულნივე რიდენი ებურნეს, ტურფად ჰშვენოდეს. დავარ მოსთქმიდა სიტყვათა, რომელნი არა მსმენოდეს: „ბოზო, შენ ბოზო, რად მომკალ? ვეჭვ, შენცა არა გლხენოდეს! როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკლვევინე? ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე? არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი. რა გიყავ, რა გაქმნევინე? აწ, ღმერთსა უნდეს, ვერ მიჰხვდე, ვის ესე დააშლევინე!“ ხელი მიჰყო, წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა, დაალება, დაალურჯა, მედგრად პირნი მოიქუშნა. მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულთქვნა, ოდენ უშნა, ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლულნი დაუშუშნა. რა დავარ გაძღა ცემითა, მისითა დალურჯებითა, წამოდგეს ორნი მონანი, პირითა მით ქაჯებითა, მათ კიდობანი მოჰქონდა, ეუბნეს არ აჯებითა, მას შიგან ჩასვეს იგი მზე, ჰგავს, იქმნა დარაჯებითა. უბრძანა: „წადით, დაკარგეთ მუნ, სადა ზღვისა ჭიპია; წმიდისა წყლისა ვერ ნახოს მყინვარე, ვერცა ლიპია“; მათ გაეხარნეს, ხმა-მაღლად იყივლეს: „იპი, იპია“. ესე ვნახე და არ მოვკვე, არა მგავს არცა სიპია. ზღვითკე გაარნეს სარკმელნი, მაშინვე გაუჩინარდა. დავარ თქვა: „მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს, ვინ არ და-! ვირე მომკლვიდეს, მოვკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა“. დანა დაიცა, მო-ცა-კვდა, დაეცა, გასისხლმდინარდა. რად არ მიკვირვებ ცოცხალსა, მე ლახვარ-დაუსობელსა! აწ იგი მიყავ, რა მმართებს ამისსა მახარობელსა! ზენაარ, დამხსენ სიცოცხლე სულთადგმა-დაუთმობელსა!“ საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა, დაუშრობელსა. მე ვუთხარ: „დაო, რად მოგკლა, ანუ რა შენი ბრალია? - რამცა ვქმენ ნაცვლად, თვით რომე მისი ჩემზედა ვალია! - აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ, სად კლდე და წყალია“. სრულად გავქვავდი, შემექმნა გული მართ ვითა სალია. მეტმან ზარმან გამაშმაგა, მომიკიდა ცხრო და თრთოლა; გულსა ვუთხარ: „ნუ მოჰკვდები, არას გარგებს ცუდი წოლა, გიჯობს გაჭრა ძებნად მისად, გავარდნა და ველთა რბოლა. აჰა ჟამი, ვისცა გინდა ჩემი თანა წამოყოლა!“ შევე, ფიცხლად შევეკაზმე, ცხენსა შევჯე შეკაზმული; ას სამოცი კარგი მოყმე, ჩემსა თანა ხან-დაზმული, წამომყვა და წამოვედით კართა გარე დარაზმული, ზღვის პირს მივე, ნავი დამხვდა, მენავემან მნახა ზმული. ნავსა შევჯე, ზღვასა შევე, კიდით კიდე გავალაგდი, არსით ნავი მომავალი უნახავად არ დავაგდი; მოველოდი, არა მესმა, შმაგი უფრო გა-ვე-ვშმაგდი, რომე სრულად მომიძულვა, ღმერთსა თურე ასრე ვსძაგდი. რომე დავყავ წელიწადი, თვე თორმეტი გამეოცა, მაგრა მისი მნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა; თანა-მყოლი ყველაკაი ამომიწყდა, დამეხოცა, ვთქვი, თუ: „ღმერთსა ვერას ვჰკადრებ, რაცა სწადდეს, აგრე ვყოცა“. ზღვა-ზღვა ცურვა მომეწყინა, მით გამოვე ზღვისა პირსა, გული სრულად გამიმხეცდა, არ ვუსმენდი არც ვაზირსა; ყველაკაი დამეფანტა, დაჰრჩომოდა რაცა ჭირსა. კაცსა ღმერთი არ გასწირავს ასრე, მისგან განაწირსა! ერთაი ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი, ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემაგონანი. მისნი ვერა ვცნენ ამბავნი ვერცა დრამისა წონანი, ტირილი მიჩნდის ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი.

ტექსტის წყარო: შოთა რუსთაველი