ვა, სოფელო, რას შიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა!
ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადათ ძირსა?!
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა.
ავთანდილ მისი გაყრილი ტირს, ხმა ასწვდების, ა-,ცამდის!
იტყვის, თუ: „ღვარი სისხლისა კვლაცა მდენია, კვლაცა მდის;
აწ აგრე გაყრა ძნელია, ვით მაშინ შეყრა და-ც-ამდის.
კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის“.
ველს მაშინ მხეცნი ძღებოდეს სისხლითა მუნ ნატირითა;
ვერ დაივსებდა სახმილსა, იწვის ცეცხლითა ხშირითა;
კვლა თინათინის გონება ავსებს უფრორე ჭირითა;
ბაგეთათ ვარდსა ანათობს ბროლი ძოწისა ძირითა.
ვარდი ჭნებოდა, ღვრებოდა, ალვისა შტო ირხეოდა;
ბროლი და ლალი გათლილი ლაჟვარდად გარდიქცეოდა;
გაჰმაგრებოდა სიკვდილსა, ამისთვის არ უმხნეოდ-ა;
იტყვის, თუ: „ბნელი რას მიკვირს, რათგან დამაგდე, მზეო, და-!“
მზესა ეტყვის: „მზეო, გიტყვი თინათინის ღაწვთა დარად,
შენ მას ჰგავ და იგი შენ გგავს, თქვენ ანათობთ მთად და ბარად;
ხელსა მალხენს ნახვა შენი, ამად გიჭვრეტ არ-დამცთარად,
მაგრა ჩემი რად დააგდეთ გული ცივად, გაუმთბარად?
თუ ერთისა მოშორვება მზისა ზამთრის გაგვამცივნებს,
მე, გლახ, ორნი დამიყრიან, გული ამად რად არ ივნებს?
მაგრა კლდესა არა შესწონს, არაოდეს არ იმტკივნებს;
წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაჰკვეთს, ანუ გაამსივნებს“.
მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების, ეტყვის მზესა:
„აჰა, მზეო, გეაჯები შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა,
ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობისა მისცემ სვესა,
მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა!
მო, ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა,
გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა,
შემომყარე კაეშანი, ტვირთი მძიმე, ვითა ვირსა,
მას უთხარ, თუ: „ნუ გასწირავ, შენია და შენთვის ტირსა“.
ჰე მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა ბრჭესა, ღმრთულსა,
მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა;
ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა!
მართალი ვარ, გამიკითხე! რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა?
მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა,
შე-ცა-მღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა,
მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა,
რაგვარ გასრულვარ, შენ იცი, გული აღარას ლხენით-ა.
მოდი, ასპიროზ, მარგე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა,
ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა;
შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა,
ვისმე ჩემებრსა დააგდებ, გაჰხდი ცნობითა შმაგითა.
ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა:
მზე მაბრუნვებს, არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა;
დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა,
კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა, წვრილსა ვითა თმასა.
მო, მთვარეო, შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები,
მზე გამავსებს, მზევე გამლევს, ზოგჯერ ვსხვდები, ზოგჯერ ვწვლდები;
მას უამბენ სჯანი ჩემნი, რა მჭირს, ანუ რაგვარ ვბნდები,
მიდი, უთხარ, ნუ გამწირავს, მისი ვარ და მისთვის ვკვდები.
აჰა, მმოწმობენ ვარსკვლავნი, შვიდნივე მემოწმებიან:
მზე, ოტარიდი, მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან,
მთვარე, ასპიროზ, მარიხი მოვლენ და მოწმად მყვებიან.
მას გააგონნენ, რანიცა ცეცხლნი უშრეტნი მდებიან“.
აწ გულსა ეტყვის: „ვითამცა გდის ცრემლი, არ გაგხმობია,
რას გარგებს მოკლვა თავისა? ეშმა ძმად თურე გძმობია;
მეც ვიცი, ჩემსა ხელ-მქმნელსა თმად ყორნის ბოლო სთმობია,
მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია!
თუ დავრჩეო, ესე მიჯობს, - სიცოცხლისა იტყვის თუსა
ნუთუ მომხვდეს ნახვა მზისა, ნუ ვიზახი მიწყივ უსა“.
მიიმღერის ხმასა ტკბილსა, არ გასწყვეტდის ცრემლთა რუსა,
მისსა ხმასა თანა ხმაცა ბულბულისა ჰგვანდის ბუსა.
რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან,
მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან,
ისმენდიან, გაჰკვირდიან, რა ატირდის, ატირდიან;
იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი სდიან.
მოვიდიან შესამკობლად ქვეყნით ყოვლნი სულიერნი:
კლდით ნადირნი, წყალშიგ თევზნი, ზღვით ნიანგნი, ცით მფრინველნი,
ინდო-არაბ-საბერძნეთით, მაშრიყით და მაღრიბელნი,
რუსნი, სპარსნი, მოფრანგენი და მისრეთით მეგვიპტელნი.
ვეფხისტყაოსანი — წასლვა ავთანდილისაგან ფრიდონისასა — ორიგინალი ტექსტი
შოთა რუსთაველი · წასლვა ავთანდილისაგან ფრიდონისასა
ნაწილები
- პროლოგი
- ამბავი როსტევან არაბთა მეფისა
- როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა
- ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა
- თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად
- წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა
- ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა
- ამბავი ავთანდილისა, ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან
- შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა
- ტარიელისაგან თავის ამბის მბობა, ოდეს ავთანდილს უამბო
- ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა, პირველ რომ გამიჯნურდა
- წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
- წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
- წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა
- ნესტანისაგან ტარიელის ხმობა
- წიგნი ხატაელთა მეფისა, ტარიელის წინაშე მოწერილი
- ტარიელისა და ნესტანის პირის-პირ შეყრა
- ტარიელისაგან ხატაეთს წასლვა და დიდი ომი
- წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე და გამარჯვებით შემოქცევა
- წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი
- ტარიელის ტირილი და დაბნედა
- წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მოწერილი
- რჩევა ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა
- ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა
- ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსლვა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკლვა
- ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან-დარეჯანის დაკარგვისა
- ამბავი ნურადინ-ფრიდონისა, ოდეს ტარიელ შეეყარა
- შველა ტარიელისაგან ფრიდონისა
- ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა
- ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა
- დათხოვა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა და ვაზირის საუბარი
- ავთანდილისაგან შერმადინის საუბარი
- ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, ოდეს გაიპარა
- ლოცვა ავთანდილისა
- ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა
- წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ
- პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა
- მბობა ტარიელისაგან ლომ-ვეფხის დახოცვისა
- აქა ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა
- წასლვა ავთანდილისაგან ფრიდონისასა
- ავთანდილისაგან ფრიდონისას მისლვა, ტარიელს რომ გაეყარა
- წასლვა ავთანდილისაგან ნესტან-დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა
- ამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისლვისა
- ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება
- წიგნი ფატმანისა ავთანდილისა სამიჯნურო
- წიგნი ავთანდილისა ფატმანის პასუხად მიწერილი
- ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა
- ამბავი ნესტან-დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა
- წიგნი ფატმანისა ნესტან-დარეჯანის წინაშე მიწერილი
- წიგნი ნესტან-დარეჯანისა ფატმანთანა
- წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელთან მიწერილი
- წიგნი ავთანდილისა ფრიდონთან მიწერილი
- წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა
- ტარიელისა და ავთანდილისაგან წასლვა ფრიდონისასა
- თათბირი ნურადინ-ფრიდონისა
- თათბირი ავთანდილისა
- თათბირი ტარიელისა
- ტარიელისაგან ზღვათა მეფისასა მისლვა
- ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა ფრიდონისაგან
- სამთაგანვე ქვაბს მისლვა და მუნით არაბეთს წასლვა
- ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან
- ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა
- ტარიელისაგან ინდოეთს მისლვა და ხატაელთა დამორჩილება
- ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა
- ეპილოგი
ტექსტის წყარო: შოთა რუსთაველი