დაწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი,
მისისა მიჯნურობისა, მისთა პატიჟთა მცნეველი,
მისთა მსმენელთა გულისა შემძრველი, შემარყეველი,
უსტარი შესანახავი, არ ცუდად დასახეველი:
„ჰე მზეო, ღმერთსა ვინათგან მზედ სწადდი დასაბადებლად,
მით შეგქმნა მოშორვებულთა ლხინად, არ ჭირთა მწადებლად,
ახლოს შემყრელთა დამწველად, მათად ცეცხლისა მადებლად,
მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩს, დასაქადებლად.
შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი, შენთვის საბრალოდ ბნდებიან,
ვარდი ხარ, მიკვირს, ბულბულნი რად არ შენ ზედა კრფებიან!
შენი შვენება ყვავილთა აჭნობს, ჩემიცა ჭნებიან,
სრულად დამწვარვარ, თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან.
ღმერთი მყავს მოწმად, ვიშიშვი თქვენსა ამისსა თხრობასა,
მაგრა რა ვირგო დღე-კრულმან, სრულად გავჰყრივარ თმობასა,
გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა,
თუ რას მეწევი, მეწიე, თვარა მივჰხდები ცნობასა!
მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მომივიდოდეს,
ვცნობდე, გინდოდე საკლავად, ან ჩემი რა გაგვიდოდეს,
მუნამდის გავსძლო სულთა დგმა, გული რაზომცა მტკიოდეს,
სიცოცხლე ანუ სიკვდილი გარდმიწყდეს, ნეტარძი, ოდეს!“
ფატმან ხათუნ დაწერა და გაუგზავნა წიგნი მისი.
ყმამან ასრე წაიკითხა, და ვინმეა ანუ თვისი;
თქვა: „არ იცის გული ჩემი, ვინ მაშიკობს, ვისსა ვისი,
რომე მიმიჩს სამიჯნურო, რათ ვამსგავსო მე მას ისი!“
თქვა: „ყვავი ვარდსა რას აქმნევს, ანუ რა მისი ფერია!
მაგრა მას ზედა ბულბულსა ჯერთ ტკბილად არ უმღერია.
უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია.
რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!“
ესეგვარი საზრახავი დაუზრახა გულსა შინა;
მერმე იტყვის: „ჩემგან კიდე ჩემი შემწე არავინ-ა;
რასათვისცა გამოჭრილ ვარ, მისი ძებნა რათგან მინა,
რათაცა ვით ვჰპოვებ, მას ვიქმ, გულმან სხვა-მცა რა ისმინა!
ისი დიაცი აქა ზის, კაცთა მნახავი მრავალთა,
მოსადგურე და მოყვარე მგზავრთა, ყოველგნით მავალთა;
მივჰყვე, მიამბობს ყველასა, გამავალ-შემომავალთა,
ნუთუ რა მარგოს, მე მისი გარდახდა ჩემგან ვცნა ვალთა“.
თქვა: „დიაცსა ვინცა უყვარს, გაექსვის და მისცემს გულსა,
აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოლა კრულსა;
რაცა იცის, გაუცხადებს, ხვაშიადსა უთხრობს სრულსა,
მიჯობს, მივჰყვე, განღა რასმე ვსცნობ საქმესა დამალულსა“.
კვლა იტყვის: „ვერვინ ვერას იქმს, თუ ეტლი არ მოსთმინდების;
მით რაცა მინდა, არა მაქვს, მაქვს რაცა, არ მომინდების;
ბინდის გვარია სოფელი, ესე თურ ამად ბინდდების,
კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების!“
ვეფხისტყაოსანი — წიგნი ფატმანისა ავთანდილისა სამიჯნურო — ორიგინალი ტექსტი
შოთა რუსთაველი · წიგნი ფატმანისა ავთანდილისა სამიჯნურო
ნაწილები
- პროლოგი
- ამბავი როსტევან არაბთა მეფისა
- როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა
- ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა
- თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად
- წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა
- ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა
- ამბავი ავთანდილისა, ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან
- შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა
- ტარიელისაგან თავის ამბის მბობა, ოდეს ავთანდილს უამბო
- ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა, პირველ რომ გამიჯნურდა
- წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
- წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
- წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა
- ნესტანისაგან ტარიელის ხმობა
- წიგნი ხატაელთა მეფისა, ტარიელის წინაშე მოწერილი
- ტარიელისა და ნესტანის პირის-პირ შეყრა
- ტარიელისაგან ხატაეთს წასლვა და დიდი ომი
- წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე და გამარჯვებით შემოქცევა
- წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი
- ტარიელის ტირილი და დაბნედა
- წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მოწერილი
- რჩევა ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა
- ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა
- ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსლვა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკლვა
- ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან-დარეჯანის დაკარგვისა
- ამბავი ნურადინ-ფრიდონისა, ოდეს ტარიელ შეეყარა
- შველა ტარიელისაგან ფრიდონისა
- ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა
- ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა
- დათხოვა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა და ვაზირის საუბარი
- ავთანდილისაგან შერმადინის საუბარი
- ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, ოდეს გაიპარა
- ლოცვა ავთანდილისა
- ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა
- წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ
- პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა
- მბობა ტარიელისაგან ლომ-ვეფხის დახოცვისა
- აქა ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა
- წასლვა ავთანდილისაგან ფრიდონისასა
- ავთანდილისაგან ფრიდონისას მისლვა, ტარიელს რომ გაეყარა
- წასლვა ავთანდილისაგან ნესტან-დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა
- ამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისლვისა
- ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება
- წიგნი ფატმანისა ავთანდილისა სამიჯნურო
- წიგნი ავთანდილისა ფატმანის პასუხად მიწერილი
- ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა
- ამბავი ნესტან-დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა
- წიგნი ფატმანისა ნესტან-დარეჯანის წინაშე მიწერილი
- წიგნი ნესტან-დარეჯანისა ფატმანთანა
- წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელთან მიწერილი
- წიგნი ავთანდილისა ფრიდონთან მიწერილი
- წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა
- ტარიელისა და ავთანდილისაგან წასლვა ფრიდონისასა
- თათბირი ნურადინ-ფრიდონისა
- თათბირი ავთანდილისა
- თათბირი ტარიელისა
- ტარიელისაგან ზღვათა მეფისასა მისლვა
- ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა ფრიდონისაგან
- სამთაგანვე ქვაბს მისლვა და მუნით არაბეთს წასლვა
- ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან
- ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა
- ტარიელისაგან ინდოეთს მისლვა და ხატაელთა დამორჩილება
- ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა
- ეპილოგი
ტექსტის წყარო: შოთა რუსთაველი