ახლა, როცა ამ სტრიქონებს ვწერ, შუაღამე თითქოს იწვის და დნება. ფანჯრიდან შემოჭრილი ნიავი ველების ამბებს მიყვება.
მთვარის შუქით განათებული არემარე ვერ იშორებს ვერცხლისფერ საბანს, ანუ მთელი გარემო ვერცხლისფრად არის განათებული. ნიავი არხევს და ატოკებს ჩემი ფანჯრის წინ მდგარ იასამანს.
ცისფერი ცა მტრედისფერი, ლურჯი სვეტებით ისეა დაფარული, ისეა სავსე გრძნობებით, როგორც ეს ლექსი რითმებით.
საიდუმლო შუქში გარემო ისეა გახვეული, ისეა სავსე უხვი გრძნობებით, როგორც ამ ღამეს ჩემი გული.
დიდი ხანია, რაც საიდუმლოს ღრმად გულში ვატარებ. არავის ვუმჟღავნებ ქვეყანაზე, ნიავსაც კი არ ვაკარებ, ანუ არავის ვეუბნები.
რა იციან მეგობრებმა, თუ რა დარდს იტევს ჩემი გული, ან რა არის მის სიღრმეში სამუდამოდ შენახული.
ვერ მომპარავს გულის ბნელ ფიქრს ყველაზე სასიამოვნო წუთიც კი. საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ჩახუტება და ალერსი.
ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა და ვერც ღვინით სავსე თასი ვერ წამართმევს იმას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.
მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს ფანჯარაში მოკამკამემ, ანუ ნათლად გამოჩენილმა, იცის ჩემი საიდუმლო. ყველაფერი იცის თეთრმა ღამემ.
იცის, როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვიტანჯე და ვიწამე. ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!...