ნუთუ სადმე არსებობს ჩვენსავით ბედნიერი ერი?
ჩვენ ვართ მორთული და ლამაზი მძიმე ტანსაცმლითა და ლამაზი ფალნით (კაბის ბოლო ნაწილით). ჩვენ ვართ უწყინარი, არავის ვუჩივით, ქედმოხრილი და მადლიერი. ჩვენ არაფერი გვაღელვებს, ვართ მორჩილი, რიგიანი და წესიერი. ყველაფერს ვითმენთ, როგორც ნაჯაფარი და ძლიერი ჯორ-ცხენი.
ნუთუ სადმე არსებობს ჩვენსავით ბედნიერი ერი?!
ყველა ვართ უნჯი (უხმო), ყველა ვართ მუნჯი, გულჩვილი და ლმობიერი. თვალებახვეული, თავაკრული, პირზე ზომიერი ლაგამით. ყველა ვართ ყრუ, ყველა ვართ ცრუ, ჭკუადამჯდარი (უგუნური), გულხმიერი (გულქვა). პატარა თუ დიდი – ყველა ვართ ფლიდი (მზაკვარი), ცუღლუტი და მანკიერი.
ნუთუ სადმე არსებობს ჩვენსავით ბედნიერი ერი?!
ჩვენ ვართ მტვერწაყრილი (დამცირებული), თავდახრილი, სრულიად უქმი (უსაქმური), უდიერი (უზრდელი). უზღუდონი (უპატრონო), გზამრუდონი (არასწორ გზაზე მდგომი), არაგამტანი და ცბიერი. მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი (მეგობრის მოძულე), გარეთ მხდალი, შინ ძლიერი. არაფრის მქონე, არაფრის მცოდნე, უზრუნველი და მშიერი.
ნუთუ სადმე არსებობს ჩვენსავით ბედნიერი ერი?