prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

პასუხის პასუხი

ილია ჭავჭავაძე · პოეზია

იმით თამამობთ, რომ ბეზღით გვწამობთ ურჯულოებას, ღვთის უარყოფას? ღმერთი არმობის, ღმერთი ყალბობის არ ურწმენია ჩვენსა თაობას; ღმერთი მზაკვრობის და თვალთმაქცობის, ღმერთი უქმობის უარუყვია, ღმერთი ხარბობის და მძარცველობის თქვენთა მზგავსთათვის მას დაუთმია. ხოლო გვწამს ღმერთი - უქმთა წარმწყმედი, ტვირთმძიმეთა და მაშვრალთა მხსნელი, ღმერთი ტანჯულთა, ღმერთი ჩაგრულთა, ღმერთი უძლურთა შემწყნარებელი; ყოველთა ძმობის, თანასწორობის მოძღვრობისათვის ქვეყნად ჯვარცმული, ძლიერთ დამბმელი, უძლურთ ამხსნელი, თქვენგვარ კაცთაგან გმობილ-დევნული; ორგულობისა, ორპირობისა ძირსა დამცემი და დამთრგუნველი, ფარისეველთა, სადუკეველთა გამაკიცხველი და გამდევნელი. მან კუბოს მორთულს, შიგ სიმყრალით სრულს, თქვენებრი კაცი არ დაადარა?! ზაკვით სავსენო, ავმორწმუნენო, ის თქვენ სიტყვით გწამთ და საქმით არა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ილია ჭავჭავაძე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.