ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში? რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ, ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში ბოროტთ საკლავად, - მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ. თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა, რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი: აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა და დაე გვძრახონ, - ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი. ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს, ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!” ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს - ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!
სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი
ჩემო კალამო
კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.
ამ ტექსტზე ვარჯიში →ტექსტის შესახებ
ავტორი — ილია ჭავჭავაძე.
საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.
წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა
თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.