prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ხმა იდუმალი

ნიკოლოზ ბარათაშვილი · პოეზია

ვისი ხმა არის ეს საკვირველი? რად აქვს გულს ესე ჩუმი ნაღველი? რა ვსცან პირველად წუთისოფელი, დავშთე ადგილი, სადაცა წრფელი რბიოდა ნათლად დრო ყმაწვილობის სწორთა, თანზრდილთა, მეგობართ შორის, — მას აქეთ ხმა რამ თან სდევს ყოველთა ჩემთა ზრახვათა და საწადელთა! ცხადად თუ სიზმრად, მე იგი მარად სულ ერთსა მიწვრთნის გულისა ჭირად: “ეძიე, ყმაო, შენ მხვედრი შენი, ვინძლო იპოვო შენი საშვენი!” მაგრამ მე მხვედრსა ჩემსა ვერ ვჰპოვებ, და მით კაეშანს ვერღა ვიშორებ! ნუთუ ხმა ესე არს ხმა დევნისა შეუწყალისა სინიდისისა? მაგრამ მე ჩემში ვერ ვჰპოვებ ავსა, მისს საშფოთველოს და საქენჯნავსა. ანგელოზი ხარ, მფარველი ჩემი, ან თუ ეშმაკი, მაცთური ჩემი? ვინცა ხარ, მარქვი, რას მომისწავებ, სიცოცხლეს ჩემსა რას განუმზადებ? როს ვსცნა მე შენი საიდუმლობა, როს მხვდეს ამ სოფლად ჩემი წილობა?..

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ნიკოლოზ ბარათაშვილი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: other. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.