prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ცისა ფერს

ნიკოლოზ ბარათაშვილი · პოეზია

ცისა ფერს, ლურჯსა ფერს, პირველად ქმნილსა ფერს და არ ამქვეყნიერს, სიყრმითგან ვეტრფოდი.

და ახლაც, როს სისხლი მაქვს გაციებული, ვფიცავ მე - არ ვეტრფო არ ოდეს ფერსა სხვას.

თვალებში მშვენიერს, ვეტრფი მე ცისა ფერს; მოსრული იგი ცით გამოკრთის სიამით.

ფიქრი მე სანატრი მიმიწევს ცისა ქედს, რომ ეშხით დამდნარი შევერთო ლურჯსა ფერს.

მოვკვდები - ვერ ვნახავ ცრემლსა მე მშობლიურს, - მის ნაცვლად ცა ლურჯი დამაფრქვევს ცვარს ციურს!

სამარეს ჩემსა როს გარს ნისლი მოეცვას, - იგიცა შესწიროს ციაგმა ლურჯსა ცას!

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ნიკოლოზ ბარათაშვილი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.