მარადის საწადელი და თაყუანის-საცემელი ბრძანებაჲ ღმრთივპატიოსნისა მამფლისა და უფლისა ჩემისაჲ მოვიდე ჴელითა სიწმიდის მოყუარისა ხსართან მღდელისაჲთა…
ან რაჲ მოვაჴსენო უფლებასა თქუენსა? მძიმე არს ჩემდა ორკერძოვე; უკუეთუ ურჩ ვექმნე ბრძანებასა თქუენსა, წერილ არს: „შვილი ურჩი წარსაწყმედელსა მიეცესო", და თუ ვისწრაფო მორჩილებად, მისთჳსცა იტყჳს: „უდარჱსსა შენსა ნუ გამოეძიებ და უძლიერჱსსა შენსა ნუ განიკითხავო". ამისთჳს შიშმან და ზრუნვამან შემიპყრა მე და შემფოთნა გონებაჲ ჩემი და დავეცი და მოვაკლდი მეცნიერებისაგან. არამედ უმჯობჱსად შევრაცხე მორჩილ-ყოფად თავი ჩემი ბრძანებასა უფლისა ჩემისასა, რომლითა კუალად განვძლიერდი და აღვემართე ღმრთის სათნოთა წმიდითა ლოცვითა თქუენითა და მარადის ძღუნის მიმპყრობელისა ღმრთისა მარჯუენისა თქუენისა ჯუარისა წერითა ჩემ უღირსსა ზედა და რამეთუ ვისწავეცა ბრძენთა-მთავრისა მის სოლომონის მიერ თქმული, ვითარმედ „ჰბაძევდ ჯინჭველსა, მედგარო, და იქმენ მუშაკ მსგავს მისა".
ვითარცა იგი მან თჳსსა უდიდჱსსა მარცუალსა მას იფქლისასა შებმა-უყვის გულს-მოდგინედ, ვიდრემდის აღიღის და წარიღის საზრდელად თჳსა. მეცა გულს-მოდგინე ვიქმენ უძლიერჱსსა ჩემსა აღებად და წადიერებაჲ გულისა ჩემისაჲ აღავსო უფალმან, და აღვწერე უღირსისაგან გონებისა ჩემისა შემოკრებული მარტჳლობაჲ, ჭეშმარიტი და უტყუელი, წმიდისა მოწამისაჲ მადლითა და მეოხებითა ნეტარისა ჰაბოჲსითა და მოგიძღუანე უფალსა ჩემსა.