prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

შერიგება

გალაკტიონ ტაბიძე · პოეზია

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი, თეთრ ტანსაცმელში მე მოვირთვები და წავალ ქარში, როგორც მოცარტი, გულში სიმღერის მსუბუქ ზვირთებით.

დღეს ყველგან მზეა. ახლა ამ ბაღებს და მყინვარს, მაღალ ზრახვათა მეფეს, მაისი ალით ააზამბახებს, ვით შეყვარებულს და მეოცნებეს.

ჩვენ გვირგვინები გვაქვს ოდნავ მსგავსი, ლამაზი შუქთა მარადი ნთებით: მე - მსუბუქ დაფნის ფოთლებით სავსე, მყინვარს - უმძიმეს იაგუნდებით.

ამაღლდი, სულო, თეთრ აკლდამაზე მშვენიერების ლექსით მქებელი: დღეს ყველგან მზეა და სილამაზე სიკვდილთან ჩემი შემრიგებელი!

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — გალაკტიონ ტაბიძე.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.