იას უთხარით ტურფასა: მოვა და შეგჭამს ჭიაო, მაგრე მოხდენით, ლამაზო, თავი რომ აგიღიაო! შენ თუ გგონია სიცოცხლე სამოთხის კარი ღიაო; ნუ მოხვალ, მიწას ეფარე, მოსვლაში არა ყრიაო, ნუ ნახავს მზესა, ინანებს, განა სულ მუდამ მზეაო! მიწავ, შენ გებარებოდეს ეს ჩემი ტურფა იაო, შენ უპატრონე, ემშობლე, როგორაც შენი ზნეაო.
სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი
იას უთხარით ტურფასა
კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.
ამ ტექსტზე ვარჯიში →ტექსტის შესახებ
ავტორი — ვაჟა-ფშაველა.
საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.
წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა
თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.